თეგი: პაველ ჰერჩინსკი

ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოსტზე პაველ ჰერჩინსკი წარადგინა. პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია. ასევე მსახურობდა პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩად. ევროკავშირის ელჩის თანამდებობა საქართველოში ამჟამად კარლ ჰარცელს უკავია. მას ვადა ეწურება.  

კარლ ჰარცელის შემცვლელის, პაველ ჰერჩინსკის დიპლომატიური კარიერა

ჯოზეფ ბორელმა 8 ივნისს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელების კანდიდატურები დაასახელა, მათ შორის არის კარლ ჰარცელის შემცვლელი პაველ ჰერჩინსკიც. მომავალი ელჩი ახლა ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია. რა პოზიციები ეკავა მანამდე, ამის გასარკვევად Europetime-მა პაველ ჰერჩინსკის შესახებ ცნობები მოიძია და მომავალ ელჩს უფრო ახლოს გაგაცნობთ. პოლონელი პაველ ჰერჩინსკი მაგისტრის ხარისხს ფლობს ეკონომიკის მიმართულებით (1987 | 1993 წლები - ვარშავა, ეკონომიკის სკოლა). ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა 2013 | 2017 წლები - პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩი, ბრიუსელი, ბელგია. 2008 | 2013 წლები - პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნიუ-იორკი, აშშ. 2006 | 2008 წლები - დირექტორის მოადგილე, ევროკავშირის დეპარტამენტი. 2003 | 2006 წლები -  აფრიკისა და MENA-ს (ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ერაყის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა სამინისტრო; ვარშავა, პოლონეთი. 1999 | 2003 წლები - NATO-ში პოლონეთის წარმომადგენლის მოადგილე, პოლიტიკური კომიტეტი; ბრიუსელი, ბელგია. 1996 | 1999 წლები - პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.  პაველ ჰერჩინსკი ფლობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებს. ინფორმაციისთვის, ევროკავშირის ელჩის თანამდებობა საქართველოში ამჟამად კარლ ჰარცელს უკავია. მას ოთხწლიანი ვადა სექტემბერში ეწურება. ახალი ელჩები თანამდებობაზე მასპინძელი ქვეყნებიდან მიღებული შესაბამისი ოფიციალური შეთანხმებების შემდეგ დაინიშნებიან.

ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის ახალმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის ახალმა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა. ცერემონიის შემდეგ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. "შეხვედრაზე განხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხი.მინისტრმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ევროპული საბჭოს 12 პრიორიტეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე წლის 6 სექტემბერს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები. ევროკავშირის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი მიესალმა გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში. ასევე განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ევროკავშირის როლი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით. ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

ევროკავშირის ახალი ელჩი: დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პირველ მიმართვას ავრცელებს. მისი შეფასებით, ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ახალ რეალობას ქმნის.   „საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობა არის. ამ თანამდებობაზე დანიშვნა ევროკავშირი - საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ემთხვევა. ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ახალ რეალობას ქმნის. ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად. ამ პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა უზარმაზარი პრივილეგიაა“, - აღნიშნულია ელჩის მიმართვაში. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში მუშაობის დაწყებამდე, ელჩი ჰერჩინსკი ბრიუსელში ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო ქმედებათა სამ­სა­ხუ­რის ერ­თი­ა­ნი უსაფრთხო­ე­ბისა და თავ­დაც­ვის პო­ლი­ტი­კი­ს და კრი­ზი­სებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის დი­რექ­ტო­რატს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მა­ნამ­დე მას ბრიუსელში პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტეტ­ში პო­ლო­ნე­თის ელ­ჩის, ნიუ-იორკში გაეროში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თა­ნამ­დე­ბო­ბები ეკა­ვა. პაველ ჰერჩინსკი საქართველოში ევროკავშირის ელჩად 2022 წლის სექტემბერში დაინიშნა.  

პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ ველით, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი

ევროკავშირის ყოფილი ელჩის, კარლ ჰარცელის მიმართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გამოთქმულ კრიტიკაზე შეკითხვის საპასუხოდ, მისმა შემცვლელმა განაცხადა, რომ „კარლ ჰარცელი საქართველოს დიდი მეგობარი იყო და 4 წლის განმავლობაში გააკეთა ყველაფერი საქართველოს ევროკავშირთან დასაახლოვებლად“. „მე ვიცნობ ჩემს წინამორბედს და ვიცი, რომ ელჩი ჰარცელი იყო საქართველოს ნამდვილი მეგობარი. საქართველოში გატარებული 4 წლის განმავლობაში მან თავისი მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები წინ წაეწია. რა თქმა უნდა, გამოწვევები ყოველთვის არის, თუმცა მე ვიცი, რომ ის თავის მაქსიმუმს ეცადა“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსი“ ცნობით. „ჩვენ ველით, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ევროკომისიის პრეზიდენტის 2-3 დღის წინ გაკეთებულ განცხადებაშიც კი მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, რომელიც ცდილობს, შეუერთდეს ამ ოჯახს, აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ სწორედ, ეს იქნება დიალოგის საგანი - საქართველო, რომელიც ცდილობს, შეუერთდეს თავისუფალი, დემოკრატიული, აყვავებული ქვეყნების ოჯახს. კრიტიკა ყოველთვის ჯანსაღია, მაგრამ მაშინ, როდესაც გსურს გახდე ოჯახის წევრი, როგორც წესი, ხარ ძალიან ფრთხილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ახასიათებ ამ ოჯახის წევრებს. ჩემი სამუშაო აქ ძალიან ცალსახა იქნება, დავეხმარო საქართველოს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.  

პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს. მან უპასუხა შეკითხვას სახალხო დამცველის არჩევის პროცესთან დაკავშირებით. კერძოდ, უნდა იყოს თუ არა საქართველოს მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი და არის თუ არა ეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ნაწილი. „დიახ, ეს არის 12 რეკომენდაციის ნაწილი და ვიცი, რომ პროცესი მიმდინარეობს და იმის უზრუნველყოფა, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს, ქართველი დაინტერესებული მხარეების ხელშია“, - აღნიშნა ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

ევროკავშირის ელჩის თქმით, ქართველების გადასაწყვეტია, რა დამოკიდებულება ექნებათ რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ და საქართველოში ჩამოდიან

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ქართველების გადასაწყვეტია, რა დამოკიდებულება ექნებათ რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ნაწილობრივი მობილიზაციის გამო ქვეყანას ტოვებენ და საქართველოში ჩამოდიან. ამ საკითხზე ელჩს კითხვით ჟურნალისტებმა მიმართეს. „სამწუხაროდ, არ შემიძლია გითხრათ, რა დამოკიდებულება უნდა იყოს. ეს ქართველებმა და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, შემიძლია სრულად გავიგო, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით, გამოიწვია რუსების შემოდინება, მაგრამ ეს ქართველების გადასაწყვეტია“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

პაველ ჰერჩინსკი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე: ეს საკითხი საქართველოს გადასაწყვეტია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიმ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს საკითხი საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს. ვახტანგ გომელაური: საქართველოში რუსეთის 250 ათასი მოქალაქის შემოსვლაზე ინფორმაცია ტყუილია „ჩვენ ვიცით, რომ ბევრი რუსი გაექცა მობილიზაციას. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც იგივე პრობლემა აქვთ, როგორც იცით, ზოგიერთმა სახელმწიფომ მიიღო ზომები და ზოგიც ახლა მუშაობს მასზე. რაც შეეხება საქართველოს, ეს საკითხი მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა ელჩმა. შსს: ლარსის საბაჟო პუნქტზე მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინის მიერ, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს, რამაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გადატვირთვა გამოიწვია. საქართველოს საზღვართან კლომეტრიანი რიგებია.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ევროკავშირში რუსეთის 1 303 000 მოქალაქეზე მეტი შევიდა 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.  

პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა

ევროკავშირის კარი დღეს საქართველოსთვის ღიაა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს. მისი შეფასებით, ევროპული პერსპექტივა მკაფიოა და საქართველოს აქვს შესაძლებლობის ფანჯარა. ელჩის თქმით, საქართველოზე დამოკიდებული, შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. ჰერჩინსკი „გულწრფელად იმედოვნებს, რომ ყველა მხარე, მათ შორის მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლები ხედავენ ამ მომენტს და პროცესის წინსვლას შეუწყობენ ხელს. „საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, ევროპული პერსპექტივა ნათელია და საქართველოს აქვს შესაძლებლობის ფანჯარა. გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ყველა დაინტერესებული მხარე, როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან, გამოიყენებს ამ მომენტს, ისარგებლებს ღია კარით და მიაღწევს წარმატებას“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ელჩის თქმით, ევროკავშირი ცდილობს, საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელებაში დაეხმაროს

ევროკავშირი ცდილობს დაეხმაროს საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელებაში. სასამართლო სისტემის რეფორმა არის ერთ-ერთი 12 რეკომენდაციას შორის. ამიტომ ჩვენ ამ პროცესს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, სასამართლო სისტემა საქართველოში პროფესიონალური და დამოუკიდებელი უნდა იყოს. „უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა ძალიან პროფესიონალური და დამოუკიდებელი იყოს “, - აღნიშნა ელჩმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  

დეზინფორმაცია და პროპაგანდა საწამლავია, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება - ჰერჩინსკი

დეზინფორმაცია და პროპაგანდა საწამლავია, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება - საქართველო არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ვებრძვით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, ევროკავშირი ცდილობს, საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელებაში დაეხმაროს „სამწუხაროდ, საქართველო არ არის ერთადერთი ადგილი, დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ვებრძვით. მედია წიგნიერება საუკეთესო პასუხია პროპაგანდის გამოწვევის მიმართ. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში მედია წიგნიერებას და მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ამ ღონისძიებაში“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ. ევროკავშირის ელჩი: ყურადღებით ვაკვირდებით ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს  

პაველ ჰერჩინსკი: შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა, ახლა თქვენი დროა, იმოქმედოთ

„შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა - ახლა თქვენი დროა, იმოქმედოთ, დრო, როდესაც სრულიად ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ერთად უნდა იმუშაოს და „შედეგი დადოს“ ამ თორმეტ რეკომენდაციასთან მიმართებით“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებს. ელჩის შეფასებით, ივნისში ევროპული პერსპექტივის მინიჭება და მომავალი წლის შეფასების პროცესი გვიკარნახებს, რომ ახლა მოქმედების დროა და ეს შესაძლებელია, მიღწევადია. „მუშაობა მიდის - საქართველოს პარლამენტშია სამუშაო პროცესი. ჩვენი გზავნილი მმართველი პარტიისადმი ასეთია - იყავით ღია, იყავით გამჭვირვალენი, იყავით ინკლუზიურები, ეს არ ნიშნავს უბრალოდ მოსაწვევის გაგზავნას ოპოზიციისთვის, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში, არამედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებასაც. „გეოპოლიტიკური მდგომარეობა დღეს არის ხელსაყრელი საქართველოსთვის - ახლა ამ ხელსაყრელი სიტუაციიდან სარგებლის მომკის დროა. თუ გადაწყვეტთ, რომ უნდა იმოქმედოთ, უნდა იმოქმედოთ დღეს. თქვენ ნაცვლად ამას სხვა არავინ გააკეთებს”. ოპოზიციას კი მოვუწოდებთ, ჩაერთონ ამ პროცესებში, იყვნენ კონსტრუქციულნი, საერთო სიკეთის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანონ. ახლა ერთად მუშაობის, პოლიტიკურ ნაპრალზე ხიდების გადების დროა. უნიკალური მომენტის წინაშე დგახართ - ეს მიღწევადია. დაიჯერეთ ამის. ყველა ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა დაიჯეროს, რომ ეს გაკეთებადია, მიღწევადია. რა არის საჭირო ამისთვის? სერიოზულად მუშაობა, კონსტრუციულად მუშაობა, ყველას მხრიდან, რათა დაამტკიცოთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები სერიოზულად უდგებიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხს. ერთი წელი დიდი დროა“, - აცხადებს ელჩი ჰერჩინსკი. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

ელჩი პაველ ჰერჩინსკი: უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე და პროცესი იყოს ინკლუზიური, ასევე ის, რომ მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ და ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-მა ლიდერმა მიიღო 12 რეკომენდაციასთან ერთად. რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს. ევროკავშირი: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის „ჩვენი აზრით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ და პროცესი იყოს ინკლუზიური, ასევე ის, რომ მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ და ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს. 12 რეკომენდაციაზე მუშაობა შეფასდება მომავალ წელს გაფართოებული პროცესის ფარგლებში. საქართველო შეფასდება დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაერთიანებისკენ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამის შედეგი იქნება საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და იმედი მაქვს, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე და მათ მიერ 12 რეკომენდაციის განხორციელების გზაზე. 12 რეკომენდაციის განხორციელება უნდა მოხდეს ინკლუზიურად. ეს მოითხოვს ყველას ერთობლივ მუშაობას, ეს მოითხოვს იმას, რომ მთავრობა ღია იყოს ოპოზიციისთვის და მოითხოვს, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციულად იმუშაოს მთავრობასთან 12 რეკომენდაციის განხორციელების მიზნით“, - განაცხადა ელჩმა IPN-ის ცნობით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

ელჩი ჰერჩინსკი: ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ უთხრა ყველას, ვისაც შეხვდა, რომ საჭიროა ეროვნული კონსენსუსი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ 12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ უთხრა ყველას, ვისაც შეხვდა, რომ საჭიროა ეროვნული კონსენსუსი, რაც ნიშნავს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტუქციულ ჩართულობას ოპოზიციის მხრიდან. მისი შეფასებით, ეს იყო ძალიან კარგი ვიზიტი. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად „ევროკომისარი ვარჰეი საქართველოში პირველად ჩამოვიდა როგორც ევროკომისარი, რომელიც პასუხისმგებელია არამარტო სამეზობლო პოლიტიკის, არამედ, გაფართოების საკითხებზეც. მას შემდეგ, რაც ზაფხულში ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს, ევროკავშირის კარი გაიღო და ახლა საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ ის მზადაა შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად. ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის 12 მთავარი გზავნილი საქართველოს ვიზიტისას ევროკომისარმა ორ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება, ესენია – ევროკომისიის 12 პრიორიტეტი (რეკომენდაცია) საქართველოსთვის და ევროპის საინვესტიციო გეგმა. 12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ უთხრა ყველას, ვისაც შეხვდა, რომ საჭიროა ეროვნული კონსენსუსი, რაც ნიშნავს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტუქციულ ჩართულობას ოპოზიციის მხრიდან. ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად, აუცილებელია თანამშრომლობა ყველა მხარეს შორის. ევროპის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში გამართული დისკუსიებისას ძირითადი აქცენტი გაკეთდა პროექტებზე ურთიერთდაკავშირებისა და ენერგეტიკის სფეროებში. უნდა დავაჩქაროთ მათი განხორციელება და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე გვექნება კონკრეტული შედეგები. შედეგები, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირს“, - განაცხადა ელჩმა IPN-თან. ასევე გაეცანით: ევროკავშირი: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეგიონულ განვითარებას

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეგიონულ განვითარებას, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ „სვანეთის დღეების“ დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა. ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა, „სვანეთის დღეებზე“ დიპლომატებს უმასპინძლა მისივე თქმით, ევროკავშირი ამაყობს, რომ ხედავს საქართველოს რეგიონების განვითარებას. „საქართველო არა მხოლოდ თბილისი - დედაქალაქია, არამედ მისი ულამაზესი რეგიონებიც. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონულ განვითარებას სხვადასხვა პროექტებით, განსაკუთრებით სოფლად და სხვადასხვა თემში და ნამდვილად ვამაყობთ, რომ ვხედავთ საქართველოს რეგიონების განვითარებას, ცხოვრების დონის ამაღლებას და ასევე რეგიონების ჩვენთან, ევროკავშირთან კავშირს, სხვადასხვა პროექტის საშუალებით, რომლებსაც ჩვენ ვავითარებთ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეები“ დაიხურა. დასკვნით ღონისძიებაზე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა.   

ევროკავშირი: წლის ბოლომდე გამოქვეყნდება ანგარიში, რომელიც ევროკავშირის კანონთა კრებულთან მიმართებით, საქართველოს პროგრესს შეაფასებს

წლის ბოლომდე გამოქვეყნდება ანგარიში, რომელიც ევროკავშირის კანონთა კრებულთან მიმართებით, სამი ქვეყნის პროგრერის შესახებ დეტალურ ანალიზს მოიცავს. ამის შესახებ Europetime-ს ევროკავშირის სპიკერმა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით განუცხადა. „საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც მოწოდებულია, პატივი სცეს და ხელი შეუწყოს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. კომისიის დასკვნის მიხედვით, საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მისცა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად კომისიის მოსაზრების შემდეგ, საბჭო ასევე გამოვიდა რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი როგორც კი გარკვეული პრიორიტეტები შესრულდება. ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ამ პროცესში შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, რათა ქვეყანა მის ევროპულ გზაზე წინ წავიდეს. სამუშაოს სია მკაფიოა და ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს (როგორც ყოველთვის) ამ პროცესში. მოსაზრებების დასასრულებლად, წლის ბოლომდე გამოქვეყნდება ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ევროკავშირის კანონთა კრებულთან მიმართებით, სამი ქვეყნის სიტუაციის შესახებ დეტალურ ანალიზს მოიცავს. 2023 წლიდან, გაფართოების ყოველწლიური პაკეტი სამ ქვეყანას შეეხება, ის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესზე ანგარიშს მოიცავს. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, როგორც ამას აკეთებდა დამოუკიდებლობის შემდგომი წლების განმავლობაში. ჩვენ, როგორც მეგობრები და პარტნიორები, საქართველოს დემოკრატიასა და ეკონომიკაში ინვესტიციებს მუდმივად ვახორციელებთ“, - განუცხადა Europetime-ს ევროკავშირის სპიკერმა. ჩვენი ლიდერები მომავალი წლის ბოლოს, ევროკავშირის საბჭოში იმსჯელებენ საქართველოსა და გაწევრიანების მსურველი სხვა ქვეყნების პროგრესზე. დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს მხარემ საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა საკმაოდ ამბიციური ვადები და მუშაობა ახლაც მიმდინარეობს 12 პრიორიტეტებზე საპარლამენტო კომიტეტებში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 24 ნოემბერს განაცხადა.  ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

ელჩი ჰერჩინსკი: იმედი გვაქვს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებამდე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პარლამენტის მიერ „დეოლიგარქიზაციის შესაზებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნას მიესალმა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მოკლე დროში მიიღებს ვენეციის კომისიისგან მოსაზრებებს. ევროკავშირი: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა პოზიტიური ნაბიჯია „ჩვენ გულთბილად მივესალმებით საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, გაუგზავნოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიას, მსგავსი საერთაშორისო სტანდარტების დამდგენს ეკითხებიან მოსაზრებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოსაზრება საქართველოს პარლამენტს რაც შეიძლება მალე გადაეცემა და შემდგომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული კანონის საბოლოოდ მიღებამდე“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, მეორე მოსმენით მიიღო ვის ეხება რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ - ოლივერ ვარჰეის პასუხი შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს პარლამენტმა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

ევროკავშირის ელჩი: „შუა დერეფანს“ უკიდურესად სერიოზულად ვუყურებთ, განსაკუთრებით ახლა, უკრაინაში რუსეთს სასტიკი ომის კონტექსტში

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს „შუა დერეფანს“, რომელსაც უკრაინის ომის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყასიმ ჟომართ თოყაევი: ტრანსკასპიური მარშრუტის შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „როგორც იცით, რასაც ჩვენ ვეძახით „შუა დერეფანს“, რომელიც საქართველოზე გადის, არის ის, რასაც უკიდურესად სერიოზულად ვუყურებთ და განსაკუთრებით ახლა, უკრაინაში რუსეთს სასტიკი ომის კონტექსტში. ახალ რეალობაში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი გაიზრდება - ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი არსებობს სამხრეთ კავკასიის ალტერნატივად გამოყენების უზარმაზარი პოტენციალი, როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა საქონლის აზიიდან, ცენტრალური აზიიდან სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპაში გადატანას. თურქმენეთი საქართველოს გავლით ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას განიხილავს ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მჭიდროდ ქართველ პარტნიორებთან იმისთვის, რომ განვაახლოთ ინფრასტრუქტურა, გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა. ვსაუბრობთ დიდ ფულზე, იმისთვის, რომ ამ ინფრასტრუქტურის განახლება მოხდეს. ეს უკვე მიმდინარეობს და ამის მაგალითია აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს“, - აღნიშნა ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, (შუა დერეფანი) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. ჩინეთის ელჩი: შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში, საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოჯისტიკური კომპანიები.

ევროკავშირის ელჩი: რთული გასაგებია, რატომ არ ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დასწრების საშუალება

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცემა სასამართლოს წინაშე წარდგენის საშუალება. 21-ე საუკუნეში და ისეთ განვითარებულ ადგილზე, როგორიც თბილისია, რთული გასაგებია, რატომ არ ჰქონდა მას სასამართლოზე დასწრების საშუალება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „შეშფოთებული ვართ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობების გამო. ჩვენ ამ საკითხს ვაყენებთ საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მისი უფლება სრულად დაცული იყოს, დაცული იყოს მისი, როგორც პატიმრის უფლება და ასევე მისი, როგორც განსასჯელის უფლება. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მას მიეცემა სასამართლოს წინაშე წარდგენის საშუალება. 21-ე საუკუნეში და ისეთ განვითარებულ ადგილზე, როგორიც თბილისია, რთული გასაგებია, რატომ არ ჰქონდა მას სასამართლოზე დასწრების საშუალება. იმედი მაქვს, ტექნიკურად შესაძლებელი იქნება, მან ეს ონლაინ რეჟიმში გააკეთოს, ვინაიდან მისი, როგორც განსასჯელის უფლება სრულად უნდა იყოს დაცული. მოხარული ვართ იმით, რომ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, {მიხეილ სააკაშვილმა} გადაწყვიტა, არ გააგრძელოს შიმშილობა, ვინაიდან ეს რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობას არ წაადგებოდა. ასე რომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს, რომლის გადადგმასაც საქართველოს სასამართლო გადაწყვეტს“, - აღნიშნა ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე. მათივე ცნობით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.  

პაველ ჰერჩინსკი ევროკომისიის ანგარიშზე: ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს შესახებ ევრკომისიის ანალიტიკურ ანგარიშს გამოეხმაურა. საგარეო პოლიტიკა, მიგრაცია, სასაზღვრო კონტროლი, სავიზო კანონმდებლობა - ევროკომისიის ანგარიში   „ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც აღწერს, თუ როგორია საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ასეთივე ანგარიშები გამოქვეყნდა უკრაინასა და მოლდოვის შესახებ. ანგარიში მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ შევსებული კითხვარის საფუძველზე, რომელიც ბრიუსელში გასული წლის ზაფხულში გაიგზავნა. მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება. ანგარიშში აღწერილია ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მზადყოფნის ხარისხს 33 სხვადასხვა სექტორში. რასაკვირველია, ცალკეული მიმართულებით  საჭიროა მეტი მუშაობა და, რასაკვირველია ევროკავშირი, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დავეხმაროთ. თუმცა, ჩემი აზრით, ზოგადი შეფასება ძალიან დადებითია. დიდი მადლობა“, - ნათქვამია ჰერჩინსკის განცხადებაში.   

ევროკავშირის ელჩი: შუა დერეფნის როლი იზრდება და ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ სავაჭრო კავშირს სამხრეთ კავკასიის გავლით

„ევროკავშირი მხარს უჭერს დაკავშირებადობას და სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ მონაწილეობა მივიღოთ ტრასეკას ყოველწლიურ შეხვედრაში, ვინაიდან ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აკავშირებს ევროპას, კავკასიასა და ცენტრალურ აზიას“, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, რომელიც დღეს თბილისში ორგანიზაციის მთავრობათაშორისი კომისიის ყოველწლიურ, რიგით მე-16 სხდომას დაესწრო. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ევროკავშირის ელჩი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ქვეყნებისთვის სატრანსპორტო კავშირები არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ორგანიზაციის სურვილია, გლობალური კარიბჭის სტრატეგიით წვლილი შეიტანოს ევროკავშირის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებაში. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს მდგრად სატრანსპორტო კავშირს, როგორც სარკინიგზოს, ისე საავტომობილოს - ევროკავშირიდან სამხრეთ კავკასიის, რა თქმა უნდა, საქართველო გავლით და ცენტრალურ აზიამდე. „ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახლა, დღევანდელ რეალობაში - უკრაინის მიმართ რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული აგრესიის პირობებში, შუა დერეფნის როლი იზრდება და ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ სავაჭრო კავშირს სამხრეთ კავკასიის გავლით, რომელიც აკავშირებს ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას“, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში. 2023 წლის 11 თებერვლიდან ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა 1 წლით საქართველო ხდება. სხდომის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები დღეს სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განიხილავენ მულტიმოდალური და საზღვაო ტრანსპორტის განვითარების, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხელშეწყობისა და ტრასეკას დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ საკითხებს.  

ევროკავშირის ელჩი: რუსეთი და დეზინფორმაციის გამავრცელებელი სხვა აქტორები ცდილობენ საინფორმაციო სივრცით მანიპულირებას

უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა სხვა პარტნიორების მიმართ ყურადღებას არ შეამცირებს. პირიქით, უკრაინაში რუსეთის ომზე ცალსახა და მტკიცე პასუხი უნდა შენარჩუნდეს, რომ აგრესორმა პასუხი აგოს. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელიც ომის წლისთავს ეძღვნება. მისი შეფასებით, საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, რომელიც საზიარო ევროპული ღირებულებების საერთო გაგებაზეა დაფუძნებული, მყარი საფუძველია ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ასაშენებლად. „ევროკავშირმა საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს. ეს პროცესი დაფუძნებულია დამსახურებაზე და რეფორმებზეა მიმართული. ამავდროულად, რუსეთი და დეზინფორმაციის გამავრცელებელი სხვა აქტორები ცდილობენ საინფორმაციო სივრცით მანიპულირებას, რათა გაიმეორონ კრემლის მხარდამჭერი ნარატივები და პროპაგანდა, ხელი შეუშალონ ინტეგრაციას, განხეთქილება შეიტანონ და სოლიდარობა შეამცირონ. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა და ამ მავნე ქმედებების დასაძლევად მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!“, - ამბობს პაველ ჰერჩინსი.  

პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს რუსეთის იზოლაცია, საქართველო ამ ძალისხმევაში აქტიურად მონაწილეობს

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს რუსეთის საერთაშორისო დაგმობა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ იზოლაცია. ჩვენი ერთობა თანამოაზრე პარტნიორებთან საერთაშორისო ასპარეზზე ურყევია და უპრეცედენტო ქმედებებს ერთად ვახორციელებთ. საქართველო ამ ძალისხმევაში აქტიურად მონაწილეობს ელჩის თქმით, ევროკავშირი კვლავ უდრეკად, ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას ყველა - ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო - ფრონტზე. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ეს აგრესია არამარტო სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ მიმართულია დემოკრატიის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში. „უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. მიმდინარე ომი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ღირებულებებისა და პრინციპების უპრეცედენტო დარღვევაა. უკრაინას თავს დაესხნენ, რადგან მას სურდა, საკუთარი მომავალი თვითონ და არა მოსკოვის მითითებით, განესაზღვრა. გაეროს წესდების შესაბამისად, უკრაინას, როგორც აგრესიის მსხვერპლს, აქვს თავდაცვის ხელშეუვალი უფლება. ევროკავშირი კვლავ უდრეკად, ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას ყველა - ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო - ფრონტზე. ეს აგრესია არამარტო სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ მიმართულია დემოკრატიის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში. ეს არის საფრთხე ყველა ქვეყნისთვის, რადგან სასწორზეა მათი დამოუკიდებლობა და უფლებამოსილება, გააკეთონ არჩევანი საკუთარი გადაწყვეტილებების საფუძველზე. ევროკავშირი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს რუსეთის საერთაშორისო დაგმობა და იზოლაცია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ჩვენი ერთობა თანამოაზრე პარტნიორებთან საერთაშორისო ასპარეზზე ურყევია და უპრეცედენტო ქმედებებს ერთად ვახორციელებთ. საქართველო ამ ძალისხმევაში აქტიურად მონაწილეობს. გაეროს გენერალური ასამბლეის ექვსი რეზოლუცია რუსეთის საერთაშორისო დაგმობას და იზოლაციას ადასტურებს. უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა სხვა პარტნიორების მიმართ ყურადღებას არ შეამცირებს. პირიქით, უკრაინაში რუსეთის ომზე ცალსახა და მტკიცე პასუხი უნდა შენარჩუნდეს, რომ აგრესორმა პასუხი აგოს. საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, რომელიც საზიარო ევროპული ღირებულებების საერთო გაგებაზეა დაფუძნებული, მყარი საფუძველია ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ასაშენებლად. ევროკავშირმა საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს. ეს პროცესი დაფუძნებულია დამსახურებაზე და რეფორმებზეა მიმართული. ამავდროულად, რუსეთი და დეზინფორმაციის გამავრცელებელი სხვა აქტორები ცდილობენ საინფორმაციო სივრცით მანიპულირებას, რათა გაიმეორონ კრემლის მხარდამჭერი ნარატივები და პროპაგანდა, ხელი შეუშალონ ინტეგრაციას, განხეთქილება შეიტანონ და სოლიდარობა შეამცირონ. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა და ამ მავნე ქმედებების დასაძლევად მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!“, - - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

ელჩი ჰერჩინსკი კანდიდატის სტატუსზე: ეს პროცესი დაფუძნებულია დამსახურებაზე და რეფორმებზეა მიმართული

საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, რომელიც საზიარო ევროპული ღირებულებების საერთო გაგებაზეა დაფუძნებული, მყარი საფუძველია ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ასაშენებლად. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელიც ომის წლისთავს ეძღვნება. ელჩის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს. ეს პროცესი დაფუძნებულია დამსახურებაზე და რეფორმებზეა მიმართული. „ამავდროულად, რუსეთი და დეზინფორმაციის გამავრცელებელი სხვა აქტორები ცდილობენ საინფორმაციო სივრცით მანიპულირებას, რათა გაიმეორონ კრემლის მხარდამჭერი ნარატივები და პროპაგანდა, ხელი შეუშალონ ინტეგრაციას, განხეთქილება შეიტანონ და სოლიდარობა შეამცირონ. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა და ამ მავნე ქმედებების დასაძლევად მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!“, - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.  

უკრაინას თავს დაესხნენ, რადგან სურდა, საკუთარი მომავალი თვითონ და არა მოსკოვის მითითებით განესაზღვრა - ელჩი ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს რუსეთის საერთაშორისო დაგმობა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ იზოლაცია. ჩვენი ერთობა თანამოაზრე პარტნიორებთან საერთაშორისო ასპარეზზე ურყევია და უპრეცედენტო ქმედებებს ერთად ვახორციელებთ. საქართველო ამ ძალისხმევაში აქტიურად მონაწილეობს ელჩის თქმით, ევროკავშირი კვლავ უდრეკად, ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას ყველა - ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო - ფრონტზე. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ეს აგრესია არამარტო სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ მიმართულია დემოკრატიის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში. „უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. მიმდინარე ომი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ღირებულებებისა და პრინციპების უპრეცედენტო დარღვევაა. უკრაინას თავს დაესხნენ, რადგან მას სურდა, საკუთარი მომავალი თვითონ და არა მოსკოვის მითითებით, განესაზღვრა. გაეროს წესდების შესაბამისად, უკრაინას, როგორც აგრესიის მსხვერპლს, აქვს თავდაცვის ხელშეუვალი უფლება. ევროკავშირი კვლავ უდრეკად, ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას ყველა - ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო - ფრონტზე. ეს აგრესია არამარტო სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ მიმართულია დემოკრატიის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში. ეს არის საფრთხე ყველა ქვეყნისთვის, რადგან სასწორზეა მათი დამოუკიდებლობა და უფლებამოსილება, გააკეთონ არჩევანი საკუთარი გადაწყვეტილებების საფუძველზე. ევროკავშირი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს რუსეთის საერთაშორისო დაგმობა და იზოლაცია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ჩვენი ერთობა თანამოაზრე პარტნიორებთან საერთაშორისო ასპარეზზე ურყევია და უპრეცედენტო ქმედებებს ერთად ვახორციელებთ. საქართველო ამ ძალისხმევაში აქტიურად მონაწილეობს. გაეროს გენერალური ასამბლეის ექვსი რეზოლუცია რუსეთის საერთაშორისო დაგმობას და იზოლაციას ადასტურებს. უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა სხვა პარტნიორების მიმართ ყურადღებას არ შეამცირებს. პირიქით, უკრაინაში რუსეთის ომზე ცალსახა და მტკიცე პასუხი უნდა შენარჩუნდეს, რომ აგრესორმა პასუხი აგოს. საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, რომელიც საზიარო ევროპული ღირებულებების საერთო გაგებაზეა დაფუძნებული, მყარი საფუძველია ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ასაშენებლად. ევროკავშირმა საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს. ეს პროცესი დაფუძნებულია დამსახურებაზე და რეფორმებზეა მიმართული. ამავდროულად, რუსეთი და დეზინფორმაციის გამავრცელებელი სხვა აქტორები ცდილობენ საინფორმაციო სივრცით მანიპულირებას, რათა გაიმეორონ კრემლის მხარდამჭერი ნარატივები და პროპაგანდა, ხელი შეუშალონ ინტეგრაციას, განხეთქილება შეიტანონ და სოლიდარობა შეამცირონ. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა და ამ მავნე ქმედებების დასაძლევად მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!“, - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

ელჩი ჰერჩინსკი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: შეუთავსებელია ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი „ხალხის ძალის“ კანონპორექტზე ამბობს, რომ ეს შეუთავსებელია ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან. ელჩი იმედოვნებს, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა. „ე. წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით ბრიუსელის მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია. გამოყენებული იყო სიტყვები შემაშფოთებელი, სამწუხარო. მე შემიძლია ვთქვა ჩემი მხრიდან, რომ ეს ინიციატივა შეუთავსებელია, სულ მცირე (ევროკავშირის, რედ.) 12 პრიორიტეტთან. ერთი პრიორიტეტი მედიის თავისუფლებაა, მეორე - სამოქალაქო საზოგადოება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს არის ცუდი გზავნილი ცუდ დროს. ეს ინიციატივა აშკარად არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო და იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა არ გადაიქცევა კანონად", - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. სენატორი შაჰინი„ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: რუსული კანონის მსგავსია ელჩი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: ძალაინ მკაფიოდ რომ ვთქვათ, ეს კანონი არ არის გამჭვირვალობაზე ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს ამის შემდეგ, 21 თებერვალს, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ინიცირება გაუკეთონ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც ამერიკულის ანალოგია. „ხალხის ძალამ“ 14 თებერვალს განაცხადა, რომ უკვე შეიმუშავეს უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა“, უცხოელი გავლენების აგენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. კანონპროექტი 20 თებერვალს განსახილველად კომიტეტებს უკვე გადასცეს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.  

პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით დემარში გადასცა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განცხადეა, რომ მან შვედეთის ელჩთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის ოფიციალური დემარში გადასცა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება. ელჩის განცხადებით, იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან მას „ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი“ ჰქონდა. დიპლომატის თქმით, ამ დემარშს ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა ბრიუსელში დაეთანხმა. „შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, ჩვენ გადავეცით ოფიციალური დემარში იუსტიციის მინისტრს. დემარში ეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ამ დემარშს ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფო ეთანხმება. ჩვენ ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი გვქონდა იუსტიციის მინისტრთან. ჩვენ წარმოვადგინეთ ევროკავშირის პოზიცია, რომელსაც 27 წევრი ქვეყანა დაეთანხმა. იუსტიციის მინისტრმა ინფორმაცია მოგვაწოდა იმის შესახებ თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა, რათა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები, როგორც ბრალდებულისა და პატიმრის, დაცული იყოს“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.  

ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ „ხალხის ძალის“ ინიციატივა კანონად არ იქცევა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს და იმედოვნებს, რომ ეს კანონპროექტი კანონად არ იქცევა. პაველ ჰერჩინსკიმ კიდე ერთხელ განმარტა, რომ ეს არის არასწორი გზავნილი, რომელიც ცუდ დროს შემუშავდა. „ეს არის არასწორი გზავნილი არასწორ დროს. ეს ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის 12 პრიორიტეტიდან სულ მცირე ორთან - სამოქალაქო საზოგადოების შესახებ და მედიის თავისულფების შესახებ პრიორიტეტებთან. ასევე მესმის, რომ ეს არის მხოლოდ ინიციატივა, რომელიც ჯერ სათანადოდ არ ყოფილა განხილული. ასე რომ, ჯერ დრო არის და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. ელჩი ჰერჩინსკი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: შეუთავსებელია ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან მისივე თქმით, ეს ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. "ხალხის ძალამ" ალტერნატიული კანონპროექტის სახით წარმოადგინა მეორე ინიციატივა, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის, „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, პირდაპირი თარგმანია. "ხალხის ძალის" ალტერნატიული კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს, 27 თებერვალს, წარუდგინა. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი განსახილველად კომიტეტებს გადაეცა.

პაველ ჰერჩინსკი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე: მარტივი დისკუსია არ იყო

პარლამენტის თავმჯდომარესთან მარტივი დისკუსია არ გვქონდა. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთა გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. შალვა პაპუაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: ვინც ხმას მისცემს მას, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე „შეხვედრაზე თან მახლდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ელჩი. ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ვიყავით დაპატიჟებული, რათა აზრები გაგვეცვალა “უცხოური აგენტების” შესახებ ინიციატივაზე… აზრების ძალიან გულწრფელი, ღია გაცვლა გვქონდა თავმჯდომარესთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორ თავმჯდომარესთან, დეტალებში ღრმად შესვლით. მარტივი დისკუსია არ იყო. ჩვენი მხრიდან ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება და კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ეს ინიციატივა 12-დან როგორც მინიმუმ 2 პუნქტს ეწინააღმდეგება, რომლებიც საქართველოს წინა წლის ივნისში გადაეცა. თავმჯდომარის მხრიდან ამ კანონის მიღების საჭიროების შესახებ არგუმენტები მოვისმინეთ. საუბარი გაგრძელდება. როგორც მესმის, ეს კანონპროექტიც კი არ არის, მხოლოდ ინიციატივაა და, რა თქმა უნდა, ჩვენს მხრივ, ძალიან ახლოდან დავაკვირდებით როგორ განვითარდება ეს ინიციატივა და იმედი გვაქვს, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, ევროკავშირმა, ნათლად აირჩია მხარე და მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად და საქართველო ერთ-ერთი მათგანია. “[ევროკავშირთან დაახლოების] ეს პროცესი მიმდინარეობს და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამას დავეხმაროთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არჩევანი ქართველების გასაკეთებია. ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია. სრულიად გვესმის საქართველოს ძალიან რთული გეოპოლიტიკური სიტუაცია, ვიცით საქართველოს ტრაგიკული ისტორია, მათ შორის რამდენიმე ომი, ბოლო 2008-ში, გვესმის, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% საქართელოს მთავრობის კონტროლის მიღმაა. ამავდროულად, ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, ნათლად ავირჩიეთ მხარე და მტკიცედ ვდგავართ უკრაინასთან თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად და საქართველო ერთ-ერთი მათგანია”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

პაველ ჰერჩინსკი: ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს, რომ ეს ქვეყანა გზაჯვარედინზეა

ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს იმაში, რომ ეს ქვეყანა გზაჯვარედინზეა, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტს პარლამენტში "ძალიან ძლიერი" გამოსვლა ჰქონდა. „პირადად მოვუსმინე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას. ძალიან ძლიერი გამოსვლა იყო, ძალიან ემოციური. გამოსვლა კონცენტრირდა საქართველოს მისწრაფებაზე გახდეს ევროკავშირის წევრი. რა თქმა უნდა, მე ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს იმაში, რომ ეს ქვეყანა გზაჯვარედინზეა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება. იმედი მაქვს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ მის გზაზე წინ წაიწევა, მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამისთვის ყველას ჩართულობა გვჭირდება, ეროვნული კონსენსუსი გვჭირდება, ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება გვჭირდება, რომ ერთად იმუშაონ ინკლუზიურ და კონსტრუქციულ გარემოში, რათა მოახდინონ 12 პრიორიტეტის იმპლემენტაცია. ჯერ კიდევ არის დრო ამის გასაკეთებლად და როგორც რამდენჯერმე ვთქვი, ევროკომისია პროცესს ოქტომბერში შეაფასებს და შემდეგ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო კოლექტიურად გადაწყვეტენ სამომავლო ნაბიჯებს წლის ბოლოსკენ. მივესალმე პრეზიდენტის სურვილს, იყოს ჩართული და იყოს ამ ძალისხმევის ნაწილი. ყველა უნდა იყოს ჩართული: მთავრობა, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ ასეთ მცდელობებს, რათა გავზარდოთ 27 წევრი სახელმწიფოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შანსები“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

იმედი მაქვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, მაგრამ ეს მოითხოვს ეროვნულ თანხმობას - ჰერჩინსკი

მიმდინარეობს მუშაობა 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე - იმედი მაქვს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ევროკომისია მზადაა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს - მედია მისი თქმით, გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. “მიმდინარეობს მუშაობა 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე. პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენ პროგრესს მიმდინარე წლის ბოლოს შევაფასებთ და 27 წევრი სახელმწიფო შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს. იმედი მაქვს, ეს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოხდება, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. გადასადგმელი იქნება კიდევ ბევრი ნაბიჯი. ჩვენ, ევროკავშირის დელეგაცია აქ იმ მიზნით ვიმყოფებით, რომ მეგზურობა გავუწიოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ეს საქართველოს უამრავ სარგებელს მოუტანს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს სტაბილურობას, ნიშნავს მშვიდობას, ნიშნავს კეთილდღეობას, ნიშნავს ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას. ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, მაგრამ ეს მოითხოვს ეროვნულ თანხმობას, ეს მოითხოვს ყველა ეროვნული ძალის ერთობლივად მუშაობას კომპრომისის სულისკვეთებით, ინკლუზიურობის სულისკვეთებით, კონსტრუქციულობის სულისკვეთებით. ასე რომ, მუშაობა მიმდინარეობს და ვნახავთ. გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე“, - აღნიშნა ელჩმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ელჩი ჰერჩინსკი: ვიოლა ფონ კრამონს თავისუფლად შეუძლია, ჩამოვიდეს საქართველოში - თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ სად მივიდეს

ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი არის ევროპარლამენტის ინდივიდუალური წევრი. მას თავისუფლად შეუძლია, ჩამოვიდეს აქ, საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკას, მარტში გამართული აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისვლასთან დაკავშირებით. „ის თავად იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ სად მიდის, რომელ ადგილებში. ასე რომ, კომენტარის სახით სათქმელი არაფერი მაქვს“, - განაცხადა ელჩმა მედიასთან IPN-ის ცნობით.  

ევროკავშირის ელჩი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე: ეს არის გამოწვევა, მაგრამ შესრულებადი

„ბუნებით ოპტიმისტი ვარ, ასე რომ, იმედი მაქვს, საქართველო წინ წავა და მას წლის ბოლოს მიანიჭებენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, რომელმაც უპასუხა შეკითხვას „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით. „მე, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ჩემს გუნდთან ერთად, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ, ვურჩიოთ, ჩამოვიყვანოთ ექსპერტები იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს მიღწიოს კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს, მაგრამ ეს დამოკიდებულია პროგრესზე, რომელიც მიღწეული იქნება ყველა პოლიტიკური ძალის მიერ და 27-ვე წევრი სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების დონეზე, რომლებიც მიმდინარე წლის დეკემბერში გამართავენ შეხვედრას და გადაწყვეტენ ერთხმად. რას ნიშნავს ერთხმად გადაწყვეტა - ეს ნიშნავს, რომ ყველა უნდა დაეთანხმოს. ასე რომ, ეს არის გამოწვევა, მაგრამ შესრულებადი და ჯერ კიდევ არის დრო იმის დასამტკიცებლად, რომ მიღწეულია საკმარისი პროგრესი 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ელჩმა IPN-ის ცნობით. იმედი მაქვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, მაგრამ ეს მოითხოვს ეროვნულ თანხმობას - ჰერჩინსკი „გაფართოების შესაბამისი ანგარიში მოსალოდნელია ოქტომბერში. ასე რომ, დარჩენილია ექვსი თვე, მაგრამ სამუშაო ვერსია ახლა არის – რეკომენდაცია გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინასა და მოლდოვასთან და კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის“,- წერდა რიკარდ იოზვიაკი 3 აპრილს. ევროკომისია მზადაა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს - მედია ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

პაველ ჰერჩინსკი: ვიმედოვნებთ, რამდენიმე წელიწადში სამხრეთ კავკასია ენერგიის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო გახდება ჩვენთვის

„ევროკავშირი მხარს უჭერს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელიც უზარმაზარი ინვესტიციაა და იმედია, მნიშვნელოვნად შეცვლის ელექტროენერგიის გამომუშავებას და ასევე ელექტროგადაცემას სამხრეთ კავკასიას და ევროკავშირს შორის,“ - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ოთხმხრივ შეხვედრაზე განაცხადა. „შავი ზღვის კაბელი არის ძალიან დიდი პროექტი, რომელიც აკავშირებს, ერთი მხრივ, საქართველოსა და აზერბაიჯანს, მეორე მხრივ, რუმინეთსა და უნგრეთს. ევროკავშირი მხარს უჭერს ამ პროექტს და მონაწილეობს მასში, როგორც დამკვირვებელი. ჩვენ ვსაუბრობთ უზარმაზარ ინვესტიციაზე, რომელიც, იმედია, მნიშვნელოვნად შეცვლის ელექტროენერგიის გამომუშავებას და ასევე ელექტროგადაცემას სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირს შორის. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ამ პროექტს და გვინდა, რომ ამ პროექტს ჰქონდეს რეგიონული მასშტაბი. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე წელიწადში სამხრეთ კავკასია გახდება ენერგიის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო ევროკავშირისთვის. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ უზარმაზარ პროექტზე, მაგრამ გვსურს, ეს რაც შეიძლება მალე განხორციელდეს“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ. თბილისში გამართული შეხვედრა, რომელშიც საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მთვარობათა მაღალი რანგის პირები მონაწილეობდენ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სააგენტოს დირექტორი ჯავიდ აბდულაევი და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ჯორჯ ნიკულესკო. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკა“-ს ხელშეწყობით განხორციელდება. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა. ამ ეტაპზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საკონსულტაციო კომპანია CESI-ს დახმარებით ახორციელებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. სამომავლოდ, პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება გარემოზე და სოციალურ ზემოქმედების შეფასებისა და შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევები. მათი მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. კომიტეტი განიხილავს CESI-ს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, რომელიც ასახავს მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში.

პრეზიდენტზეა დამოკიდებული, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას - ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტზეა დამოკიდებული, ს მისი კონსტიტუციური უფლებაა შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას. „ასე რომ, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. როგორც იცით, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ეხება მედიის თავისუფლებას, პროფესიონალიზმს, დამოუკიდებლობას. გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი პრინციპი, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება. ასე რომ, ჩვენ ყურადღებით ვუყურებთ ამ და სხვა საქმეებს. ჯერ კიდევ არის დრო, ვიდრე ევროკომისია გამოაქვეყნებს შეფასებას. ეს მოხსენება ოქტომბერში გამოქვეყნდება და უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ შემდეგ ნაბიჯებს, რომელიც ეხება საქართველოს ინტეგრაციის პროცესს მიმდინარე წლის დეკემბერში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთაა აქვს მისჯილი.  

გვინდა, გაფართოება, გვინდა, სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მივცეთ შესაძლებლობა, ჩვენს ოჯახს შემოუერთდნენ - ჰერჩინსკი

გვინდა გაფართოება, გვინდა მივცეთ სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, შესაძლებლობა, ამ ოჯახს შემოუერთდნენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ქართული კომპანიები არ უნდა გამოიყენონ სანქციების გვერდის ასავლელად - ჰერჩინსკი „ევროკავშირი არის 27 სუვერენული ქვეყნის ოჯახი. გვინდა გაფართოება, გვინდა მივცეთ სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, შესაძლებლობა, ამ ოჯახს შემოუერთდნენ. საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა იყოს ევროკავშირის ნაწილი. რა გადაწყვეტილების მიღებაც არ უნდა მოხდეს საქართველოს მხრიდან, ქართული პოლიტიკური ელიტის მხრიდან, ქართველი მოსახლეობის მხრიდან, ჩვენ პატივს ვცემთ მას. ვიცი, რომ ევროინტეგრაციასა და ევროკავშირში გაწევრიანებას ახლა მხარს უჭერს ქართველების 89 პროცენტი. ეს ნამდვილად ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მე ასევე მესმის და ვიცი, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციაშიცაა აღბეჭდილი. ჩვენ, ევროკავშირი, აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ და უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მთავრობას ყველა საჭირო მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ განახორციელოს ეს მიზანი, მაგრამ ეს სამუშაო ქართველების შესასრულებელია. იმედი გვაქვს, რომ პროცესი გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით. ეს იქნება ხანგრძლივი, რთული პროცესი. ეს არის პროცესი, რომლის გავლაც ყველა ქვეყანას მოუწია, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურდა, მაგრამ ყველაფერი ქართული პოლიტიკური ელიტების ხელშია და იმედი მაქვს, საკმარისი პროგრესის მიღწევა მოხდება რეფორმების კუთხით იმისთვის, რომ 27 წევრმა სახელმწიფომ გააგრძელოს შემდეგი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, რომელიც საქართველომ, შესაძლოა, მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღოს, მაგრამ კვლავ გავიმეორებ, რომ ის იქნება დაფუძნებული იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველო მიაღწევს რეფორმების გზაზე“, - აღნიშნა ელჩმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

საქართველო და ევროკავშირი, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, თანამშრომლობის გაღრმავების „ძლიერ ინტერესს“ აფიქსირებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა 30 მილიონიანი დახმარების პაკეტი იყო, რომელიც ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში დაამტკიცა. მისივე თანახმად, აღნიშნული დახმარების მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და იმ შესაძლებლობების განვითარებაა, რომლებიც ხელს შეუწყობს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას. „ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება გამიზნულია სამხედრო-საინჟინრო, მობილობის, მართვა და კონტროლის, კიბერთავდაცვისა და სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების გასაძლიერებლად. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დახმარება ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში 2021-2023 წლებში 62,75 მილიონ ევროს შეადგენს და მომავალ წლებშიც გაგრძელდება. ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად 30 მილიონ ევროს გამოყოფს უწყების ცნობით, შეხვედრაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის ელჩს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, მორიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა დინამიურია და უსაფრთხოების განზომილება ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა. „შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირისთვის საქართველო რეგიონში უმნიშვნელოვანეს და სანდო პარტნიორს წარმოადგენს და რომ ორივე მხრიდან არსებობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ძლიერი ინტერესი, მათ შორის სხვადასხვა ჰიბრიდული საფრთხეებისადმი მედეგობის გაზრდის მიზნით. ევროკავშირი აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერით. თავის მხრივ, საქართველო მზადაა, გააგრძელოს აქტიური ჩართულობა გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში წვლილის შეტანის გზით“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ევროკავშირის ელჩი: საქართველოს აქვს ისტორიული შანსი იმისთვის, რომ გახდეს ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მოპოვება კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. პაველ ჰერჩინსკიმ „ევროპის დღეების" ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებაზე მოსახლეობას ქართულ ენაზე მიმართა. „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. „ჩვენ "ევროპის დღეს" აღვნიშნავთ, ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება, ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ვუსურვებ საქართველოს წარმატებას ამ გზაზე“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.  

ევროკავშირის ელჩი პოლიტიკურ ლიდერებს მიმართვს: მოუსმინეთ მოსახლეობას, საჭიროა ბევრი კომპრომისი

ყველა პოლიტიკურ ლიდერს მოგმართავთ, გააკეთოთ პაუზა და მოუსმინოთ, თუ რის გაკეთებას გთხოვთ საქართველოს მოსახლეობა , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერ პოლიტიკურ ნებას და კრიტერიუმების შესრულების ურყევ ერთგულებას მოითხოვს, ამიტომ, საჭიროა ერთიანობა, შრომა და ბევრი კომპრომისი, რაც არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია. „დღეს ევროპის დღეს აღვნიშნავთ და ვიცით, რომ საქართველო არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც ამჟამად და ევროკავშირის არასოდეს არ ყოფილა ასე ფართოდ ღია საქართველოსთვის, როგორც ახლა. ჩვენ მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია გვაკავშირებს. ევროკავშირს საქართველოსთან ყოვლისმომცველი ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მოგზაურობენ. ევროკავშირი არის საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და საქართველოს გაწუელი ყოველწლიური ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა 100 მილიონ ევროს აღემატება. მაგრამ გასული წლის ივნისიდან ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავიდა. საქართველო ახლა ევროკავშირის გაფართოების პროცესში შესული ქვეყანაა, რომელმაც აიღო ვალდებულება, შეესაბამებოდეს ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს იმისთვის, რომ ევროკავშირის მომავალი წევრის ადგილი დაიმკვიდროს. ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერ პოლიტიკურ ნებას და წევრობის კრიტერიუმების შესრულების ურყევ ერთგულებას მოითხოვს. ამისთვის საჭიროა ერთიანობა, შრომა და ასევე ბევრი კომპრომისი. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ეს შესაძლებელია. ამ საოცარ დროს საქართველოსთვის, ეს ასევე უმნიშვნელოვანესია. ყველა პოლიტიკურ ლიდერს მოგმართავთ, გააკეთოთ პაუზა და მოუსმინოთ, თუ რის გაკეთებას გთხოვთ საქართველოს მოსახლეობა. საქართველომ ეს უნიკალური შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ IPN-ის ცნობით.  

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი ლევან დავითაშვილს შეხვდება

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდება. დემარშის განმარტება: რომელიმე სახელმწიფოზე, ან ხელისუფლების ორგანოზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით დიპლომატიური პროტესტი. შეხვედრა დღეს, 29 მაისს, 17:00 საათზე იუსტიციის სახლში გაიმართება. დემარში ხორციელდება ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს დემარშს გადასცემენ. პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით დემარში 27 თებერვალს გადასცა. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ირაკლი ღარიბაშვილი. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. 19 მაისს, რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა 20 მაისიდან, თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა ქართულმა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმაც" დაიწყო. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს  

ევროკავშირმა რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო, საქართველოს დემარში გამოუცხადა

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა. დემარშის განმარტება: რომელიმე სახელმწიფოზე, ან ხელისუფლების ორგანოზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით დიპლომატიური პროტესტი. შეხვედრა დღეს, 29 მაისს, 17:00 საათზე იუსტიციის სახლში დაიწყო.  დემარში განხორციელდა ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს დემარშს გადასცემენ. პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით დემარში 27 თებერვალს გადასცა. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ირაკლი ღარიბაშვილი. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. 19 მაისს, რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა 20 მაისიდან, თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა ქართულმა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმაც" დაიწყო. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი ლევან დავითაშვილს შეხვდება

ამ გადაწყვეტილებას სჭირდება თანხმობა საქართველოს მთავრობისგანაც - ჰერჩინსკი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

ამ გადაწყვეტილებას სჭირდება თანხმობა საქართველოს მთავრობისგანაც, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებისთვის დემარშის გადაცემის შემდეგ განაცხადა. რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი ლევან დავითაშვილს შეხვდება დემარშის განმარტება: რომელიმე სახელმწიფოზე, ან ხელისუფლების ორგანოზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით დიპლომატიური პროტესტი. "მართალია, რომ ეს ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, აღედგინა ფრენები საქართველოსთან, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ასევე სჭირდება თანხმობა საქართველოს მთავრობისგან. სწორედ ამიტომ, მე მითხრეს, რომ საქართველოს მთავრობას გადავცე წერილი, რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყანასთან არის შეთანხმებული, რომ ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რადგან ისინი დათანხმდნენ რომ აღედგინათ პირდაპირი ფრენები რუსეთთან", - განაცხადა  ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ირაკლი ღარიბაშვილი. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. 19 მაისს, რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა 20 მაისიდან, თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა ქართულმა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმაც" დაიწყო. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს  

საქართველოს ვიცე-პრემიერს გადავეცი ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისგან, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო - ჰერჩინსკი

საქართველოს ვიცე-პრემიერს გადავეცი ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისგან, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთიდან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი ლევან დავითაშვილს შეხვდება დემარშის განმარტება: რომელიმე სახელმწიფოზე, ან ხელისუფლების ორგანოზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით დიპლომატიური პროტესტი. „შეხვედრაზე თან მახლდა თბილისში მყოფი ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩი. ჩვენ გადავეცით, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, მიიღონ პირდაპირი ფრენები რუსეთიდან. ჩვენ გადავეცით, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 27-ვე წევრი ქვეყნის ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთში და რუსეთიდან, არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების მიერ ევროკავშირის საჰაერო სივრცის გადაკვეთა. ჩვენ ასევე გამოვთქვით შეშფოთება, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, იზოლაციაში მოვაქციოთ რუსეთი და ზეწოლა განვახორციელოთ მასზე, რათა შევცვალოთ რუსეთის ქცევა, როდესაც საქმე ეხება სასტიკ, აგრესიულ ომს, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე განაგრძობს უკრაინაში. მართალია, რომ ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება აღედგინა ფრენები საქართველოსთან, თუმცა ეს ასევე საჭიროებდა შეთანხმებას საქართველოს მთავრობის მხრიდან. სწორედ ამიტომ, მე დამავალეს გადამეცა გზავნილი, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისგან, რომ ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ირაკლი ღარიბაშვილი. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. 19 მაისს, რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა 20 მაისიდან, თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა ქართულმა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმაც" დაიწყო. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს  

ევროკავშირის ელჩი: ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული დრო იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მაქსიმალური პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით

ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მაქსიმალური პროგრესის მიღწევისთვის დრო ჯერ კიდევ არის. ევროკავშირის ელჩის შეფასებით, ახლა ევროკომისია მუშაობს გაფართოების ანგარიშის შემუშავებაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება მათ შორის იმ ინფორმაციაზე, რომელსაც მას საქართველოს ხელისუფლება აწვდის. „რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ შემიძლია განვმარტო პროცესი - ახლა ევროკომისია მუშაობს ე.წ. გაფართოების ანგარიშზე. ეს გაფართოების ანგარიში დაფუძნებულია ბევრ სხვადასხვა ინფორმაციაზე, მათ შორის, იმაზე, რომელიც მივიღეთ საქართველოს ხელისუფლებისგან. ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში, აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული დრო იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით და შემდეგ ყველაფერი დამოკიდებული იქნება 27 წევრ ქვეყანაზე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერების დონეზე, გადაწყვიტონ, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოსთან დაკავშირებით. თუ მეკითხებით ჩემს პირად მოსაზრებას, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ გადაწყვეტილება არის 27 წევრი ქვეყნის ხელში უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საქართველო ახლა 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპზეა, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.  

ელჩი პრემიერის გერმანიაში ვიზიტზე: უკიდურესად მნიშვნელოვანია დიალოგი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან იმდენად ინტენსიური იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია

საქართველოსთვის ახლა საკვანძო მომენტია. ქვეყანა არის გზაჯვარედინზე, როდესაც საკითხი ეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას, - ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვას. „როგორც ჩვენ ყველამ ვიცით, საქართველოსთვის ახლა საკვანძო მომენტია. ქვეყანა არის გზაჯვარედინზე, როდესაც საკითხი ეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის იმდენად ინტენსიური იყო, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ცალსახად, ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების კავშირს 27 წევრი ქვეყნის დედაქალაქებთან და ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლების ვიზიტს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი იმდენად ინტენსიური იყოს, რამდენადაც შესაძლებელია, იმისთვის, რათა უზრუნველყოთ, რომ 27 წევრი ქვეყანა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას წლის ბოლოს, რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

პაველ ჰერჩინსკი: მნიშვნელოვანია, რომ დარჩენილი დრო გამოყენებული იყოს 12 პრიორიტეტზე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მისაღწევად

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იქნას 12 პრიორიტეტზე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მისაღწევად, - ამის შეახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ აჭარაში ვიზიტისას განაცხადა. ელჩის თქმით, ამჟამად ევროკომისია ანგარიშის მოსამზადებლად მუშაობს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება. „როგორც იცით, ამჟამად ევროკომისია ანგარიშის მოსამზადებლად მუშაობს. ეს ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება, რომელშიც რეკომენდაციებიც იქნება მოცემული. შემდეგ კი, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს ლიდერი - პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები - წლის ბოლოს შეხვდებიან და გადაწყვეტენ, რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ელჩის პოზიციაა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. „რადგან მეკითხებით, ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იყოს 12 პრიორიტეტზე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მისაღწევად. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან კარგი ამბები მოდის“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ვიმედოვნებთ, დიდი პროგრესი იქნება ნაჩვენები 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით - ჰერჩინსკი

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შეძლებისდაგვარად დიდი პროგრესი იქნება ნაჩვენები 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ძალიან გვჭირდება, მხოლოდ კარგი ამბები მოდიოდეს საქართველოდან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „ჯერ კიდევ არის დრო, ვიდრე ევროკომისია საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების ანგარიშს გამოსცემს ოქტომბერში, 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებამდე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრემიერ-მინისტრების და პრეზიდენტების დონეზე. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შეძლებისდაგვარად დიდი პროგრესი იქნება ნაჩვენები 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ასევე, გულწრფელად რომ ვთქვათ, ძალიან გვჭირდება, მხოლოდ კარგი ამბები მოდიოდეს საქართველოდან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელშია და საბოლოო გადაწყვეტილება ეკუთვნის 27 წევრ ქვეყანას“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ჰერჩინსკი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე: ვენეციის კომისია ამბობს, რომ სწორია სისტემური მიდგომა, ჩვენც ანალოგიურად ვფიქრობთ

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ თავისი შეფასება გამოაქვეყნა. ვენეციის კომისიის თანახმად, ეს კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული, რადგან არსებობს სერიოზული რისკები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, ევროკომისია მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას. პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტს შორის ერთ-ერთი. ევროკავშირი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მხარს უჭერს როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე გავაუქმებთ ამ კანონს - კობახიძე „ჩვენ, როგორც ევროკომისია, მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. ვენეციის კომისია არის სტანდარტის დამდგენი, როდესაც საქმე ეხება ამგვარ კანონმდებლობას. ასე რომ, ჩვენ მოვუწოდებთ სისტემური მიდგომისკენ, სპეციალური კანონის მიღების ნაცვლად. დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტს შორის ერთ-ერთი. ეს არის პრიორიტეტი ნომერი ხუთი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს დეოლიგარქიზაციის საკითხში. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რა არის სწორი მიდგომა. ჩვენ ვთქვით, რა არის გასაკეთებელი და არა ის, როგორ უნდა გაკეთდეს. ეს იყო ქართველების გადაწყეტილება, წარმოედგინათ კანონპროექტი, ახლა ჩვენ ვიცით, რომ ვენეციის კომისიის მიხედვით, ეს არ არის სწორი მიდგომა. ვენეციის კომისია გამოდის სისტემური მიდგომის შეთავაზებით და ამიტომ ჩვენც ვგრძნობთ, რომ სისტემურ მიდგომა არის სწორი, რაც მოიცავს ბევრ რამეს. ეს ნიშნავს სასამართლოს სისტემის რეფორმას, ეს ნიშნავს მეტ ძალისხმევას კორუფციასთან ბრძოლაში, ეს ნიშნავს მეტ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. ეს ყველაფერი კი ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს, რაზეც მუშაობისთვის ჩვენ მოწადინებულები ვართ კოლეგებთან ერთად, რათა ამას მივაღწიოთ, თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი ძლიერი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შემდეგ, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო გასული წლის 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. დოკუმენტში დეოლიგარქიზაციაზეც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. გასული წლის 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.  

ევროკავშირი მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ სახალხო დამცველის აპარატს - ჰერჩინსკი

როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ სახალხო დამცველის აპარატს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „სახალხო დამცველის აპარატს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. მისი როლი გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ სახალხო დამცველის აპარატს. ეს აპარატი ასრულებს დიდ როლს, როდესაც საქმე ეხება იმას, რომ დავრწმუნდეთ, ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით კი, ყველაზე დაუცველი ჯგუფების უფლებები საქართველოში კარგად დაცულია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.  

ჰერჩინსკი: კონსტრუქციული სიახლეები გვჭირდება, უნდა გავაუმჯობესოთ საქართველოს აღქმა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში

ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, ძალიან გულწრფელი, ძალიან არსებითი დისკუსია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „მინდა დავადასტურო, რომ ორშაბათს საღამოს მე, ევროკავშირის სხვა ელჩებთან ერთად მიწვეული ვიყავი პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, ძალიან გულწრფელი, ძალიან არსებითი დისკუსია ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, მაგრამ რადგან ეს იყო დახურული შეხვედრა, მე თავს შევიკავებ დეტალებში შესვლისგან”, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა მედიასთან, „რედისონში“ უსაფრთხოების კონფერენციისას ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს მაღალი თანამდებობის ოფიციალურ პირებს შორის დიალოგი ინტენსიურად მიმდინარეობს. ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია ამ დიალოგის გაგრძელება. „შარშან, როდესაც ევროპულმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა მიენიჭებინათ, მათ ასევე შეათანხმეს 12 პრიორიტეტი, 12 საკითხი, სადაც საქართველომ უნდა გააძლიეროს რეფორმები. ეს სამუშაო პროცესია უკვე ბევრი რამ არის მიღწეული. მინდა, მივულოცო მთავრობას ბევრი რეფორმა, ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც უკვე მიღებულია, მაგრამ ზოგიერთი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დაუსრულებელია და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ პროგრესს დავინახავთ და ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მეტი პროგრესი იქნება მიღწეული 12 პრიორიტეტის განხორციელების კუთხით. ამავდროულად, ჩვენ ასევე გვჭირდება საქართველოდან მომავალი პოზიტიური, კონსტრუქციული სიახლეები, ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ საქართველოს აღქმა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ასევე, ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში, ეს არის ჩვენი საერთო მიზანი და ჩვენი მხრიდან ვეცდებით, ვითანამშრომლოთ საქართველოს ხელისუფლებასთან და მხარი დავუჭიროთ მთავრობას, რათა შეიქმნას ძალიან პოზიტიური ატმოსფერო, რომელიც დაეფუძნება 12 პრიორიტეტის განხორციელებას, ისევე, როგორც საქართველოს საერთო აღქმას“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. ცნობისათვის, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს 12 ივნისს შეხვდა.  

ელჩი დეოლიგარქიზაციაზე: საქართველოში უნდა შეიქმნას გარემო იმისთვის, რომ მდიდარ ადამიანებს არ მიეცეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის საშუალება

დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი, ეს არის მეხუთე პრიორიტეტი, ეს პრიორიტეტი შეთანხმებულია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ გასულ წელს უმაღლეს დონეზე, სახელმწიფოს მეთაურების და მთავრობის ხელმძღვანელების დონეზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ „ევროკავშირში ელოდებიან, რომ „საქართველო გადაწყვეტს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გადაჭარბებული გავლენის საკითხს“. „ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის პრობლემაა, განსაკუთრებით, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. ვენეციის კომისიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ მმართველი უმრავლესობის მიერ არჩეული მიდგომა, კერძოდ, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში, არ არის სწორი მიდგომა, არის ბევრი რისკი. სწორედ ამიტომ ველოდებით სისტემურ მიდგომას, როგორც ეს ვენეციის კომისიამ განაცხადა. სისტემური მიდგომა ნიშნავს ბევრ განსხვავებულ რამეს. ეს უნდა განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ეს ეხება ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას, პოლიტიკური კამპანიების დაფინანსებას, არჩევნების დაფინანსებას, მედიის თავისუფლებას, მართლმსაჯულების რეფორმას, უმაღლეს დონეზე კორუფციასთან ბრძოლას. ამდენად, მთლიანი გარემო უნდა შეიქმნას, რომ მდიდარ ადამიანებს არ ჰქონდეთ გავლენა საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ჩვენ აქ ვართ ევროკავშირი, რომ დაგეხმაროთ ჩვენი ექსპერტიზით, ექსპერტებით, რა გზასაც აირჩევს პოლიტიკური ელიტა საქართველოში“, – განაცხადა ელჩმა.  

ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პარტნიორს, განსაკუთრებით მათ, ვინც ევროკავშირის კანდიდატობისკენ ისწრაფვის, შეუერთდნენ ომის დასრულების ძალისხმევას

ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პარტნიორს, განსაკუთრებით მათ, ვინც ევროკავშირის კანდიდატობისკენ ისწრაფვის, შეუერთდნენ ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას ამ საშინელი ომის დასასრულებლად,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჰერჩინსკის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირი არავის არ სთხოვს „მხარის არჩევას", არამედ სთხოვს ყველას გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის მხარეს დადგომას. „დღეს, როდესაც შევიკრიბეთ ევროპაში უსაფრთხოების სფეროში არსებული ახალი გამოწვევების და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზის განსახილველად, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ ევროკავშირი სამშვიდობო პროექტია. ევროკავშირის არსებობის მანძილზე მის ტერიტორიაზე ომი აღარ ყოფილა. ამის მაგივრად, ევროკავშირი იყო მაგალითი წევრ ქვეყნებს შორის წარმატებული ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობისა. მაგრამ 2022 წლის 24 თებერვლიდან ევროპაში ომი დაბრუნდა. მსოფლიო შეძრა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა არაპროვოცირებულმა, გაუმართლებელმა და სულ უფრო სასტიკმა აგრესიულმა ომმა. ამ ომმა ასევე ხაზი გაუსვა ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძლიერი პოლიტიკის მნიშვნელობას. რუსეთის აგრესიის პირისპირ მოვახერხეთ ჩვენი ერთიანობის განმტკიცება უკრაინის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერის საშუალებით. ეს უკრაინის გამარჯვებამდე გაგრძელდება. უკრაინის მხარდაჭერა და მუშაობა მშვიდობის დასამყარებლად განუყოფელია. ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირი არავის არ სთხოვს „მხარეს არჩევას“. უბრალოდ ყველას ვთხოვთ გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის მხარეს დადგნენ. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პარტნიორს, განსაკუთრებით მათ, ვინც ევროკავშირის კანდიდატობისკენ ისწრაფვის, შეუერთდნენ ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას ამ საშინელი ომის დასასრულებლად. ევროკავშირმა იცის, რომ უკრაინის ომმა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები გაამძაფრა",- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. მან საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერაც გამოხატა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ საერთო ხედვას მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით. „აქვე მინდა კვლავ გამოვხატო ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით ამ საკითხში ჩვენი მუდმივი ჩართულობა. ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ საერთო ხედვას მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით. საქართველო რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთ უახლოეს და მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ამჟამად, როდესაც უსაფრთხოების კონტექსტი რადიკალურად შეიცვალა, ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ურყევ ერთგულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების კუთხით და ასევე, ხელი შეუწყოს მთელი რეგიონის სტაბილიზაციას. ამ მიზნით, ევროკავშირი საქართველოს მდგრადობის გასამყარებლად მხარდაჭერის გაძლიერებას განაგრძობს", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.  

როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი

როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ჩვენ უკიდურესად გვჭირდება საქართველოდან კარგი ამბების გაგება - პაველ ჰერჩინსკი „ვენეციის კომისიამ სხვა, სისტემური მიდგომის, რეკომენდაცია გასცა, რომელიც მთლიან გარემოცვას ეხება, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების ჩათვლით. და, რა თქმა უნდა, როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას. ვენეციის კომისია უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აწესებს და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ეს ასევე იქნება ის მიდგომა, რომელსაც საქართველოს პოლიტიკური ელიტა აირჩევს, რათა მეხუთე, დეოლიგარქიზაციის შესახებ პრიორიტეტი, შეასრულონ“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

პაველ ჰერჩინსკი რეკომენდაციებზე: რაც შეეხება მედიის თავისუფლებას და დეოლიგარქიზაციას, ჯერ კიდევ გვჭირდება დაჩქარება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკომისიის თანახმად, 12 რეკომენდაციიდან 3 სრულად არის შესრულებული, 2 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება მედიის თავისუფლებას და დეოლიგარქიზაციას, ჯერ კიდევ საჭიროა დაჩქარება. „12 პრიორიტეტთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, რამდენიმე კვირის წინ ევროკომისიამ წარადგინა ე.წ. ზეპირი მოხსენება. ევროკომისიის თანახმად, 12 რეკომენდაციიდან 3 სრულად არის შესრულებული, 2 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება მედიის თავისუფლებას და დეოლიგარქიზაციას, ჯერ კიდევ გვჭირდება დაჩქარება. დანარჩენ 7 რეკომენდაციასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პროგრესი, მაგრამ ჩვენ შემდგომ პროგრესს ველით. ამდენად, როგორც ხედავთ, სურათი სხვადასხვაგვარია, რაც ჩემი აზრით, უფრო პოზიტიურია. ჯერ კიდევ არის დრო, ვიდრე ევროკომისია გაავრცელებს გაფართოების ანგარიშს ოქტომბერში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით იმ გადაწყვეტილებას, რასაც ევროკავშირის 27 წევრი მიიღებს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების დონეზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით მომდევნო ნაბიჯებზე. ამ გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელია დეკემბერში და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რაც კანდიდატის სტატუსს გულისხმობს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ხელშია,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. გასული წლის 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს. ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.

პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ ვცდილობთ რუსეთის იზოლირებას და ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან, მიჰყვნენ იმავე მიდგომას

„ჩვენ კოლექტიურად გადავწყვიტეთ, აგვეკრძალა და შეგვეზღუდა ჩვენი კონტაქტი რუსეთთან. ჩვენ გვსურს რუსეთის იზოლირება და მასზე ზეწოლის განხორციელება, გვსურს, რომ რუსეთმა ზღოს აღმაშფოთებელი ქცევისთვის უკრაინაში. ყოველდღიურად ვხედავთ, რა დანაშაულები და სისასტიკე ჩაიდინა, ამას ისე ვერ დავტოვებთ“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, როგორც შეგვიძლია, ვცდილობთ ზეწოლის მოხდენას და რუსეთის იზოლირებას. ჩვენი თვალსაზრისით, ეს არის ერთადერთი გზა, რათა უზრუნველყოთ, რომ ეს საშინელი ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე და ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან, განსაკუთრებით კი იმ პარტნიორებისგან, რომელთაც ევროკავშირის წევრობა სურთ, მიჰყვნენ იმავე მიდგომას,“ – განაცხადა ჰერჩნინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

ევროკავშირის ელჩი: გვსურს, საქართველოში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, დისკუსია გაიმართოს

გვსურს, საქართველოში გაიმართოს დისკუსია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და გამოიძებნოს საუკეთესო გამოსავალი ძალიან პროფესიონალური დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „არ არსებობს ოქროს სტანდარტი, როდესაც საქმე ეხება სასამართლო სისტემას, ევროკავშირშიც მიმდინარეობს დისკუსია კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ. გვსურს, რომ ეს დისკუსია საქართველოშიც გაიმართოს და საუკეთესო გამოსავალი მოიძებნოს ძალიან პროფესიონალური დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისთვის და როგორიც არ უნდა იყოს იდეები, მისი განხილვა უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან, ვენეციის კომისიასთან და „ოდირთან“ ერთად და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო იპოვის საუკეთესო გზას წინსვლისთვის, როდესაც საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან, ძალიან დახვეწილ და ძალიან რთულ საკითხს, რომელიც არის სათანადო სასამართლო სისტემა“, - აღნიშნა ელჩმა IPN-ის ცნობით. ცნობისთვის, სასამართლო რეფორმის საკითხზე დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მედიასთან ისაუბრეს. „რჩება სამი რეკომენდაცია: ერთი ეხება სასამართლო რეფორმებს (უფრო ფართო რეფორმას), ამაზე ჩვენ ვითხოვთ კონკრეტიკას, არ ვიცით, ამაში რა იგულისხმება, ჯერჯერობით, არ უთქვამთ არც ევროკავშირიდან, რას გულისხმობენ უფრო ფართო სასამართლო რეფორმაში. როგორც კი გვექნება კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, მაშინვე დაიწყება მსჯელობა. სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით, რა იგულისხმებოდა მასში კონკრეტულად,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 25 ივლისს.  

ელჩი ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდება. კითხვას, აქვს თუ არა საქართველოს შანსი, გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის, ჰერჩინსკიმ უპასუხა, რომ ამისთვის თავის გუნდთან ერთად დაუღალავად მუშაობს. „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება. სწორედ ამიტომ ვარ აქ და გუნდთან ერთად დაუღალავად ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ მთავრობას რეფორმების განხორციელებაში, თუმცა ჩვენ ასევე ვსაუბრობთ მომავალ მთავრობაზე და, შესაძლოა, მის მომდევნოზეც. ასე რომ, ჩვენ, როგორც ევროკავშირი, აქ ვართ, რათა დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ, მხარი დავუჭიროთ რამდენადაც შეგვიძლია, თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია თავად ქართველებზე. საჭიროა, ყველამ ერთად იმუშაოთ. ჩვენ გვჭირდება, ქვეყანა იყოს მზად, შესაბამისობაში, რომ მიიღოს მომავალი წევრობის ყველა სარგებელი. მეორე მხრივ, თქვენ გჭირდებათ, რომ 27 წევრი სახელმწიფო იყოს მზად, მიიღონ ახალი წევრები, რაც ასევე ძალიან რთულია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე სახელმწიფოზე „აღმოსავლეთ პარტნიორობიდან“, კერძოდ, უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე, ასევე, ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებზე დასავლეთ ბალკანეთიდან, რომლებმაც ეს პროცესი ბევრად ადრე, 20 წლის წინ დაიწყეს. ამგვარად, ჩვენ ვსაუბრობთ დიდ გაფართოებაზე, რაც ასევე გამოწვევაა თავად ევროკავშირისთვის. სწორედ ამიტომ შარლ მიშელის მიერ წარმოთქმული სიტყვა იყო ასეთი მნიშვნელოვანი. ის დასაწყისს აძლევს დისკუსიას არამხოლოდ კანდიდატი სახელმწიფოების მზადყოფნის შესახებ, არამედ, ასევე გაფართოებისთვის ამჟამინდელი წევრების მომზადების შესახებ. პირველად, ჩვენ გვაქვს თარიღის შეთავაზება – 2030 წელი, დღეიდან შვიდ წელიწადში. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება და მე მაქვს გადაჯვარედინებული თითები საქართველოსთვის,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. ჰერჩინსკიმ განმარტა, რომ შარლ მიშელი გულისხმობდა, რომ 27 წევრ ქვეყანას სჭირდება მზადყოფნა გაფართოებისთვის. „ჩემი აზრით, ეს მართლაც მნიშვნელოვანი გამოსვლაა. ეს არის ხედვა და პირველად გვაქვს თარიღის შეთავაზება. 2030 წელი არის შვიდწლიანი დრო, რომელიც, წინა ევროპული სტანდარტებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფია. ეს არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წინადადება, რომ განხილვა დაიწყება. ვფიქრობ, ეს ძალიან ამბიციური მიზანია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ საქართველო გარკვეულ ცვლილებებს მიაღწევს, იქნება სრული თანხმობა ამჟამინდელი 27 წევრი სახელმწიფოს მხრიდანაც. ამ გამოსვლაში შარლ მიშელი გულისხმობდა იმას, რომ 27 წევრ ქვეყანას სჭირდება მზადყოფნა გაფართოებისთვის. ამიტომ ძალიან კარგია, რომ დისკუსია იწყება და ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად უნდა ვიყოთ გადაწყვეტილების მისაღებად. ასე რომ, ეს არ არის დავალება მხოლოდ კანდიდატი ქვეყნებისთვის, ასევე, საქართველოსთვის, ეს არის ჩვენი შიდა დავალებაც ევროკავშირის წევრებისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ 2030 წელს, დაახლოებით ამ თარიღისთვის, ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს გაფართოების კიდევ ერთი ტალღა,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად.  

პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ განსაკუთრებით მოველით პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ყველა პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროკავშირი განსაკუთრებით მოელის პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. „ივნისის ბოლოს მოხდა ზეპირი განახლება და როგორც იცით, ევროკომისიამ შეაფასა, რომ 12 პრიორიტეტიდან 3 სრულად იყო შესრულებული. ივნისის ბოლოდან რამდენიმე თვეა გასული. პროგრესი არის და შეფასება მოხდება ერთ თვეში. ველოდებით გაფართოების ანგარიშს. აშკარაა, რომ პროგრესი მიღწეულია ზოგიერთ პრიორიტეტთან დაკავშირებით, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ იყო შესრულებული. რამდენიმე კვირა კიდევ დარჩენილია და ვიმედოვნებთ, რომ ყველა ჩაერთვება, მუშაობა გაძლიერდება და გაფართოების ანგარიშის წარდგენამდე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მიღწევა მოხდება. ყველა პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც თქვენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან, ჯოზეფ ბორელისგან მოისმინეთ, ჩვენ განსაკუთრებით მოველით პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და ზოგადად, რაც შეიძლება მეტ პროგრესს ყველა ფრონტზე. ჯერ კიდევ არის რამდენიმე კვირა დარჩენილი გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებამდე, რომელსაც, დაახლოებით, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის უნდა ველოდოთ და შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს, რომლებიც დეკემბრის ბოლოს გამართავენ შეხვედრას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების დონეზე და გადაწყვეტილებას ერთხმად მიიღებენ," - განაცხადა ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

პაველ ჰერჩინსკი: იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს საქართველოს გახდეს ძლიერი, სტაბილური ქვეყანა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს საქართველოს გახდეს ძლიერი, სტაბილური ქვეყანა. კითხვას, განიხილეს თუ არა იმპიჩმენტის თემა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზე, ელჩმა უპასუხა, რომ შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია იყო.“ „მე, როგორც უცხოელი დიპლომატი, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, რადგან არ მსურს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. ის, თუ რა გვსურს საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს სტაბილური, ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით. ასე რომ, იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს საქართველოს გახდეს ძლიერი, სტაბილური ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.  

ევროკავშირის ელჩი ნათია თურნავასთან შეხვედრაზე: ჩემი მხრიდან ხაზი გაესვა სებ-ის, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი, პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობის საჭიროებას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ეროვნული ბანკის ცნობით, საუბარი შეეხო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში შეტანილ ცვლილებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილების განხორციელების მიზანი საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის სრულყოფა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამის განახლების აუცილებლობას. „ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის ელჩთან. დეტალურად ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ რეგულაციაზე. დავაფიქსირეთ, რომ განხორციელებული ცვლილება ემსახურება სანქციების უნაკლო და საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სანქციების შესრულების ერთგული რჩება. რასაკვირველია, ელჩს კითხვები ქონდა ამ გადაწყვეტილებაზე, რაზეც ჩვენი მხრიდან დეტალური განმარტება მიიღო. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე, იმაზე თუ რა გამოწვევები არსებობს ამ ეტაპზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანმშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა სებ-ის როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობას. „საქართველოს ეროვნულ ბანკთან მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებთ. ვისაუბრეთ ეროვნულ ბანკში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებზე. ჩემი მხრიდან ხაზი გაესვა სებ-ის როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობის საჭიროებას. რასაკვირველია, განსაკუთრებით აღვნიშნეთ ევროკავშირის დახმარების მიმღები ყველა ქვეყნისთვის, მაკროეკონომიური სტაბილურობის აუცილებლობა. განსაკუთრებით ახლა, როცა ერთი თვის შემდეგ ევროკომისია საქართველოს შესახებ გაფართოების პირველ ანგარიშს გამოაქვეყნებს. 12 პრიორიტეტიდან მეორე პრიორიტეტში კონკრეტულად საუბარია ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სსფ-ის პროგრამა განახლდება, რაც ჩვენ დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებასა და საქართველოს პირდაპირ მხარდაჭერაში," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის ცნობით. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.

პაპუაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ევროკავშირის ელჩის განცხადებას უადგილო უწოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ხელს არ უწყობს. პაპუაშვილის თქმით, ეს განცხადება უადგილოა, „იმიტომ, რომ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციას და კანონის უზენაესობას და როცა ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, აქ, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უზენაესი კანონი ანუ კონსტიტუცია იგულისხმება.“ „თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ევროპული ღირებულებები, სწორედ ვგულისხმობთ იმას, რომ სწორედ კანონის უზენაესობა არის ჩვენთვის საერთო და აქ არ არსებობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი ქვეყნები - ქვეყნები, სადაც კანონის უზენაესობას და კონსტიტუციას აქვს მნიშვნელობა და ქვეყნები, სადაც შეიძლება კონსტიტუცია იყოს მეორეხარისხოვანი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ზუსტად ის ევროპული მიდგომა, რომელსაც „ქართული ოცნება“ იჩენს, რომ ამ საკითხს ჩვენ არა პოლიტიკური კინკლაობით და დებატით ვწყვეტთ, არამედ სასამართლოს მივმართავთ. ამისთვის გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლო სხვა რამისთვის ხომ არა, რომ საკონსტიტუციო საკითხებზე თავისი კომპეტენტური აზრი წარმოადგინოს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. მისი შეფასებით, „ასეთი ტიპის განცხადებები ხელს უწყობს ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს, რომ ის გაჯიუტდეს კონსტიტუციის დარღვევაში და პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს.“ „ამიტომ განსაკუთრებით უცხოელ აქტორებს მოვუწოდებ, პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობას, ეს პროცესი, ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ცივილიზებულად, ევროპულად მიდის სასამართლოში. ეს არის ევროპა! ჩვენ ასე გვესმის ევროპა! თუ ევროპა არის სხვა რამე, მაშინ გვითხარით, რომ ევროპა გულისხმობს, რომ კონსტიტუციის დარღვევა უნდა ავიტანოთ, კანონის უზენაესობას პატივი არ უნდა ვცეთ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. პრეზიდენტის იმპიჩმენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა დასრულდა შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.

ჰერჩინსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე: მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ცნობები ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ, რა თქმა უნდა, ­უკიდურესად შემაშფოთებელია, ეს იქნება რუსეთის მიერ 2008 წლის 6-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების აშკარა დარღვევა. მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „ნება მომეცით, გავიმეორო ევროკავშირის პოზიცია: ჩვენს მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ცნობები ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელია, ეს იქნება რუსეთის მიერ 2008 წლის 6-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების აშკარა დარღვევა, ცხადია, მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა,“ - აღნიშნა ელჩმა. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება  

პაველ ჰერჩინსკი: ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ევროკავშირი მკაფიდ უჭერს მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. „ახალი კანონზე ჩვენ ვნახეთ ომბუდსმენის პოზიცია, რომელმაც გამოხატა საკუთარი მოსაზრება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. რისი თქმაც მე შემიძლია, არის ის, რომ, როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ვისკენაც არ უნდა იყოს მიმართული, ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ სადავო კანონპროექტი დაამტკიცა. სამოქალაქო აქტივისტებმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები, პარლამენტთან კარვების გაშლით გააპროტესტეს რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი ომბუდსმენი: სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა  

ევროკავშირის ელჩი ადასტურებს, რომ გაფართოების პირველი ანგარიში 8 ნოემბერს გამოქვეყნდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ აშკარად გადამწყვეტი კვირები მოდის საქართველოსთვის, 8 ნოემბერს გაფართოების პირველი ანგარიში გამოქვეყნდება და მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბრის შუა რიცხვებში, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შესახებ. ელჩი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ძალიან დიდი სურვილია, ევროკავშირს დაუახლოვდეს. „8 ნოემბერს, ყველანი ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, ეს მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებული ანგარიში იქნება, რომელიც აჩვენებს იმას, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი პროგრესი. ეს ანგარიში იქნება რეკომენდაცია ევროკავშირისთვის, ხოლო 14 და 15 დეკემბერს გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო მიიღებს. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ძალიან დიდი სურვილია, რომ ევროკავშირს დაუახლოვდეს, ამაზე მთავრობაც და ოპოზიციაც თანხმდება. დაველოდოთ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ყოველი დღე მნიშვნელოვანია და დრო არ უნდა დაიკარგოს,“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. პაველ ჰერჩინსკი დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. ელჩის თქმით, პრეზიდენტი გეგმავს, იყოს აქტიური საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერის თვალსაზრისით. მისი თქმით, საჭიროა, ყველამ გულდასმით იმუშაოს, რათა დაარწმუნონ ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო, რომ საქართველომ საკმარისი პროგრესი განიცადა კანდიდატის სტატუსი მისაღებად. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

ევროკავშირის ელჩი: ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ წელიწადნახევარში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა „წელიწად ნახევარში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა.“ ჰერჩინსკიმ დაასახელა ის მიმართულებები, სადაც ნაბიჯები კვლავ გადასადგმელია, მათ შორის დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია. „ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით, მაგრამ წელიწად ნახევარში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. მაგალითად, პოლარიზაციას თუ შევხედავთ, ის ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში. დეოლიგარქიზაციის მხრივაც, ჯერ მხოლოდ სამომავლო ნაბიჯები არსებობს. ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ბევრ პოზიტიურ განვითარებას ჰქონდა ადგილი. მათ შორის „მაუწყებლის შესახებ“ კანონზე მუშაობა, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოებასთან გაფორმდა. ასევე, მიხარია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ იყო წარმატებული,“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

პაველ ჰერჩინსკი: ვისაც მე შევხვდი, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ოპოზიციური ძალებიდან, არავის არ განუცხადებია, რომ მხარს არ უჭერს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას

არავის, ვისაც კი შევხვდი არ განუცხადებია, რომ მხარს არ უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ყველას, ვისაც კი მე ვესაუბრე, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ყველა ოპოზიციური პარტიიდან, ყველა ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. რაც შეეხება უშუალოდ 12 რეკომენდაციის შესრულებას, ელჩის შეფასებით, წელიწადნახევარში მეტის გაკეთება შეიძლებოდა. „როგორც ევროკავშირის ელჩი თბილისში, მე შევხვდი ყველა დაინტერესებულ მხარეს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, აკადემიურ წრეებს, მეცნიერებს. არავის, ვისაც კი შევხვდი არ განუცხადებია, რომ მხარს არ უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ყველას, ვისაც კი მე ვესაუბრე, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ყველა ოპოზიციური პარტიიდან, ყველა ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით, მაგრამ წელიწად ნახევარში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. მაგალითად, პოლარიზაციას თუ შევხედავთ, ის ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში. დეოლიგარქიზაციის მხრივაც, ჯერ მხოლოდ სამომავლო ნაბიჯები არსებობს. ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ბევრ პოზიტიურ განვითარებას ჰქონდა ადგილი. მათ შორის "მაუწყებლის შესახებ" კანონზე მუშაობა, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოებასთან გაფორმდა. ასევე, მიხარია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ იყო წარმატებული“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.  

ევროკავშირის ელჩი: ახლა ერთიანობის და ერთი მიმართულებით, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის დროა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ახლა ერთიანობის და ერთი მიმართულებით, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის დროა. მისი თქმით, პრეზიდენტი გეგმავს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად ძალიან აქტიური იყოს. „ევროკავშირის თვალსაზრისით, ეს არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ჩვენ გვჭირდება, რომ ბევრი ვიშრომოთ, რათა დავარწმუნოთ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარის პროგრესს მიაღწია“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ. ევროკავშირის ელჩმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შესახებაც. „მიხარია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ბრიუსელში იმყოფება და „გლობალური კარიბჭის“ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. მან, ასევე, რამდენიმე შეხვედრა გამართა დაინტერესებულ მხარეებთან. ჩვენს წინაშე ინტენსიური დღის წესრიგია და ახლა ერთიანობის და ერთი მიმართულებით, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის დროა,“ - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.  

პაველ ჰერჩინსკი: იმედი მაქვს, რეკომენდაციები დადებითი იქნება და ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები დადებითი იქნება. „მსურს გითხრათ, თუ რა არის შედეგი, მაგრამ სამწუხაროდ, მე ეს არ შემიძლია. არა იმიტომ, რომ არ მინდა, უბრალოდ, არ ვიცი. ამ წუთებში, ბრიუსელში ჩემი უფროსები მუშაობენ საქართველოსთვის გაფართოების პირველი ანგარიშის დასასრულებლად, რომელიც წევრი სახელმწიფოებისთვის რეკომენდაციებს მოიცავს. იმედი მაქვს, რომ ეს რეკომენდაციები დადებითი იქნება და ევროკომისია, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინსვლისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს. სამწუხაროდ, ჩვენ 8 ნოემბერს უნდა დაველოდოთ. გაფართოების ანგარიში საქართველოსთვის და სხვა ცხრა სახელმწიფოსთვის საჯარო იქნება და იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი პოზიტიური მიმართულებით წარიმართება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ. ასევე წაიკითხეთ: რობინ დანიგანი გერტ იან კოპმანს ბრიუსელში შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე: აშშ და ევროკავშირი ერთად დგანან შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს გამოქვეყნდა აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. მასში ასევე ხაზგასმულია, რომ ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება. აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. „ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. ვადასტურებთ ჩვენს საერთო ვალდებულებას დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისადმი, ჩვენს მხარდაჭერას რეგიონის ევროკავშირის პერსპექტივისადმი. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება,“ – ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე: აშშ და ევროკავშირი ერთად დგანან ამასთან, ევროპული საბჭოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში წერია, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ გზაზე რეფორმების ძალისხმევას. „ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან და საქართველოსთან მჭიდროდ მუშაობას და ევროპულ გზაზე მათი რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას,” - ნათქვამია დასკვნით განცხადებაში, რომელიც 27 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

ელჩი ჰერჩინსკი: სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება ის მთავარი პრინციპებია, რომლებზეც ევროკავშირია აგებული

ევროკავშირის ელჩი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირი შესაბამის ინსტიტუტებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. ელჩი აღნიშნავს, რომ სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება ის მთავარი პრინციპებია, რომლებზეც ევროკავშირია აგებული. „ჩვენ გვაქვს დირექტივა, „აუდიოვიზუალური სერვისების დირექტივა“, რომელიც სტანდარტებს ადგენს. ყველა ჩვენს წევრ სახელმწიფოს მოეთხოვება, რომ ჰქონდეს ისეთი ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც აღნიშნულ სტანდარტებს ეხმიანება და საქართველოსაც, რომელიც არის კანდიდატი ქვეყანა, მოეთხოვება ამ სტანდარტების დაცვა. განსაკუთრებით ორი ძირითადი საკითხია აბსოლუტურად აუცილებელი. ეს არის არასრულწლოვანთა დაცვის საკითხი და სიძულვილის ენა. მოქმედი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში გავიდა, აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს. ამასთან, კანონპროექტში არის სხვა ელემენტებიც, მათ შორის, უხამსობის შესახებ. ჩვენი გადმოსახედიდან, ამ ყველაფრის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ შესაბამის ორგანოებთან. რაც აბსოლუტურად აუცილებელია, არის ეროვნული მარეგულირებლის დამოუკიდებლობა. ეს არის კომუნიკაციების კომისია. ეს ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს. ის სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ ამის განსახორციელებლად,“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ასევე გაეცანით: ევროკავშირის წარმომადგენლობა: ევროკომისია გააგრძელებს მაუწყებლობის შესახებ კანონის აღსრულების მჭიდრო მონიტორინგს - „უხამსობის“ ცნება დირექტივის ნაწილი არ არის  

ევროკავშირის ელჩი: კომუნიკაციების კომისია უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი

ევროკავშირის ელჩი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე საუბრობს და აცხადებს, რომ რაც აბსოლუტურად აუცილებელია, ეს არის ეროვნული მარეგულირებლის დამოუკიდებლობა. „ჩვენ გვაქვს დირექტივა, „აუდიოვიზუალური სერვისების დირექტივა“, რომელიც სტანდარტებს ადგენს. ყველა ჩვენს წევრ სახელმწიფოს მოეთხოვება, რომ ჰქონდეს ისეთი ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც აღნიშნულ სტანდარტებს ეხმიანება და საქართველოსაც, რომელიც არის კანდიდატი ქვეყანა, მოეთხოვება ამ სტანდარტების დაცვა. განსაკუთრებით ორი ძირითადი საკითხია აბსოლუტურად აუცილებელი. ეს არის არასრულწლოვანთა დაცვის საკითხი და სიძულვილის ენა. მოქმედი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში გავიდა, აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს. ამასთან, კანონპროექტში არის სხვა ელემენტებიც, მათ შორის, უხამსობის შესახებ. ჩვენი გადმოსახედიდან, ამ ყველაფრის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ შესაბამის ორგანოებთან. რაც აბსოლუტურად აუცილებელია, არის ეროვნული მარეგულირებლის დამოუკიდებლობა. ეს არის კომუნიკაციების კომისია. ეს ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს. ის სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ ამის განსახორციელებლად,“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ასევე გაეცანით: ევროკავშირის წარმომადგენლობა: ევროკომისია გააგრძელებს მაუწყებლობის შესახებ კანონის აღსრულების მჭიდრო მონიტორინგს - „უხამსობის“ ცნება დირექტივის ნაწილი არ არის  

ევროკავშირის ელჩი: რიკოთის მაგისტრალის განვითარება პირდაპირი წვლილის შემტანია ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების რელიზაციაში, რაც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირის სტრატეგიაა, ბიძგი მისცეს გონივრულ, სუფთა და უსაფრთხო ბმულებს ციფრულ ენერგეტიკასა და სატრანსპორტო სექტორში, საქართველოში კი, აღნიშნული სტრატეგია ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების მეშვეობით ხორციელდება. ელჩის თქმით, რიკოთის მაგისტრალის განვითარება პირდაპირი წვლილის შემტანია ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების რელიზაციაში, რაც აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. „ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის, ევროკავშირთან საქართველოს სატრანსპორტო დაკავშირებადობის მოწმეები ვართ. ეს ხდება იმ კონტექსტში, რასაც ჰქვია ევროპის პირველი „გლობალური კარიბჭის ფორუმი“, რომელიც ბრიუსელში გაიმართა და სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა, ისევე როგორც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც მიმდინარე კვირას გაიმართა. „გლობალური კარიბჭე“ გახლავთ ევროკავშირის სტრატეგია, რომ დაუკავშირდეს სხვადასხვა ნაწილს ევროკავშირში, ევროპული სტრატეგია, რომ ბიძგი მისცეს გონივრულ, სუფთა და უსაფრთხო ბმულებს ციფრულ ენერგეტიკაში და სატრანსპორტო სექტორში და გააძლიეროს ჯანმრთელობის, განათლებისა და კვლევის სისტემები მსოფლიო მასშტაბით. გვიყვარს ამის თქმა - ძლიერები ვართ ერთად მდგრადი განვითარების მეშვეობით. საქართველოში აღნიშნული სტრატეგია ხორციელდება ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების მეშვეობით მისი საფლაგმანო პროექტების გათვალისწინებით, რომელიც მიბმულია საერთაშორისო დაკავშირებადობასთან. აქ შედის აღნიშნული ჩქაროსნული მაგისტრალი აღმოსავლეთ-დასავლეთის. ეს მაგისტრალი გახლავთ გაფართოებული ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელისა, რომელიც გვაძლევს რეგიონული ინტეგრაციის შესაძლებლობებს გაზრდილი დაკავშირებადობის მეშვეობით. როგორც ბატონი პრემიერის მიერ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დროს იყო აღნიშნული, საქართველო მიისწრაფვის, რომ გახდეს სატრანზიტო ჰაბი და აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მარშრუტების ცენტრი. აღნიშნული ინვესტიცია ძირითადად ასევე შევსებულია ევროკავშირის გრანტებით, რომელიც ეძღვნება საგზაო უსაფრთხოების ზომებს და სერიოზულად შეიტანს წვლილს რეგიონული ინტეგრაციის გაუმჯობესებაში. ამავე დროს, შეარბილებს რისკებს, რომლებიც ასოცირებულია საგზაო მოძრაობასთან. მადლიერნი ვართ ევროპული საინვესტიციო ბანკის, რომელიც აღნიშნულ ინვესტიციებს აფინანსებს. აღნიშნული მაგისტრალის განვითარება პირდაპირ წვლილის შემტანია ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმების რეალიზებაში. ის აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. მინდა, გავიმეორო ციტატა, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „გლობალური კარიბჭის ფორუმზე“ თქვა. მან ევროპელი პოეტის, გოეთეს ციტირება მოახდინა - „ვინც არ მიდის წინ, მიდის უკან“. მოდით, ერთად ვიაროთ წინ, რათა საქართველო ევროკავშირთან დავაკავშიროთ,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის ელჩი: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი, ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს

ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველო გახდება ბლოკის შემადგენლობის ნაწილი და შესაბამისად, ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციაზე „მსჯავრდადებულთა და პრობაციონერთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოში ევროკავშირის მისია 2004 წლიდან დაიწყო და წლების განმავლობაში, საქართველოსთვის დაახლოებით 60 მილიონი ევრო იქნა განსაზღვრული. „დღევანდელი კონფერენცია ფანტასტიკური შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ნათელი მოვფინოთ იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულია საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით. ჩემთვის სასიხარულოა ევროკავშირის წარმომადგენლობის ნახვა, უამრავი ქვეყნის წარმომადგენლობა ესწრება ჩვენს კონფერენციას და ჩემთვის ეს სასიხარულოა, ვინაიდან ეს არის ფანტასტიკური შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ ინფორმაცია და შესაძლებლობებზე ვისაუბროთ. საქართველოში უამრავი რეფორმა განხორციელდა. შემდეგ წლებში ეს ძალისხმევა კვლავაც უნდა გაძლიერდეს იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურა, შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო ევროპის პერსპექტივის გაძლიერებისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს,რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი და შესაბამისად, ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს. რაც შეეხება ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, ჩვენ ვაკვირდებით, თუ რა რეფორმები ხორციელდება ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში სასჯელ აღსრულების მიმართულებით. ჩვენი მისია 2004 წლიდან დაიწყო, ამას საფუძველი ჩაეყარა და წლების განმავლობაში დაახლოებით 60 მილიონი ევრო იქნა განსაზღვრული საქართველოსთვის, ასევე 25 მილიონი ევრო - ეს უკვე ეხება ტექნიკურ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებით. ეს არის ფინანსური და ტექნიკური დახმარება. ძალიან დიდი წილი ამ დახმარებისა ზუსტად პრობაციის, სასჯელაღსრულების სისტემების განვითარებას და გაძლიერებას ეხება. ამ ხნის განმავლობაში, ამ პარტნიორობის მსვლელობისას საქართველომ არაერთხელ აჩვენა პროგრესი, არაერთხელ აჩვენა სურვილი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პროგრესი, მართლმსაჯულების სისტემის დახვეწა, ასევე პრობაციის სისტემის დახვეწა, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური სერვისების არსებობა როგორც პრობაციაში, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ეს არის საძირკველი, ეს არის საკვანძო პრაქტიკა რესოციალიზაციის, რეაბილიტიზაციისა და სასჯელის ღირსეულ პირობებში მოხდის მიმართულებით,“ - განაცხადა ჰერჩინსკიმ.  

პაველ ჰერჩინსკი: ვიმედოვნებ, პრობაციის სისტემა კვლავაც განვითარდება, რათა ევროკავშირის სტანდარტები სრულფასოვნად დაინერგოს

ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ პრობაციის სისტემა კვლავაც განვითარდება, რათა ევროკავშირის სტანდარტები სრულფასოვნად დაინერგოს ამის შესახებ პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციაზე „მსჯავრდადებულთა და პრობაციონერთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ელჩის თქმით, საქართველოში ევროკავშირის მისია 2004 წლიდან დაიწყო და წლების განმავლობაში, საქართველოსთვის დაახლოებით, 60 მილიონი ევროა განსაზღვრული. საქართველოში უამრავი რეფორმა განხორციელდა. შემდეგ წლებში ეს ძალისხმევა კვლავაც უნდა გაძლიერდეს იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურა, შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო ევროპის პერსპექტივის გაძლიერებისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს,რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი და შესაბამისად, ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს. რაც შეეხება ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, ჩვენ ვაკვირდებით, თუ რა რეფორმები ხორციელდება ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში სასჯელ აღსრულების მიმართულებით. ჩვენი მისია 2004 წლიდან დაიწყო, ამას საფუძველი ჩაეყარა და წლების განმავლობაში დაახლოებით 60 მილიონი ევროა განსაზღვრული საქართველოსთვის, ასევე 25 მილიონი ევრო - ეს უკვე ეხება ტექნიკურ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებით. ეს არის ფინანსური და ტექნიკური დახმარება. ძალიან დიდი წილი ამ დახმარებისა ზუსტად პრობაციის, სასჯელაღსრულების სისტემების განვითარებას და გაძლიერებას ეხება. ამ ხნის განმავლობაში, ამ პარტნიორობის მსვლელობისას საქართველომ არაერთხელ აჩვენა პროგრესი, არაერთხელ აჩვენა სურვილი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პროგრესი, მართლმსაჯულების სისტემის დახვეწა, ასევე პრობაციის სისტემის დახვეწა, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური სერვისების არსებობა როგორც პრობაციაში, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ეს არის საძირკველი, ეს არის საკვანძო პრაქტიკა რესოციალიზაციის, რეაბილიტიზაციისა და სასჯელის ღირსეულ პირობებში მოხდის მიმართულებით,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. „ეს არის ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, მათ შორის ძალიან დიდი წილი ამ ძალისხმევისა არის ზუსტად პრობაციის მიმართულებით, სხვადასხვა ორგანიზაციების წვლილიც მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა ამ მიმართულებით, მუხტი არ უნდა შეჩერდეს იმისთვის, რომ არსებული, დარჩენილი გამოწვევები და პრობლემები ერთად გადავლახოთ, რათა შემცირდეს პატიმრობის მაჩვენებელი საქართველოში და იყოს არასაპატიმრო სასჯელების გამოყენების უფრო მეტი პრაქტიკა, რადგან საქართველო არის მოწინავე და იმ ხუთ ქვეყანაში შედის, სადაც ყველაზე მაღალია პატიმრობის მაჩვენებელი, პატიმრობისა, როგორც სასჯელის. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ პრობაციის სისტემა კვლავაც განვითარდება, რათა ევროკავშირის სტანდარტები სრულფასოვნად დაინერგოს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს დახმარებას კვლავაც აღმოუჩენს სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებაში. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევქმნით ჰარმონიზებულ სისტემას და შესაბამისად, საზოგადოებასაც ჯანსაღ და წარმატებულ საზოგადოებას,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის ელჩი: ახლა უკვე ორი სამიზნე გექნებათ - საქართველომ რეფორმები უნდა გააგრძელოს ან თუნდაც დააჩქაროს, ევროკომისიამ 9 ნაბიჯი განსაზღვრა

ახლა დეკემბერს უნდა დაველოდოთ, რომ ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭიროს მხარი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან განაცხადა. „ეს 5 კვირა სრულიად გადამწყვეტი იქნება, რათა დავრწმუნდეთ, რომ 15 დეკემბერს ევროკავშირის ყოველი წევრი ეთანხმება ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას. შემდეგ ორი სამიზნე გექნებათ. პირველი - თავად საქართველო, რომელმაც რეფორმების გატარება უნდა გააგრძელოს ან თუნდაც დააჩქაროს ისინი, და ჩვენ ცხრა ნაბიჯი გვაქვს, რომელიც ევროკომისიამ გამოავლინა. და მეორე მხრივ - თავად ევროკავშირი, ამჟამად 27 წევრი ქვეყანა, რომლებმაც მომზადება უნდა დაიწყონ რამდენიმე ან, შესაძლოა, ათი ახალი წევრის მისაღებად. რამდენ ხანს დაიკავებს ეს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები - ვნახავთ, მაგრამ გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ორივე მხრივ ვიმოძრაობთ იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია, რათა არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ საქართველოს ევროკავშირში სრული წევრობაც აღვნიშნოთ,“ - განაცხადა ჰერჩინსკიმ. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა რა სამუშაოს შესრულებას ელოდება ევროკომისია საქართველოსგან - რას მოიცავს 9 ნაბიჯი საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი ახალი ნაბიჯია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ელჩის თქმით, გაფართოება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ ერთსულოვნად არის გადაწყვეტილი. „გადაწყვეტილებები უმაღლეს დონეზე მიიღება, 27 წევრი სახელმწიფოს პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე. მათზეა დამოკიდებული დარწმუნდნენ, რომ ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას გაჰყვებიან, მათ უნდა გადაწყვიტონ შემდგომი ნაბიჯები იმ პროგრესზე დაყრდნობით, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი ის, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდეს, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ ერთხმად ისაუბრონ, როდესაც საქმე ევროპულ ინტეგრაციას ეხება, რომ იყოს ინკლუზიურობა და თანამშრომლობა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ევროკავშირი ღიაა, რომ გელით. ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ბრიუსელიდან, ორი დღე გავატარე იქ, ჩემს ყველა უფროსს ვესაუბრე, ყველა მოუთმენლად ელის როდის დასხდებით მაგიდასთან. თუმცა ეს მომზადებას მოითხოვს, ეს მოითხოვს, რომ საქართველო მზად იყოს, რათა ევროკავშირის წევრობით ისარგებლოს და რათა ევროკავშირი უფრო ძლიერი გახადოს. ამისთვის ჩვენ ახლა ცხრა ნაბიჯისგან შემდგარი კომპლექტი გვაქვს. ზოგიერთი მათგანი ძალიან ნაცნობია, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი 12 პრიორიტეტიდანაა, რომლებიც ჯერ კიდევ პროგრესში იმყოფება. სხვები ახლებია. ამ ახალი ნაბიჯებიდან ერთ-ერთია - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს დემოკრატიის ხერხემალია. რა თქმა უნდა, ჩვენ არამხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ არჩევნებამდე მიმავალ მთელ პერიოდს დავაკვირდებით და გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ სუფთა ველი იქნება და ყველა შეძლებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას და უპირველეს ყოვლისა - რომ ძალადობა არ იქნება. ყველა დემოკრატიაშია განსხვავებული ხმები, ყველა დემოკრატიაში განსხვავებული ხედვები, მაგრამ ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია,” - განაცხადა ჰერჩინსკიმ.  

ევროკავშირის ელჩი: შეთქმულების თეორია, პროპაგანდა, რომელიც ძლიერდება საქართველოს შიგნით, უნდა შეჩერდეს

ევროკომისიის რეკომენდაციებში, რომლებიც საქართველოს ახალი ანგარიშის მიხედვით განესაზღვრა, დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველია. ევროკავშირის ელჩის შეფასებით, საერთო მიზანია დეზინფორმაციასთან ბრძოლა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირს და ევროპულ ღირებულებებს. „როგორც ვიცით, გეოპოლიტიკური კონტექსტი ნამდვილად რთული გახლავთ. აგრესია და ომი ნამდვილად მიმდინარეობს უკრაინაში. რუსეთის გაუმართლებელი შეჭრა უკრაინაში გრძელდება და ასევე, ნარატივების მიმართულებით არსებობს პრობლემა. დეზინფორმაცია, ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს ყველგან, აქაც კი, საქართველოშიც კი. უმეტესობა საქართველოს ფარგლებს გარედან მოდის, მაგრამ ასევე სახეზე გვაქვს შეთქმულების თეორია, პროპაგანდა და ნამდვილად, ძლიერდება ეს ყველაფერი საქართველოს შიგნით. ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს და მსურს, რომ თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ ფაქტისკენ, რომ 9 ნაბიჯიდან, რომელიც უნდა გადაიდგას საქართველოს მიერ, როგორც გაიცა რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან, დეზინფორმაციასთან ბრძოლა გახლავთ პირველი ნაბიჯი. ებრძოლეთ დეზინფორმაციას და ინფორმაციის მანიპულირებას საზღვარგარეთიდან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირს და ევროპულ ღირებულებებს. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი. ეს არ არის მარტივი რამ და სავარაუდოდ, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ შეაჩეროთ ეს ნამდვილად მანკიერი დეზინფორმაციის წრე ხუთ კვირაში, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ვიბრძოლოთ, ჩვენ უნდა დავდგეთ სიმართლის მხარეს. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენ, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებს, გვსურს, მოგახსენოთ, რომ ევროკავშირის კარი არის ღია. დღეს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა წევრი ქვეყნების მისამართით, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთი მიზნისკენ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა რაც შეიძლება მალე,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა რა სამუშაოს შესრულებას ელოდება ევროკომისია საქართველოსგან - რას მოიცავს 9 ნაბიჯი  

ევროკავშირის ელჩი: ეს არის ევროკავშირის მხრიდან ქართველი ხალხის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერის და ბოლო წლების წინსვლის დიდი აღიარება

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ევროკომისიის რეკომენდაციის მიღება მიულოცა. მან ხაზი გაუსვა, რომ ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა „გილოცავთ! ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს, რომ მან კანდიდატის სტატუსი მიიღოს. გულითადად ვულოცავ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს. გულითადად ვულოცავ მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა - საქართველოს მოსახლეობას - ხალხს, რომელიც ყოველთვის, მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ გზას. ეს არის ევროკავშირის მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება. ევროპული მისწრაფებები საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს. მე არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, ვისი სურვილიც არ იქნებოდა მისი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესრულებას უკავშირდება. ამ ნაბიჯების განხორციელება შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის გადამწყვეტი იქნება. ეს გაფართოების პროცესის ბუნებაა: მუდმივი რეფორმები, რათა ქვეყანა მზად იყოს თავისი ადგილის დასაკავებლად ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრის სტატუსით. ანგარიში საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას აღიარებს, თუმცა მასში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ჯერ კიდევ ჩასატარებელია მნიშვნელოვანი სამუშაო ისეთი არსებითი რეფორმების სფეროებში, როგორიცაა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის. ამისათვის, საქართველომ პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა შეამციროს. ერთად ბევრი დიდი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი. ახლა საქართველოს ლიდერებმა, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, ერთად და კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ ხალხის მისწრაფებების განსახორციელებლად და ევროკავშირის მიერ დასახული ახალი ნაბიჯების გადასადგმელად. ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირის გაფართოებამ აჩვენა: როგორც კი შედგება ფართო პოლიტიკური კონსენსუსი, რომლის შედეგად რეფორმების განხორციელება გახდება შესაძლებელი, პროცესი შეიძლება, ძალიან სწრაფად წარიმართოს. ამ ნაბიჯების მიზანი არა ბრიუსელისთვის თავის მოწონებაა, არამედ საქართველოს მოსახლეობის, ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნვა. საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა. მზად ვართ ამ გზის ყოველ ნაბიჯზე თქვენი მხარდაჭერა გავაგრძელოთ. დღეს ევროკომისიამ ასევე გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი დოკუმენტი (ინგლისურად) საქართველოს წინსვლის შესახებ. ეს 136-გვერდიანი ანგარიში ასახავს საქართველოს მზაობას ყველა სფეროში. მისი თითოეული თავი ასევე შეიცავს რეკომენდაციებსა და მითითებებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. ვიმუშავებთ საქართველოს ადმინისტრაციასთან ერთად, რომ რაც შეიძლება წინ წავიწიოთ. დღეს კარგი მიზეზი გვაქვს ზეიმისთვის, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა, ერთხმად, ამ წლის დეკემბერში უნდა მიიღონ. ამ გადაწყვეტილებამდე დარჩენილია დაახლოებით 5 კვირა და ყოველი დღე მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ყოველი დღე გამოყენებული იქნება საქართველოს წინსვლისთვის ამ გზაზე. საქართველოს მთელ მოსახლეობას, ხალხს, კიდევ ერთხელ ვულოცავ და მადლობას ვუხდი ძლიერი ევროპული მისწრაფებისა და ევროკავშირში გაწევრიანების ურყევი მხარდაჭერისთვის! ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. სრულად მზად ვართ, დაგეხმაროთ საქართველოსთვის უკეთესი მომავლის აშენებაში, რომ თქვენ და მომავალ თაობებს უფრო უსაფრთხო და კეთილდღეობით აღსავსე ცხოვრება ჰქონდეს. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. გილოცავ, საქართველოვ! განაცხადა ელჩმა 8 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.  

ევროკავშირის ელჩი: ვიმედოვნებ, მომავალში რუსეთის სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთია იმ პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებში მკაფიოდ უჭერენ მხარს რუსეთის იზოლაციას. ელჩმა შეაქო საქართველოს ძალისხმევა, რომ ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. „ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, არ შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ ვაჭრობის სფეროში ჩვენ მიერ დაწესებულ სანქციებს. სრულად მესმის დასაბუთება: საქართველო [რუსეთის] მეზობელი ქვეყანაა. მისი ეკონომიკა დიდად განსხვავდება ჩვენისგან და რუსეთთან ვაჭრობა მისთვის ჯერაც ძალიან მნიშვნელოვანია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალში რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ მიერ დაწესებულ და ყველა სხვა სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება... ​გამოვთქვამთ სინანულს [საქართველოსა და რუსეთს შორის] პირდაპირი რეისების აღდგენაზე გადაწყვეტილების მიღების გამო. ოთხ დღეში რუსეთის სასტიკი, არაპროვოცირებული, უსაფუძვლო შეჭრიდან, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ერთსულოვნად გადაწყვიტეს, აეკრძალათ რუსეთის ყველა ავიაკომპანიის ყველა თვითმფრინავის ყველა რეისი. ნამდვილად დასანანი იყო, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, დაეშვა პირდაპირი რეისები [რუსეთთან]," - ამბობს ელჩი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.  

ევროკავშირის ელჩი: თქვენ გაქვთ მართლაც უცნაური შეთქმულების თეორიები, მათი უმრავლესობა იმდენად აბსურდულია, გამეორებაც არ მინდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 ნაბიჯში, ორი მათგანი ახალია - პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ის ისურვებდა, რომ საქართველოში უფრო აქტიურად ებძოდნენ დეზინფორმაციას. „რაც შეეხება პირველს, რისი მოწმეებიც ვართ არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით, სამეზობლოში, არის „ნარატივების ბრძოლა. თქვენ გაქვთ მართლაც უცნაური შეთქმულების თეორიები, რომელთა უმრავლესობა ვიტყოდი, რომ ქვეყნის გარედა მოდის, თუმცა სამწუხაროდ, მას იმეორებენ და ზოგჯერ აძლიერებენ საქართველოს შიგნით. ზოგიერთი მათგანის სამიზნე არის ევროკავშირი, მათი უმრავლესობა იმდენად აბსურდულია, გამეორებაც არ მინდა. ვისურვებდით, საქართველოში ყველა, მთავრობის ჩათვლით, ძალიან აქტიურად ებრძოდეს ამ ნარატივებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ იმ საწამლავმა, რომელიც მსოფლიოში ვრცელდება მათ მიერ, ვისაც კარგი არ სურს ევროკავშირისთვის, არ მოწამლოს დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვაზე,“ - აღნიშნა ელჩმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. მეორე საკითხი - ელჩის შეფასებით, საქართველოს ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობის კლებადი დონე აქვს, რაც ნიშნავს, რომ საქართველო არ შეუერთდა 27 წევრის მიერ კოლექტიურად მიღებულ გადაწყვეტილებას.  ჰერჩინსკის თქმით, მას ესმის საკითხის სენსიტიურობა და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი ე.წ. არაღიარების პოლიტიკის შესახებ: „თუმცა გრძელ ვადაში ჩვენ გვექნებოდა მოლოდინი, რომ საქართველო - ქვეყანა, რომელსაც სურს, გახდეს ევროკავშირის ერთ-ერთი სახელმწიფო, ჰქონდეს დადებითი ტენდენცია და სულ უფრო მეტად შესაბამისობაში იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან და სინამდვილეში, ბოლო რამდენიმე კვირაში ეს ხდება კიდეც - არის თავსებადობის ხარისხის გარკვეული ზრდა,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მისი აზრით, ეს კვლავ არადამაკმაყოფილებელია. „მაგრამ დადებითი ტენდენცია მაინც არის და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო ძალიან სწრაფად დაგვეწევა და შესაბამისობის დონე სულ უფრო გაიზრდება,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. კითხვას, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროკავშირის სანქციებს შეუერთდეს, ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირსაც დიდი ფასი უჯდება ევროკავშირსაც და მის წევრებსაც, თუმცა რუსეთი უნდა დაისაჯოს იმისთვის, რასაც უკრაინაში სჩადის და ამიტომ მიიღო ევროკავშირმა სანქციების განხორციელება. ელჩმა შეაქო საქართველოს ძალისხმევა, რომ ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. „საქართველომ გადაწყვიტა, არ შეუერთდეს ვაჭრობის სფეროში ჩვენს სანქციებს, დასაბუთება სრულად მესმის. საქართველო რუსეთის მეზობელია, ჩვენგან განსხვავებულია მისი ეკონომიკა, მისთვის ჯერ მნიშვნელოვანია რუსეთთან ვაჭრობა - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალში რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ მიერ დაწესებულ და ყველა სხვა სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.  პაველ ჰერჩინსკი ასევე იმედოვნებს, რომ ერთ დღესაც საქართველო ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის თანხვედრის პროცესში შესაბამისობაში მოექცევა ევროკავშირის ძალიან მკაცრ და ძალიან მკაფიო პოლიტიკასთან, რაც გულისხმობს ნებისმიერი პირდაპირი რეისის აკრძალვას ევროკავშირსა და რუსეთს შორის - ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო 27-ვე წევრი ქვეყნის მიერ ერთსულოვნად. „ვიცოდით, რომ დიდი ფასი უნდა გადაგვეხადა ევროკავშირის მოქალაქეებს, ამის მიუხედავად, ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ეს ჩვენი მორალური ვალდებულებაა, რაც შეიძლება დიდი ზეწოლა მოგვეხდინა რუსეთზე და ერთ-ერთი ელემენტი იყო ყველა პირდაპირი რეისის აკრძალვა რუსეთთან,“ - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკი. ასევე გაეცანით: ევროკავშირის ელჩი: შეთქმულების თეორია, პროპაგანდა, რომელიც ძლიერდება საქართველოს შიგნით, უნდა შეჩერდეს რას მოიცავს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯი - ანგარიში გობლი: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის პირობებს ამერიკაც მხარს უჭერს, არსებობს სერიოზული შეშფოთება, რომ რუსეთი გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე  

პაველ ჰერჩინსკი: როცა საქმე ეხება ნომერ პირველ პრიორიტეტს - ევროინტეგრაციას, აუცილებელია, ვიხილოთ ყველას ძალების გაერთიანება, თანამშრომლობა

სრულიად აუცილებელია, რომ, სრულიად ბუნებრივი განსხვავებების მიუხედავად, როცა საქმე ეხება ნომერ პირველ პრიორიტეტს - ევროინტეგრაციას, ვიხილოთ ყველას ძალების გაერთიანება, თანამშრომლობა, ჯერ კიდევ აუცილებელი რეფორმების განხორციელების საუკეთესო გზების ძიება ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვანი გაწევრიანებისკენ წინსვლისთვის. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საუბრობს. „დემოკრატიას თავისი წესები აქვს. ცხადია, სავსებით ბუნებრივია, რომ ადამიანებს აქვთ განსხვავებული შეხედულებები განსხვავებულ თემებზე და ისინი წარმოაჩენენ ამ განსხვავებულობას, ზოგჯერ ჩხუბობენ კიდეც და უთანხმოებებიც აქვთ, თუმცა ერთიანობა ამ ერთ კონკრეტულ საკითხზე [ევროინტეგრაციაზე], უკიდურესად სასარგებლო იქნებოდა საქართველოს წინსვლისთვის და ვიცი, რომ, როცა ქართველები ერთიანები არიან, დიდებული რაღაცები ხდება. ასე რომ, გულწრფელად ვიმედოვნებ, იქნება პროგრესი ამ საკითხზე, რაც ყველასგან მოითხოვს ერთობლივ მუშაობას: მთავრობისა, რომელიც უნდა ეურთიერთოს ოპოზიციას; აგრეთვე ოპოზიციისა, რომელმაც ამ კონკრეტულ საკითხზე ძალიან კონსტრუქციულად უნდა იმუშაოს მმართველ უმრავლესობასთან. ეს არის სრულიად აუცილებელი,“ - აღნიშნავს ჰერჩინსკი. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.  

პაველ ჰერჩინსკი: ტოლერანტობა და მრავალფეროვნება - ევროკავშირისთვის ეს ორივე ღირებულება საკვანძოა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ევროკავშირისთვის ეს ორივე ღირებულება - ტოლერანტობა და მრავალფეროვნება საკვანძოა. „16 ნოემბერს ტოლერანტობის დღეს აღვნიშნავთ. ჩვენ ტოლერანტობას და მრავალფეროვნებას ვზეიმობთ. ევროკავშირისთვის ეს ორივე ღირებულება საკვანძოა. ისინი აუცილებელია დემოკრატიული, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების უზრუნველსაყოფად. ევროკომისიამ ახლახან გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს რეკომენდაცია არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. უმცირესობების დაცვა, მრავალფეროვნების პატივისცემა და რწმენის თავისუფლება ის ღირებულებებია, რომლებზეც საქართველო თავისი ისტორიის განმავლობაში ზრუნავდა. ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველოს გზაზე ამ ღირებულებების წინ წაწევის მუდმივი ძალისხმევა უმნიშვნელოვანესი იქნება," - ამბობს ჰერჩინსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.  

პაველ ჰერჩინსკი: ვიმედოვნებ, არ იქნება ძალადობა, რადგან არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში

ქართველებმა კოლექტიურად უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ მოეწყობა საარჩევნო კამპანია. იმედი მაქვს, რომ არ იქნება ძალადობა, რადგან არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩმა დღეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც მედიის შეკითხვებს უპასუხა. ელჩმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თითოეული ამომრჩევლის ხმა დაცული იყოს. „ქართველებმა კოლექტიურად უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ მოეწყობა საარჩევნო კამპანია. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ იქნება თანაბარი პირობები და რომ ყველას ექნება შესაძლებლობა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა მიიღოს. უპირველეს ყოვლისა იმედი მაქვს, რომ არ იქნება ძალადობა, რადგან არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში. და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს. ასე რომ, რაც უფრო ადრე მოხდება ყველა ტექნიკური საკითხის შეთანხმება, მით უკეთესი, რათა ყველა კარგად იყოს მომზადებული და შეძლოს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, ეს იყო შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილი იყო, რომელიც ორი წლის მიიღწა. ეს ქართველების გადასაწყვეტია, ჩვენი გადმოსახედიდან არჩევნებს აქვს აზრი, თუ ადამიანები გრძნობენ, რომ მათი ხმა დაცულია. ამიტომ, საარჩევნო ბარიერი მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი გრძნობს, რომ მათი ხმა მომავალ პარლამენტში არ აისახება, არ არის გამართლებული. მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება, შეიქმნას სიტუაცია, რა დროსაც ბევრი პარტიაა წარმოდგენილი და წინსვლა ძალიან რთულია იმის გამო, რომ ძალიან დიდი მრავალფეროვნებაა, ასევე არც მსგავსი სიტუაციაა სათანადო. დისკუსიები გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველები თავად მიაღწევენ ისეთ სიტუაციას, რომელშიც სათანადო ბალანსია უზრუნველყოფილი. როცა საქმე თავად ევროკავშირს ეხება, არ არსებობს ოქროს სტანდარტი. ასე რომ, ჩვენს წევრ ქვეყნებს განსხვავებული წესები აქვთ. არსებობს ქვეყნები, სადაც საარჩევნო ბარიერი, ძალიან მაღალი ხუთი პროცენტია. არის სხვა ქვეყნები, სადაც საერთოდ არ არის საარჩევნო ბარიერი. პროცესი მნიშვნელოვანია და ეს პირველად სრულად პროპორციული არჩევნები იქნება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ როგორიც არ უნდა იყოს წესები, ისინი რაც შეიძლება სწრაფად მიიღწევა, რათა ყველასთვის თანაბარი პირობები იყოს უზრუნველყოფილი,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - სახელმწიფო დეპარტამენტი

პაველ ჰერჩინსკი: დაუშვებელია ნებისმიერი სახის ძალადობა სახლში, სამსახურში, საჯარო სივრცეში

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით“ განაცხადა, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა სახლში, სამსახურში, საჯარო სივრცეში ან სხვა ნებისმიერ ადგილას. მაგრამ რეალობა ისაა, რომ მთელ მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი განიცდის ძალადობას პარტნიორის მხრიდან ან ნებისმიერი სხვა სახის სექსუალურ ძალადობას ცხოვრების განმავლობაში წარმოშობის, ეთნიკური წარმომავლობის, კულტურისა თუ რელიგიის მიუხედავად. „ევროკავშირს აქვს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გენდერული ძალადობის მიმართ. ეს არის ადამიანის უფლებებისა და ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების მძიმე დარღვევა საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად შესაბამის ორგანოებთან ერთად დაცვისა და პრევენციის გაძლიერების გზით ვმუშაობთ. ხელს ვუწყობთ საიმედო დამხმარე სერვისების შექმნას, როგორიცაა, თავშესაფრები და გადარჩენილთათვის თავშესაფრის შემდგომი დახმარება. ვმუშაობთ ცნობიერების ამაღლებაზე, არასათანადო დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე, ასევე გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევაზე. დღეს მაქვს ერთი მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი: ნუ გაჩუმდებით! ეს არ არის კერძო საკითხი, არც ქალთა საკითხია. ეს არის მთელი საზოგადოების და მთელი საქართველოს მოსახლეობის პრობლემა. თუ ხედავთ ძალადობას სახლში, სექსუალურ შევიწროებას სამსახურში ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ინტერნეტში – ამის შესახებ შეატყობინეთ. ეს არის დანაშაული. ეს ძალადობის მანკიერი წრიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა,” - აცხადებს დიპლომატი.      

ჰერჩინსკი: რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ შეათანხმა, ევროკომისიას უკვე გადაეცა

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ განიხილა და შეათანხმა, ევროკომისიას უკვე გადაეცა. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „როგორც უკვე არაერთხელ ღიად და გულწრფელად მითქვამს, მე ოპტიმისტი ვარ და სწორედ ამიტომ ვარ აქ, საქართველოში და ვცდილობ, ვიყო საქართველოს წარმატების ნაწილი. როგორც ყველამ ვიცით, 8 ნოემბერს ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცა. ახლა მას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა განიხილავს და 14-15 დეკემბერს მიიღებს გადაწყვეტილებას. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ხელისუფლება ელვის სისწრაფით მოქმედებს. შემიძლია დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ გუშინ განიხილა და შეათანხმა, უკვე გადაეცა ევროკომისიას, რომელსაც ჩემი კოლეგები ყურადღებით დააკვირდებიან და მათ შესაბამისი გამოხმაურებაც ექნებათ. ძალიან მიხარია, რომ ეს გაცვლა ხდება იმისთვის, რომ დრო არ დავკარგოთ და დავრწმუნდეთ, რომ რეფორმები სწორი მიმართულებით მიდის, რათა დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველომ შემდეგი ნაბიჯები რაც შეიძლება, სწრაფად გადადგას და დაეწიოს უკრაინას და მოლდოვას,“ - განაცხადა ჰერჩინსკიმ. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ელჩმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ის კონკრეტულ პიროვნებებს არ ეხება. „ჩვენთვის დეოლიგარქიზაცია დემოკრატიის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას ნიშნავს და იმას, რომ მდიდარმა ბიზნესმენებმა პოლიტიკურ ცხოვრებაზე ზედმეტი გავლენა არ იქონიონ. ასე რომ, ჩვენი გადმოსახედიდან, ევროპული თვალსაზრისით, ეს არ ეხება სახელებს, არამედ, ეს არის სისტემა და გარემო, რომელიც დემოკრატიის განვითარებისთვის არის ხელსაყრელი,“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა სააგენტო „ინტრეპრესნიუსის“ ცნობით. ელჩმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია უზარმაზარი ამოცანაა და მასში ყველა უნდა იყოს ჩართული. „ევროინტეგრაცია უზარმაზარი ამოცანაა და მასში ყველა უნდა იყოს ჩართული, ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს, ერთიანობა აბსოლუტურად აუცილებელია. საქართველოს სახელმწიფო გერბს თუ შევხედავთ, იქ წერია, რომ „ძალა ერთობაშია“. ეს არის ზუსტად ის, რაც საჭიროა ევროინტეგრაციის დროს. თუ გადავხედავთ ჩემი ქვეყნის მაგალითს, თუ გადავხედავთ წარსულში ევროკავშირში გაწევრიანებული სხვა ქვეყნების მაგალითს, ეს ყოველთვის ასე იყო. ცხადია, ხელისუფლება უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა დაუკავშირდეს ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას მოუსმინოს. ამავე დროს, ოპოზიციურმა პარტიებმა კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ და ერთობლივ ძალისხმევაში წვლილი შეიტანონ. როგორც უკვე ვთქვი და გავიმეორებ, გაერთიანებულ ქართველებს ნამდვილად დიდი საქმეების გაკეთება შეუძლიათ,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. ელჩის შეფასებით, ევროკომისიის მიერ გაცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელება თანაბრად მნიშვნელოვანია. „როგორც თქვენ ნახეთ, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის დადებითი რეკომენდაციის გაცემის დროს ცხრა ნაბიჯი დაადგინა. იმედია, 14-15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსთან ერთად, ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები აღნიშნულ ცხრა ნაბიჯს დაადასტურებენ. ძალიან მიხარია, რომ მთავრობას ცხრა ნაბიჯის შესრულების შესახებ უკვე შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა. ყველა ნაბიჯი თანაბრად მნიშვნელოვანია. ზოგიერთი მათგანი წინა 12 პრიორიტეტის მსგავსია. არის ნაბიჯები, რომლებიც ჯერ კიდევ სამუშაო პროცესშია, სხვები ახალია, როგორიცაა დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლა, ასევე ამ 9 ნაბიჯშია ევროკავშირის პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი. ყველა ეს ნაბიჯი თანაბრად მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია, რომ მათ განხორციელებაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო,“ - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ. მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა 27 ნოემბერს დაამტკიცა. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. მთავრობის განცხადებით, სამოქმედო გეგმის მომზადებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით გაუწია კოორდინაცია. გეგმა ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით მომზადდა. მასში გაწერილია რეკომენდაციების ფარგლებში განსახორციელებელიკონკრეტული ნაბიჯები, განსაზღვრულია პასუხისმგებელი უწყებები და შესრულების ვადები. კომისიის გადაწყვეტილებით სამოქმედო გეგმა ევროკომისიას გადაეგზავნა. მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღო. რას ითვალისწინებს მთავრობის სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციის შესახებ  

ევროკავშირის ელჩი: საქართველო კავკასიაში პირველი კომერციული ქარის სადგურის სამშობლოა

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მოდერნიზაციას, რომელიც საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 40%-ს აწარმოებს. პაველ ჰერჩინსკის განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.  „ტემპერატურის მატება, მყინვარების დნობა, ამინდის მკვეთრი ცვლილებები, დანაკარგი ბიომრავალფეროვნების კუთხით და ა.შ. -  ეს ყველაფერი კლიმატის ცვლილებების შედეგებია. ევროკავშირი და საქართველო ერთობლივად მუშაობენ ამ გამოწვევების საპასუხოდ. ჩვენი ერთობლივი პრიორიტეტები მოიცავს სუფთა და განახლებადი ენერგიისა და ტრანსპორტის ხელშეწყობას, ასევე საჯარო დაწესებულებებში ენერგო ეფექტურობის გაუმჯობესებას. ერთად ვმუშაობთ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე, წყლის რესურსების უკეთესად მართვაზე, ტყეებისა და დაცული ტერიტორიების დაცვაზე; ვპასუხობთ ნარჩენებისა და ინდუსტრიული დაბინძურების გამოწვევას. ყველა ეს ნაბიჯი აისახება ჩვენს საერთო ვალდებულებაზე - დავიცვათ გარემო და  ვუპასუხოთ კლიმატის ცვლილებებს. საქართველო კავკასიაში პირველი კომერციული ქარის სადგურის სამშობლოა; ამავე დროს ევროკავშირი მხარს უჭერს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მოდერნიზაციას, რომელიც საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 40%-ს აწარმოებს. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა გარემოს უკეთეს დაცვას და საქართველოს მოსახლეობისთვის ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. კლიმატის ცვლილება არ საზღვრებს არ ცნობს. ერთობლივი მუშაობით, რეალური ცვლილებები შეგვიძლია, განვახორციელოთ და ყველასთვის უკეთესი მომავალი უზრუნველვყოთ. საერთო მომავლის განსაზღვრაში თითოეული ადამიანის ქცევა მნიშვნელოვანია,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციისთვის გაკეთდა.  

14-15 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერები, გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ - ელჩი ჰერჩინსკი ყველა მხარეს ერთიანობისკენ მოუწოდებს

14-15 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერები, 27 ქვეყნის პრეზიდენტები და პრემიერები ბრიუსელში შეიკრიბებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით. საუბარია 10 ქვეყანაზე, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირის წევრობისკენ. ევროკავშირის ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა გაერთიანდეს და იმუშაოს ერთად, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. „გაფართოების პაკეტი პირველად მოიცავს საქართველოსაც, რაც ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციური მომენტია. როგორც ვიცით, ევროკომისიამ 8 ნოემბერს პოზიტიური რეკომენდაცია მისცა 27 სახელმწიფოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 27 სახელმწიფო გაითვალისწინებს ევროკავშირის ამ პოზიტიურ რეკომენდაციას, თუმცა ამ გადაწყვეტილების გაცნობამდე კიდევ ორი კვირა მოგვიწევს ლოდინი, მოთმინება ვიქონიოთ და ვიყოთ იმედიანად. ბევრი რამ გაკეთდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ვართ იქ, სადაც ვართ. ბოლო დღეებშიც ბევრი ახალი ინიციატივა იყო რეფორმებთან დაკავშირებული წინსვლისთვის. რეფორმები აუცილებელია ამ და მომდევნო ნაბიჯებისთვის, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება. მოხარული ვარ, რომ მთავრობამ ძალიან სწრაფად იმოქმედა და 9-ნაბიჯიანი სამოქმედო გეგმა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელს გადაუგზავნა. ევროკომისიაში ჩემი კოლეგები განიხილავენ ამ სამოქმედო გეგმას და მათ ექნებათ უკუკავშირი. ყველა უნდა მუშაობდეს ერთად ამ 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რაც საჭიროებს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციიდან,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.  

პაველ ჰერჩინსკი: 9 ნაბიჯის შესასრულებლად ყველა უნდა მუშაობდეს ერთად, რაც საჭიროებს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციიდან

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ბევრი გააკეთა, თუმცა „უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა.“ ელჩი იმედოვნებს, რომ 27 სახელმწიფო გაითვალისწინებს ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გაცემულ პოზიტიურ რეკომენდაციას. „გაფართოების პაკეტი პირველად მოიცავს საქართველოსაც, რაც ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციური მომენტია. როგორც ვიცით, ევროკომისიამ 8 ნოემბერს პოზიტიური რეკომენდაცია მისცა 27 სახელმწიფოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 27 სახელმწიფო გაითვალისწინებს ევროკავშირის ამ პოზიტიურ რეკომენდაციას, თუმცა ამ გადაწყვეტილების გაცნობამდე კიდევ ორი კვირა მოგვიწევს ლოდინი, მოთმინება ვიქონიოთ და ვიყოთ იმედიანად. ბევრი რამ გაკეთდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ვართ იქ, სადაც ვართ. ბოლო დღეებშიც ბევრი ახალი ინიციატივა იყო რეფორმებთან დაკავშირებული წინსვლისთვის. რეფორმები აუცილებელია ამ და მომდევნო ნაბიჯებისთვის, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება. მოხარული ვარ, რომ მთავრობამ ძალიან სწრაფად იმოქმედა და 9-ნაბიჯიანი სამოქმედო გეგმა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელს გადაუგზავნა. ევროკომისიაში ჩემი კოლეგები განიხილავენ ამ სამოქმედო გეგმას და მათ ექნებათ უკუკავშირი. ყველა უნდა მუშაობდეს ერთად ამ 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რაც საჭიროებს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციიდან,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.

ელჩი ჰერჩინსკი: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღე გამოწვევებს გვახსენებს, გასაკეთებელი ჯერ ბევრია

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეძღვნება. ჰერჩინსკის თქმით, კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის გაფართოების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი." ის აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს პროგრესი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და პროგრესის ნაწილად მიიჩნევს ანტიკორუცფიული ბიუროს შექმნას და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებას, თუმცა ამბობს, რომ "გასაკეთებელი კიდევ ბევრია." „დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული გაერო-ს კონვენციის მიღებიდან მე-20 წლისთავს აღვნიშნავთ. ეს მსოფლიოში პირველი და ერთადერთი იურიდიულად სავალდებულო ანტიკორუფციული ინსტრუმენტია. კორუფცია ყველა ქვეყანას ეხება. ის ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და კანონის უზენაესობას, ანელებს ეკონომიკურ განვითარებას და ზრდის არასტაბილურობას. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღნიშვნა შეგვახსენებს ამ გამოწვევების არსებობას და მათ გადასაჭრელად გაწეულ ძალისხმევას. საქართველო ამ ძალისხმევის ნაწილია. ევროკომისიის ისტორიული რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს წინსვლას ადასტურებს. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება ამ წინსვლის ნაწილია, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის გაფართოების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთია. ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, რათა კანონის უზენაესობის პრინციპებისა და სტანდარტების პატივისცემა და დაცვა უზრუნველყოს. ერთად გავაგრძელოთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა,“ – აცხადებს ევროკავშირის ელჩი.  

პაველ ჰერჩინსკი: გაფართოების პაკეტის დამტკიცებისთვის საჭიროა 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა, ვიმედოვნებ, ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას

ერთი კვირა გვაშორებს მთავარ გადაწყვეტილებამდე, გაფართოების პაკეტის შესახებ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებამდე, გულწრფელად ვიმედოვნებ, ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას და 27 წევრი ქვეყნის თანხმობას გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ და აღნიშნა, რომ ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე. „გაფართოების პაკეტის ნაწილი, რა თქმა უნდა, არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. მოლაპარაკებები გრძელდება. ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე. ამ დროისთვის არსებული ვითარება სხვადასხვაგვარია: ერთი მხრივ, დადებითი ახალი ამბავი არის ის, რომ ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, ევროკომისიის რეკომენდაციის შესამისად, მაგრამ უარყოფითი ამბავი არის ის, რომ ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ არის ერთსულოვნება. როგორც ყველამ ვიცით, ამ პაკეტის დამტკიცებისთვის საჭიროა ყველა, 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა. ერთი კვირა ჯერ კიდევ დარჩენილია და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას და 27 წევრი ქვეყნის თანხმობას გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად,“ – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. მას ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს უნგრეთის წინააღმდეგობაზე, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას არ ეთანხმება. როგორც ცნობილია, გაფართოების პაკეტი კი, საქართველოს ჩათვლით 10 ქვეყანას ეხება. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.  

ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, თუმცა ერსთულოვნება ჯერ არ არის

ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, თუმცა ერსთულოვნება ჯერ არ არის. „ერთი მხრივ, დადებითი ახალი ამბავი არის ის, რომ ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, ევროკომისიის რეკომენდაციის შესამისად, მაგრამ უარყოფითი ამბავი არის ის, რომ ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ არის ერთსულოვნება,“ - განუცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიას 9 დეკემბერს. პაველ ჰერჩინსკი: გაფართოების პაკეტის დამტკიცებისთვის საჭიროა 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა, ვიმედოვნებ, ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.  

პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი ჰქონდეს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია, რასაც თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების პასუხისმგებლობა. „დღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი აღიარებს, რომ ადამიანის უფლებები თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის. 1948 წელს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების შემდეგ, მსოფლიო ძალიან შეიცვალა. მთელ მსოფლიოში მიმდინარე არასახარბიელო ტენდენციების გამო, უნდა გავერთიანდეთ და მტკიცედ დავიცვათ ამ უფლებების უნივერსალურობა. ეს საერთო ამოცანაა და უფრო თანაბარუფლებიანი და ინკლუზიური მომავლისკენ მიმართული უწყვეტი პროცესი. ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის საფუძველია. ამ ხედვის რეალობად ქცევის ძალისხმევა ევროკავშირის გაფართოების პროცესის ნაწილია და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია. მას თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის (რომელსაც დღეს ვზეიმობთ) გაუმჯობესების პასუხისმგებლობა. შეგიძლიათ ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ, თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. გილოცავთ ადამიანის უფლებათა დღეს!“,-აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებაში.  

პაველ ჰერჩინსკი: დღეს მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე ვიმყოფებით - ევროკავშირი საქართველოს ინტეგრაციის პროცესში ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს ინტეგრაციის პროცესში, მის ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს. „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ - ელჩი ამ სახელწოდების პუბლიკაციის პრეზენტაციას დაესწრო და ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის კუთხით ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროკავშირის საკვები პროდუქციის ხარისხის რეგულაციებსა და სტანდარტებს, შესაბამისად, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი გაიზარდა. „ევროკავშირი, სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიას უკვე 10 წელია რაც მხარს უჭერს. ეს ევროკავშირის მიერ საქართველოს დახმარების ფლაგმანს წარმოადგენს. ამჟამად, ჩვენი თანამშრომლობის შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების კონტექსტში ჩვენ მეოთხე ეტაპზე ვიმყოფებით. ეს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და საკვების უსაფრთხოების ჰოლიტიკურ მიდგომაზე ახდენს ფოკუსს. საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროკავშირის საკვები პროდუქციის ხარისხის რეგულაციებსა და სტანდარტებს. ევროკავშირთან დაახლოებამ საქართველოს ადგილობრივი ბაზრის განვითარების საშუალება მისცა და შედეგად, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი გაიზარდა,“ - აღნიშნა ჰაველ ჰერჩინსკიმ. ჰაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია სოფლის მეურნეობის საკვები პროდუქციის მწარმოებელთა მდგრადობის შენარჩუნება. „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო წუხილი, რომელსაც ვიზიარებთ და ევროკავშირის ყველა წევრმა და საქართველომ უნდა მოაგვაროს, არის სოფლებში თაობათა განახლება. სოფლის მეურნეობის სექტორი კონკრეტულ ყურადღებას საჭიროებს, რომ კვების პროდუქციის მწარმოებლების მდგრადობა შევინარჩუნოთ და უკან არავინ ჩამორჩეს. დღევანდელმა პუბლიკაციამ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გააღრმავოს, რათა სოფლის მეურნეობის მდგრადობასთან დაკავშირებული პრობლემები გადაიჭრას. ამის გაკეთება კარგი პრაქტიკით, ახალი ტექნოლოგიებით, და ბუნების დაცვაზე დაფუძნებული გადაწყვეტით შეიძლება, რათა ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა, ნიადაგისა და წყლის მართვის გაუმჯობესება მოხდეს,“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. ევროკავშირის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ქართულ პროდუქტებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სუპერმარკეტების თაროებზე გაზრდილი რაოდენობით იხილავს. „საქართველოში ჩემ მიერ გატარებული დროის განმავლობაში მე ნამდვილად დავაფასე ქართული სოფლის მეურნეობა. საქართველო შესანიშნავი ხარისხის ხილს, ბოსტნეულსა და ზოგადად, საკვებ პროდუქტებს აწარმოებს და იმედს ვიტოვებ, რომ აღნიშნულ პროდუქციას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სუპერმარკეტების თაროებზე გაზრდილი რაოდენობით ვიხილავ. ამ პროცესს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის რეფორმა უნდა დაეხმაროს და მაშინ როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობას უახლოვდება, დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი ევროპულ ბაზარზე მის ინტეგრაციას ხელს შეუწყობს. ეს როგორც ქართველ ფერმერებს, ისე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დაეხმარება. დღეს ჩვენ ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე ვიმყოფებით. ევროკავშირი საქართველოს ინტეგრაციის პროცესში, მის ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

ევროკავშირის ელჩმა კანდიდატის სტატუსი მოქალაქეებს ქართულად მიულოცა: საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კანდიდატის სტატუსის აღნიშვნის ღონისძიებაზე შეკრებილებს ქართულ ენაზე მიმართა. უცვლელად გთავაზობთ ამ მიმართვას: „გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, გილოცავთ საჯარო მოხელეებს, გილოცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, გილოცავთ მედიას. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა. ისევე როგორც, აქ და ახლა, მე მესმის თქვენი. დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამიტომ, ახლა დროა, პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები. საქართველოს სახელმწიფოს გერბზე წერია - ძალა ერთობაშია. დღეს, ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის - ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა! თითოეული თქვენგანი საქართველოს თანამედროვე ისტორიას ქმნის. ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს. ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ. კიდევ ერთხელ გილოცავ, “საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?” წინ, საქართველო, წინ!“  

ევროკავშირის ელჩი: ახლა დროა, პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კანდიდატის სტატუსის აღნიშვნის ღონისძიებაზე შეკრებილებს ქართულ ენაზე მიმართა. უცვლელად გთავაზობთ ამ მიმართვას: „გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, გილოცავთ საჯარო მოხელეებს, გილოცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, გილოცავთ მედიას. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა. ისევე როგორც, აქ და ახლა, მე მესმის თქვენი. დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამიტომ, ახლა დროა, პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები. საქართველოს სახელმწიფოს გერბზე წერია - ძალა ერთობაშია. დღეს, ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის - ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა! თითოეული თქვენგანი საქართველოს თანამედროვე ისტორიას ქმნის. ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს. ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ. კიდევ ერთხელ გილოცავ, “საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?” წინ, საქართველო, წინ!“  

"ჩემი საახალწლო სურვილი ახდა" - ევროკავშირის ელჩი საქართველოს შობა-ახალ წელს ულოცავს

ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს მოქალაქეებს შობის დღესასწაულსა და დამდეგ 2024 წელს ულოცავენ. შესაბამის ვიდეოს ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მისალოცი ვიდეო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და EU4Georgia-ს საკომუნიკაციო გუნდის სახელით ვრცელდება.  „ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება! ევროკავშირის ელჩად მუშაობის დროს, არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, რომელსაც ასეთი სურვილი არ ჰქონია. ამიტომ, მოდით, ახალი წელი და შობა საქართველოს ამ ისტორიული მიღწევით აღვნიშნოთ,“ - ამბობს პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის ვიდეომიმართვაში. საქართველოს მოქალაქეებს დღესასწაულებს, სხვადასხვა ენაზე, არაერთი წარმომადგენელი ულოცავს.  

პაველ ჰერჩინსკი: მიმდინარეობს განხილვა, როგორ არის შესაძლებელი, ევროკავშირმა არჩევნებზე დაკვირვებაში მიიღოს მონაწილეობა

„ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს არამხოლოდ თავად არჩევნებს, არამხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „როგორც ყველამ ნახეთ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია ევროპული კომისიის მიერ დადგენილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი 9 ნაბიჯიდან, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელზე დაკვირვებაც ძალიან ყურადღებით მოხდება. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე აიღო ვალდებულება, OSCE/ODIR-ს სთხოვოს გრძელვადიანი დაკვირვება და ვიცი, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს ამას. ეუთოს წევრი ქვეყნების შემთხვევაში ეუთო არის პასუხისმგებელი გრძელვადიან დაკვირვებაზე, მაგრამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუკი და როგორ არის შესაძლებელი ევროკავშირმა ასევე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებზე გრძელვადიან დაკვირვებაში,“ - აღნიშნა ელჩმა. ელჩს იმედი აქვს, საქართველოში თანაბარი საარჩევნო გარემო იქნება და ძალადობას ადგილი არ ექნება. „კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, რომ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს არამხოლოდ თავად არჩევნებს, არამხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ, მთელ საარჩევნო კამპანიას. გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ იქნება თანაბარი საარჩევნო გარემო და ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ წარადგინონ თავიანთი პროგრამები და უპირველეს ყოვლისა, არ იქნება ძალადობა, რადგან ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში,“ - აღნიშნა ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება  

ელჩი: ვიმედოვნებ, რაც შეიძლება მალე გადავალთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე, ეს იქნება დამოკიდებული ცხრა ნაბიჯის შესრულების პროგრესზე

„კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის საბოლოო, ეს იმ რთული სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის სჭირდება,“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩი იმედოვნებს, რომ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით მუშაობა დაჩქარდება და იქნება ინკლუზიური. „ევროკომისიამ დაადგინა ცხრა ნაბიჯი და ამას დათანხმდა 27 წევრი სახელმწიფო დეკემბერში. ისტორიულ ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ახლა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. რეალურად, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის საბოლოო. ეს იმ რთული სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის სჭირდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, მუშაობა დაჩქარდება, იქნება ინკლუზიური, კონსტრუქციული და საქართველო იქნება მიღებული. გულწრფელად ვიმედოვნებ, რაც შეიძლება მალე გადავალთ შემდეგ ეტაპზე, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იქნება დამოკიდებული, თუ რა პროგრესი იქნება მიღწეული ცხრა ნაბიჯის შესრულებაში. ცხრა ნაბიჯზე შეთანხმებიდან ჯერ მხოლოდ რამდენიმე კვირა გავიდა. ჯერ ძალიან ადრეა პროგრესზე სასაუბროდ. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, პროგრესი ძალიან სწრაფად იქნება მიღწეული, რათა ახალ ეტაპზე გადავიდეთ, რაც ნიშნავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას,“ – აღნიშნა ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.    

ევროკავშირის ელჩი: მზად ვართ, ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერთან და ახლად დანიშნულ მინისტრებთან, რათა საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს

მინდა დაგარწმუნოთ, რომ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან და ახლად დანიშნულ მინისტრებთან იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა. „მე, როგორც უცხო ქვეყნის დიპლომატმა, ძალიან სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობდით წინა მთავრობასთან, წინა პრემიერ-მინისტრთან, გასული წლის 14 დეკემბერს ჩვენ გვქონდა ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და მოუთმენლად ველი ძალიან მჭიდრო და კონსტრუქციულ თანამშრომლობას შემდეგ მთავრობასთან და პრემიერ-მინისტრთან. ვიცით, რომ დღეს გარკვეული განცხადებები გველოდება. პარლამენტში პროცესი მიმდინარეობს. მე თვითონ ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ახალი მთავრობის შემადგენლობა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან და ახლად დანიშნულ მინისტრებთან იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს,“ - აღნიშნა ელჩმა სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება  

ევროკავშირის ელჩი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის თვალსაზრისით

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც ევროკომისიამ განსაზღვრა და შეთანხმებულია ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის თვალსაზრისით,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. „საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე 9 თვეა დარჩენილი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივიდან, არსებითად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. ეს ეხება არამხოლოდ თავად არჩევნებს, არამედ, არჩევნების დღეს, არამედ, ასევე მთელს საარჩევნო კამპანიას, რომელიც ნელ-ნელა იწყება. რა თქმა უნდა, საარჩევნო მონიტორინგი იქნება აბსოლუტურად აუცილებელი,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. ევროკავშირი ელოდება, რომ საქართველოს მთავრობა მოიწვევს ეუთო/ოდირის გრძელვადიან დამკვირვებლებს. „ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა მოიწვევს ეუთო/ოდირის გრძელვადიან დამკვირვებლებს და, რა თქმა უნდა, ჩვენ, ევროკავშირი მხარს ვუჭერთ რეპუტაციის მქონე, პატივსაცემ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან ამომრჩეველთა განათლებასა და არჩევნების მონიტორინგში, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესის უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარება. ნამდვილად მოხარული ვარ, რომ ჩვენ, ევროკავშირი, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ვიწყებთ ღონისძიებას დღეს, რომელიც მხარს უჭერენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას კამპანიას იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ამომრჩევლების განათლება, მივაწოდოთ ცოდნა მათი უფლებების შესახებ და იმისთვის, რომ განვახორციელოთ საარჩევნო კამპანიის მონიტორინგი. მინდა აღვნიშნო, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც ევროკომისიამ განსაზღვრა და შეთანხმებულია ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის თვალსაზრისით,“ - განაცხადა ელჩმა. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება  

ევროკავშირის ელჩი: ვიმედოვნებთ, არჩევნების პარალელურად, 9 ნაბიჯის შესრულებაზე მუშაობა გაგრძელდება და დაჩქარდება

„9 ნაბიჯის განხორციელება საქართველოს ხელისუფლების ხელშია. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მუშაობა ინტენსიური გახდება მიუხედავად არჩევნებისა, რომელიც 9 თვეში გაიმართება და აუცილებლად დიდ ყურადღებას მიიპყრობს,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განუცხადა. „სიტუაცია ძალიან ნათელია, საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ძალიან მოხარული ვართ. ჩვენ, ჩვენი მხრივ დავამტკიცეთ, რომ კარი ღიაა, მაგრამ ამავდროულად, იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, საქართველოს სჭირდება რეფორმების განხორციელება, საქართველოს სჭირდება იყოს ძლიერი, სტაბილური, მდგრადი ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით. სწორედ ამიტომ შეთანხმდნენ ჩვენი ლიდერები 9 ნაბიჯზე. 9 ნაბიჯის განხორციელება საქართველოს ხელისუფლების ხელშია. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მუშაობა ინტენსიური გახდება მიუხედავად არჩევნებისა, რომელიც 9 თვეში გაიმართება, რომელიც, გვესმის, რომ აუცილებლად დიდ ყურადღებას მიიპყრობს, მაგრამ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ პარალელურად, 9 ნაბიჯის შესრულებაზე მუშაობა გაგრძელდება, დაჩქარდება კიდეც ისე, რომ საქართველომ შეძლოს შემდგომ ეტაპზე გადასვლა, რაც ნიშნავს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას, რაც წელსაც შეიძლება მოხდეს,“ - აღნიშნა ელჩმა. მან ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ რეკომენდაციებისა და რეფორმების მიზანია არა ევროკავშირისთვის თავის მოწონება, არამედ ქვეყნის გაძლიერება, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე. „ასე რომ, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებზე დიდი ყურადღება იქნება მიპყრობილი, პარალელურად, ძლიერი მუშაობა, რეფორმები გაგრძელდება. ეს ნაბიჯები, ეს რეფორმები არ არის ბრიუსელისთვის, ევროკავშირისთვის თავის მოსაწონებლად, არამედ მათი მიზანია, საქართველო გახდეს ძლიერი, მდგრადი, დემოკრატიული ქვეყანა საქართველოს მოქალაქეების გულისთვის,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.  

ელჩი 9 ნაბიჯის შესრულებაზე: მზად ვართ, წინ წავიწიოთ, რათა საქართველო შემდგომ ეტაპზე წელსვე გადავიდეს

საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის იმედი აქვს, რომ ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოს მომავალ მთავრობასთან ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც წინასთან. ამის შესხებ ელჩმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სამთავრობო ცვლილებას. მესმის, რომ ირაკლი კობახიძე ჯერ მხოლოდ წარადგინეს პრემიერ-მინისტრობის პოსტზე და გადაწყვეტილებას პარლამენტი მომავალ კვირაში მიიღებს. ასე რომ, ველოდებით ოფიციალურ წარდგენას პარლამენტის მიერ. უკვე განვაცხადე, რომ ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ყველა მთავრობასთან, ყველა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვქონდა წინა პრემიერ-მინისტრთან და დროებით მთავრობასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალ მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება სულ მცირე ისეთივე წარმატებული, როგორც მისი წინამორბედის მთავრობასთან“, - აღნიშნა ელჩმა. ელჩის შეფასებით, ძალიან იმედის მომცემია ახლად წარდგენილი პრემიერ-მინისტრის პირველი განცხადებები, რომ ახალი მთავრობა მზად არის, იმუშაოს ევროკავშირის დახმარებით, იმისთვის, რომ საქართველომ 9 ნაბიჯის განხორციელების კუთხით წინ წაიწიოს. პაველ ჰერჩინსიმ აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტია, რამდენად სწრაფად სურთ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულება. „ჩვენ ყველა ვზეიმობთ იმას, რომ საქართველო ოფიციალურად გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. გადაწყვეტილება გასული წლის 14 დეკემბერს მიიღეს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე. ამ პოზიტიურ გადაწყვეტილებასთან ერთად, 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა დაამტკიცეს 9 ნაბიჯი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის. საქართველოს პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტია, რამდენად სწრაფად სურთ ამ 9 ნაბიჯის შესრულება. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, წინ წავიწიოთ, რაც შეიძლება სწრაფად იმისთვის, რომ საქართველო შემდგომ ეტაპზე წელსვე გადავიდეს. შემდგომი ეტაპი არის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, მაგრამ ეს საკითხი ჩვენს ხელში არაა - ეს არაა ევროკავშირის, ბრიუსელის ხელში - ეს არის საქართველოს პოლიტიკური ელიტის ხელში. მინდა გავიმეორო, გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება ინკლუზიური მუშაობა, რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალა იქნება ჩართული, რომ, ამავდროულად, ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული, სამოქალაქო საზოგადოება მთლიანად იქნება ჩართული და არჩევნების მიუხედავად და ეს სრულიად ბუნებრივია, რომ არჩევნებისკენ დიდი ყურადღება იქნება მიპყრობილი, პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა 9 ნაბიჯის განხორციელებაზე. ძალიან იმედის მომცემია ახლად წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პირველი განცხადებები, რომ ახალი მთავრობა, რომელიც მომავალი კვირის ბოლოდან გვეყოლება, მზად არის დაჯდეს და იმუშაოს ძალიან ძლიერად ჩვენი დახმარებით, ევროკავშირის დახმარებით იმისთვის, რომ საქართველომ 9 ნაბიჯის განხორციელების კუთხით წინ წაიწიოს,“ - აღნიშნა ელჩმა. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის

ევროკავშირის ელჩი: 9 ნაბიჯზე მუშაობა მოითხოვს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვის. ელჩის თქმით, სწორედ ამიტომ, ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი ნაბიჯი, ნომერი მეცხრე, ზუსტად საუბრობს სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურად სრულ ჩართულობაზე საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. „ჩვენ ნამდვილად გვიხარია, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება. არსებობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უზარმაზარი მრავალფეროვნება, რომლებიც აქცენტს აკეთებენ სხვადასხვა საკითხზე. ჩვენი აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ეს ორგანიზაციები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მოძებნოს გზა, რათა მაქსიმალურად ჩართოს სამოქალაქო საზოგადოება. გასულ წელს დისკუსიების ძალიან პოზიტიური პროცესი დაიწყო ხელისუფლებას, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, რომელიც დაკავშირებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმაზე. სამწუხაროდ, პლატფორმის შიდა განვითარების გამო, ზოგიერთმა დიდმა სამოქალაქო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა პლატფორმა და ახლა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, იპოვოს გზა, რომლითაც, ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, პლატფორმა და ასევე ყველა სხვა, რომელმაც დატოვა პლატფორმა, ჩაერთვება და შეძლებს მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს არის რიგით მეცხრე ნაბიჯი და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება ყველა მისი განსხვავებული ფერითა და ფორმით მაქსიმალურად იქნება ჩართული, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე საკანონმდებლო პროცესში,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. „როგორც ევროკავშირი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ის, რაც ჩვენ ნამდვილად გვაინტერესებს, არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ასევე თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, ეს არის მეორე ნაბიჯი იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც საქართველოს გადაეცა გასული წლის დეკემბერში. გულწრფელად ვიმედოვნებთ, ასევე საარჩევნო პროცესი იქნება თავისუფლი და სამართლაინი. მიხარია, რომ გუშინ საქართველოს მთავრობამ მიმართა ეუთოს/ოდირს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოთხოვნით. ჩვენი წევრი ყველა ქვეყანა, რომელიც ეუთოს წევრია, მხარს დაუჭერს ამას,“ აღნიშნა ელჩმა. საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ არჩევნები, არამედ საარჩევნო კამპანიაც წარიმართოს სამართლიან და თავისუფალ გარემოში. „საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში დანერგილია საარჩევნო ხმის მიცემა, გადაწყვეტილება თავად ქართველებმა მიიღეს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ოქროს სტანდარტი არ არსებობს. ზოგიერთ ქვეყანას აქვს ეს, ზოგს არა, ფაქტობრივად, უმრავლესობას არა. ამიტომ ამაზე ჩემს აზრს ვერ გამოვთქვამ. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და გვექნება არამხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, არამედ, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო კამპანია, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ პოლიტიკურ პარტიას, წარადგინოს თავისი პროგრამა, ჩაერთოს ამომრჩევლებთან და შეძლოს კონკურენციის გაწევა,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ მედიის შეკითხვების საპასუხოდ. ელჩს იმედი აქვს, რომ საარჩევნო კამპანიის პარალელურად, ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯზე მუშაობა გაგრძელდება, რათა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე - გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე გადავიდეს.  „9 ნაბიჯის განხორციელებაზე მუშაობა მიმდინარეობს. მომავალ კვირას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში დაესწრება ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას, რათა მომავალი გზები განიხილოს. იმედი მაქვს, რომ როგორც ევროკავშირი, ასევე, საქართველო შეთანხმდებიან იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ისე, რომ ძალიან სწრაფად გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე - გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე. ეს მოითხოვს ძალიან სერიოზულ მიდგომას საქართველოს მხრიდან, ეს მოითხოვს სერიოზულ რეფორმებს. იმედი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია ნელ-ნელა მთავარი საკითხი ხდება, პარალელურად, 9 ნაბიჯის განხორციელებაზე მუშაობა გაგრძელდება. ევროკავშირი და ევროკავშირის დელეგაცია თბილისში მზად ვართ, გავუწიოთ დახმარება, როგორც შეგვიძლია, მაგრამ სამუშაო თავად საქართველოს მხრიდან უნდა შესრულდეს, რაც რასაკვირველია, მოითხოვს მთავრობის მხრიდან ინკლუზიურობას და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას, რათა არსებობდეს ეროვნული ერთიანობა ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს წინსვლის საკითხში,“- აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.  

ჰერჩინსკი: ევროკომისიასა და საქართველოს შორის, ცხრავე ნაბიჯთან დაკავშირებით ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს

„მოვუწოდებ ყველას საქართველოში, იმუშაონ დაუღალავად, მოვუწოდებ მთავრობას, იყოს ძალიან ინკლუზიური, ოპოზიციას - კონსტრუქციული იმისთვის, რომ 9 ნაბიჯის თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით რაც შეიძლება დიდ პროგრესს მიაღწიონ, რათა ევროკომისიამ პოზიტიური რეკომენდაცია გასცეს და ლიდერებმა უყოყმანოდ მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ნაბიჯთან დაკავშირებით,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პოზიტიური გადაწყვეტილება დამოკიდებულია რეფორმებზე, რომლებიც ქართველებმა თავად უნდა განახორციელონ. „საგზაო რუკა ნათელია, 9 ნაბიჯი ნათელია, მუშაობა მიმდინარეობს“, - დასძინა ელჩმა. მისი თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ევროკომისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის საქართველოსთვის განსაზღვრულ 9-ვე ნაბიჯთან დაკავშირებით და ყველა იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშში მოიცავდა, მათ შორის, სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით. „სასამართლო სისტემის რეფორმა ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც გაფართოების შესახებ ანგარიში მოიცავდა. მიმდინარეობს განხილვა საქართველოს ხელისუფლებასთან იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ კოლეგები ევროკომისიიდან შეთანხმდებიან ქართველ კოლეგებთან ერთად იმაზე, თუ ზუსტად რა უნდა გაკეთდეს. ამის შეფასება მოხდება გაფართოების შესახებ შემდგომ ანგარიშში, რომელიც ამ წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი გაფართოების შესახებ მომავალი ანგარიშისთვის მომზადებას ახლა იწყებს. „გვექნება კონსულტაციები პრაქტიკულად ყველასთან. მომავალ კვირას ვიწყებთ კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოებასთან. ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში და გასული წლის მსგავსად, დეკემბერში ლიდერები გადაწყვეტენ გადავიდნენ თუ არა შემდგომ ეტაპზე - რაც საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს,“ - აღნიშნა ელჩმა IPN-ის ცნობით.

არასამთავრობოები აძლიერებენ ხმებს, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება, გაგონილი არ ყოფილიყო - ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების უზრუნველსაყოფად. პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. „დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღეს, ჩვენ მთელ მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას აღვნიშნავთ. არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების უზრუნველსაყოფად, როგორებიცაა დემოკრატია, თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, მათ შორის, უმცირესობათა უფლებები. როლი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ მთავრობის მონიტორინგის კუთხით, ნებისმიერი დემოკრატიის არსებითი ელემენტია. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად არიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიმწოდებლები, განსაკუთრებით, მოწყვლადი თემებისთვის. საქართველო სარგებელს იღებს მისი აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისგან. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. მათი მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხიდია მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის. ისინი აძლიერებენ ხმებს, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება, გაგონილი არ ყოფილიყო. არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნება მიბოძეთ, კვლავ დავადასტურო ევროკავშირის ერთგულება, მხარი დაუჭიროს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მათი არსებითი ჩართულობის უზრუნველყოფა გადამწყვეტია ყველასთვის უფრო სამართლიანი, თანასწორუფლებიანი და კეთილდღეობით აღსავსე მომავლის ასაშენებლად,“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.  

პაველ ჰერჩინსკი: ვიმედოვნებ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიუხედავად, ეროვნული კონსენსუსი იქნება და ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა ერთად იმუშავებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიუხედავად, ეროვნული კონსენსუსი იქნება და ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა ერთად იმუშავებს. „გასული წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ისტორიულ გადაწყვეტილებას ყველანი ერთად აღვნიშნავდით. პირადად მე ძალიან ბედნიერი ვიყავი და ერთმანეთს ყველამ მივულოცეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ფორმალურად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. მაგრამ იქამდე რამდენიმე ეტაპია გასავლელი. შემდეგი ეტაპი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაა. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ამ ეტაპზე რაც შეიძლება სწრაფად მივალთ. იქამდე მისასვლელად საქართველომ ცხრა ნაბიჯი მიიღო, რომელიც უნდა განხორციელდეს. განხორციელების პროცესი გრძელდება. ცხრა ნაბიჯის განხორციელების მდგომარეობას კიდევ ერთი გაფართოების ანგარიშით განვიხილავთ, ამ ანგარიშზე მუშაობა კი ფაქტობრივად უკვე დავიწყეთ. გუშინ, სამოქალაქო საზოგადოებასთან გვქონდა კონსულტაციები, მომავალ კვირას კონსულტაციები ბიზნესთან გვექნება. ჩვენ ხელისუფლების შეხედულებებს მოვისმენთ. ჩვენ ყველას ძალიან გამჭვირვალე გზით ჩავრთავთ და ვიმედოვნებთ, რომ ამ წლის ოქტომბრამდე, როდესაც კომისია რეკომენდაციებით გაფართოების ახალ ანგარიშს შეიმუშავებს, ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით საკმარისი წინსვლა იქნება, რათა ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მხრიდან დადებითი რეკომენდაცია იყოს. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას 27 წევრი სახელმწიფო ამ წლის დეკემბერში ერთხმად მიიღებს. ასე რომ, რაც ახლა ჩვენ გვჭირდება ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, მეტი პროგრესია, რათა ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცეს და წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტონ, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადავიდნენ,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. მისი თქმით, ცხრა ნაბიჯის განხორციელების დონეს დღეს არ შეაფასებს, რადგან ჯერ კიდევ ადრეა. „მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში საქართველოში არჩევნებია, რაც ყველა პოლიტიკური ლიდერის დიდ ყურადღებასა და დიდ ენერგიას მიიპყრობს მნიშვნელოვანია, რომ ცხრა ნაბიჯის განხორციელებისთვის ყველამ პარალელურად იმუშაოს, რაც ხელისუფლების ინკლუზიურობას და ოპოზიციის ჩართულობას გულისხმობს. ოპოზიციისთვის ეს კონსტრუქციულ მიდგომას ნიშნავს და ხელისუფლებასთან ერთად მუშაობის მცდელობას, რათა პროგრესის მიღწევა მოხდეს და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიუხედავად, ეროვნული კონსენსუსი იქნება და ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა ერთად იმუშავებს,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.  

საგარეო უწყება ადეიშვილზე: ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს ქართული მხარის შეშფოთება ოფიციალურად გადაეცათ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო. „როგორც ელჩებს განემარტათ ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ არის ცნობილი გახმაურებულ საქმეებზე და სამწუხარო ფაქტია, რომ პირი, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები მიმართული იყო დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო პრინციპების წინააღმდეგ ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალურ ფორმატებში იღებს მონაწილეობას, რაც ბუნებრივია, სამართლიან შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში და ხელს არ უწყობს ანტიდასავლური განწყობების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ეფექტიანობას. შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების მხრიდან მომავალში სათანადო რეაგირება მიეცემა მსგავს ფაქტებს. საგარეო უწყებაში ელჩებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა მჭიდროდ ითანამშრომლონ, როგორც ორმხრივი ურთიერთობის აქტიური დღის წესრიგის საკითხების ირგვლივ, ასევე საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პროცესში პროგრესისთვის,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მთავრობა: ევროკავშირსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია ევროკავშირის წარმომადგენლობა: უკრაინის გენერალურ პროკურორთან გერტ იან კოპმანის შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა  

“საქართველოს ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევალი ვერ და არ იქნება“ - რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გუნდმა საზოგადოებას, საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის და ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ შეკითხვების დასმა შესთავაზა. სოციალური მედიის საშუალებით გაგზავნილ შეკითხვებს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და მისმა გუნდმა უპასუხეს. Europetime კითხვა-პასუხს უცვლელად გთავაზობთ. კითხვა: რას ნიშნავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის და რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ხელი შეუწყოთ? ელჩის პასუხი: ბევრი თქვენგანი გამოეხმაურა ჩვენს მოწოდებას, კითხვები დაგესვათ – რაც 2023 წლის დეკემბერში შემოგთავაზეთ, როდესაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისთვის და დაგარწმუნოთ, რომ ყველა თქვენს კითხვას ვუპასუხებთ. დავიწყებ იმით, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის საქართველოს მოსახლეობის მიერ მისი ევროპული მომავლის ძლიერი მხარდაჭერის აღიარება. საქართველოს მომავალი ევროკავშირში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის, ცნობილი 9 ნაბიჯის შესრულებას უკავშირდება. მათი შესრულება გადამწყვეტია საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას მოიცავს. ყველა ამ ნაბიჯის და ეტაპის მიზანი არაა იყოს „ბრიუსელის მოსაწონი“; მათი მიზანი საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება და საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაა. ვინაიდან საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა, პოლიტიკურმა ლიდერებმა კონსტრუქციულად ერთად უნდა იმუშაონ, ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად. შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ ევროკავშირი ამ გზის ყოველ ნაბიჯზე საქართველოს მხარს დაუჭერს. თეონამ ასევე იკითხა, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, წვლილის შესატანად საქართველოს მიზნის მიღწევაში – ერთ დღეს ევროკავშირის ნაწილი გახდეს. თეონა, ევროკავშირის ღირებულებებისადმი თქვენი მხარდაჭერის გამოხატვა წინ მიმავალი გზაა. როგორც თქვენ ამბობთ, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები უნდა იყოს საქართველოს კომპასი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. კითხვა: დაეხმარება თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას? პასუხი: ევროკავშირს კარგად ესმის, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოს მოსახლეობის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. საქართველოში არსებული პოლიტიკური კლიმატის შესახებ ბევრმა თქვენგანმა იკითხა. პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა ფაქტობრივად მესამეა იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე. პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია. ევროკავშირი ყველა პოლიტიკურ ლიდერს – მმართველ პარტიას და ოპოზიციას – პოლარიზაციის დასასრულებლად კონსტრუქციული ჩართულობისკენ მუდმივად მოუწოდებს. არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი საქართველოს ევროკავშირის გზის სასარგებლოდ, ამიტომ, შეთანხმების საკითხია, ეს ეროვნული მიზანი როგორ იქნება მიღწეული. ჩვენი მუშაობის გამოცდილება იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირში უკვე შევიდნენ, არის ის, რომ ყველაფერი შეიძლება უფრო სწრაფად განხორციელდეს, როდესაც ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელ რეფორმებთან დაკავშირებით ეროვნული კონსენსუსი არსებობს. 9 ნაბიჯს რომ შეხედავთ, თითოეული მათგანის შესრულება, დეპოლარიზაციას იწვევს: საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებით და საპარლამენტო ზედამხედველობით დაწყებული, დასრულებული დეზინფორმაციასთან ბრძოლით და ისეთი ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფით, როგორებიცაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ყველა ეს ნაბიჯი უნდა განხორციელდეს, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესში წინ წაიწიოს. ვიმედოვნებთ, რომ მთელი საზოგადოება ამ ამოცანას სერიოზულად მოეკიდება. კითხვა: როგორ ეხმარება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ინტერნეტში რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში? პასუხი: ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან და უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციასთან და ჩარევასთან ბრძოლა ევროკავშირის გზაზე საქართველოს 9 ნაბიჯიდან პირველია, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას, რომ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით წინ წავიდეს. დეზინფორმაცია კომპლექსური გამოწვევაა, რომელსაც უნდა გაუმკლავდეთ თანმიმდევრულად და მრავალი მხრიდან შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ფაქტების შემმოწმებლების, აკადემიური წრეების, მედიისა და სხვა ძირითადი აქტორების მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებით. ევროკავშირი მხარს უჭერდა და გააგრძელებს საქართველოში დეზინფორმაციისა და უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის აქტივობების მხარდაჭერას. ჩვენი ძალისხმევა ეხმარება საქართველოს საზოგადოების სიფხიზლის და მედეგობის გაძლიერებას და ხელს უწყობს მიდგომას, რომელიც მოიცავს მთელ საზოგადოებას, სადაც ყველას თავისი როლი აქვს. დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ძირითადი ადგილობრივი აქტორების შესაძლებლობებს ვაძლიერებთ და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობისა და ისეთი მნიშვნელოვანი უნარების გაუმჯობესებაში ვეხმარებით, როგორებიცაა მთავარი ფაქტების შემოწმება, მედია წიგნიერება და ციფრული წიგნიერება. ეს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის თემატური ტრენინგების საშუალებით კეთდება, მათ შორის ახალგაზრდებისა და უმცირესობებისთვის; ასევე, მასწავლებლებისთვის და სხვა ძირითადი გამავრცელებლებისთვის აუცილებელი რესურსების მიწოდების მეშვეობით. ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს დამოუკიდებელ მედიასა და საგამოძიებო ჟურნალისტიკას და თანამშრომლობს ფაქტების შემმოწმებლებთან საინფორმაციო სივრცის სანდო, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციით შესავსებად და მცდარი წარმოდგენების აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, ჩვენი წარმომადგენლობა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები ასევე აქტიურად ურთიერთობენ საქართველოს საზოგადოებასთან, რომ ევროკავშირის, გაფართოების პროცესის და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.ევროკავშირისკენ სვლის პროცესში, საქართველოს სჭირდება სრულყოფილი და ინკლუზიური ეროვნული სტრატეგია, რომელსაც თან ერთვის სექტორთაშორისი და გაზომვადი სამოქმედო გეგმა მკაცრი ზედამხედველობის მექანიზმებით. დეზინფორმაციასთან ბრძოლა როგორც ეროვნული, ასევე ევროპული უსაფრთხოების საკითხია. სხვა კითხვები დემოკრატიის შესახებ კითხვა: შეუწყობს თუ არა ხელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას? პასუხი: სამართლიანი, მიუკერძოებელი, ინკლუზიური, ხელმისაწვდომი და ეფექტიანი სასამართლო სისტემა კანონის უზენაესობის იმ ვალდებულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირის წევრ და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ყველა სახელმწიფოს ეკისრება. ევროკავშირის წევრმა და წევრობის კანდიდატმა სახელმწიფოებმა, მათ შორის, საქართველომ, უნდა უზრუნველყონ, რომ მართლმსაჯულების განხორციელების წესები და პროცედურები ემყარებოდეს ადამიანის უფლებებს და შეესაბამებოდეს ევროკავშირის კანონმდებლობას, ძირითად უფლებათა ქარტიასა და საერთაშორისო სტანდარტებს.   ამისათვის აუცილებელია სასამართლო სისტემაზე გარე გავლენების აღმოფხვრის მტკიცე ნება და შესაბამისი ფინანსური რესურსებისა და სწავლების უზრუნველყოფა. უნდა არსებობდეს სამართლიანი სასამართლო პროცედურების ჩატარების სამართლებრივი გარანტიები. ევროკავშირი საქართველოს კანონის უზენაესობის პრინციპებისა და სტანდარტების პატივისცემისა და დაცვის უზრუნველყოფაში ეხმარება. ევროკავშირი სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას, დაეხმაროს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მუშაობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესაბამისად. ევროკავშირის მხარდაჭერა ორიენტირებულია დანაშაულის პრევენციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ასევე პრობაციისა და პენიტენციური სისტემების შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ევროკავშირი გააგრძელებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებას, გენდერული და ოჯახში არსებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, აღდგენითი მართლმსაჯულების და არასაპატიმრო ღონისძიებების ხელშეწყობას, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. კითხვა: ნიშნავს თუ არა კანდიდატის სტატუსი იმას, რომ ევროკავშირი უფრო მეტ ძალისხმევას გასწევს საქართველოში უმცირესობებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად? პასუხი: ადამიანის უფლებები და უმცირესობების დაცვა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებებია, რაც აუცილებელია სამართლიანი და ინკლუზიური დემოკრატიისათვის. კითხვა: როგორ აისახება საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონებთან დაკავშირებული ვითარება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე? აპირებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას? პასუხი: ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული კონფლიქტის მოგვარების საკითხებში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მეშვეობით, რომელიც ადგილზე იმყოფება 2008 წლიდან. საქართველოს ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევალი ვერ და არ იქნება. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესით სარგებელი საქართველოს მთელმა მოსახლეობამ მიიღოს. უნდა შეიქმნას მეტი შესაძლებლობა დეიზოლაციისათვის და გაყოფილ საზოგადოებებს შორის კონტაქტების დასამყარებლად, მათ შორის, უნდა ჩამოყალიბდეს უფრო სტრუქტურირებული კონტაქტები ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შემდგომი გაძლიერების შედეგად, საქართველო ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონებში მცხოვრებთათვის აუცილებლად გახდება მიმზიდველი. ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის სარგებელი საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონებში მცხოვრებთათვისაც იყოს ცნობილი და მიმზიდველი. კითხვა: შეიძლება თუ არა შეასუსტოს შენგენის ზონის წევრობის პერსპექტივა იმ გარემოებამ, რომ საქართველოს ევროკავშირთან უშუალო სახმელეთო საზღვარი არ აქვს. პასუხი: შენგენის ზონა საზღვრის ტიპით არ განისაზღვრება. ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა (მალტა, კვიპროსი, ირლანდია) შენგენის ზონის წევრია, თუმცა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მათ სახმელეთო საზღვარი არ აქვთ. თუ საქართველო შენგენის ზონას შეუერთდება, შენგენის ზონის სხვა ქვეყნებთან საჰაერო ან საზღვაო საზღვრების გადაკვეთისას სასაზღვრო შემოწმება აღარ იქნება საჭირო. ანუ თბილისიდან ლისაბონში თვითმფრინავით ან ფოთიდან ვარნაში გემით გამგზავრება პასპორტის შემოწმების პროცედურის გავლის გარეშე იქნება შესაძლებელი. თუმცა შენგენის ზონაში გაწევრიანებამდე საქართველომ აღნიშნული ზონის საერთო წესები უნდა დააკმაყოფილოს. კერძოდ, ეს წესები შეეხება საქართველოს იმ სახმელეთო საზღვრებს, რომლებიც მას ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებთან აქვს, რადგან ეს საზღვრები ევროკავშირის გარე საზღვრები გახდება. მოთხოვნები შეეხება ევროკავშირის გარე საზღვრების კვეთას, მათ შორის, ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა სავიზო შემოწმება, შესვლის პირობების ჰარმონიზაცია, ტრანსსასაზღვრო საპოლიციო თანამშრომლობა და უფრო მჭიდრო სასამართლო თანამშრომლობა ექსტრადიციის და სისხლის სამართლის გადაწყვეტილებების აღსრულების უფრო სწრაფი სისტემის დანერგვის გზით. კითხვა: შეუძლია თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, გააუმჯობესოს შრომითი უფლებები საქართველოში და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა გაუადვილოს? ელჩის პასუხი: ევროკავშირი და საქართველო ერთად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაოსა და შრომის ბაზრის განვითარებაზე მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გაფართოების, შრომის პოლიტიკის გაუმჯობესების და მეწარმეობის სწავლების მხარდაჭერის საშუალებით.  ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, საქართველომ დასაქმებისა და შრომის სფეროში არსებული მთელი თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონთა კრებულთან, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს, და მისი აღსრულება უზრუნველყოს. ეს სამუშაო პირობებთან, სამუშაო საათებთან, დისკრიმინაციის აკრძალვასთან და თანამშრომელთა სხვა უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებულ დადებით ცვლილებებს მოიცავს. ვინაიდან ევროკავშირის წევრობა საბოლოო ჯამში „ოთხი თავისუფლების“ – საქონლის, კაპიტალის, მომსახურებისა და ადამიანების გადაადგილების თავისუფლების მიღებას და ამ თავისუფლებებით სარგებლობას ნიშნავს – როგორც კი საქართველო ევროკავშირში შევა, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სრული შრომითი უფლებებით ისარგებლებენ. მათ შორისაა სოციალური დაცვა და სავალდებულო დაზღვევა, ოფიციალური დასაქმება, ხელფასები და პენსიები. გაწევრიანების პროცესში საქართველოს მთავრობას მოუწევს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შრომის სტანდარტებისა და სოციალური დაცვის კუთხით არსებული აცდენები გამოასწოროს. კითხვა: ევროკავშირის პარტნიორობა საქართველოსთან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელს როგორ უწყობდა და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას კიდევ უფრო მეტად როგორ გააძლიერებს? პასუხი: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან ძლიერია და 30 წელზე მეტი ხნის მჭიდრო პარტნიორობას ეფუძნება. ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი და უდიდესი საერთაშორისო დონორია.  ევროკავშირის ყველა პარტნიორს შორის საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთ უმაღლესი დონის დახმარებას იღებს და ამჟამად ჩვენ ყოველწლიურად საქართველოს მისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად 85 მილიონ ევრომდე საგრანტო სახსრებს ვაძლევთ. ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განსახორციელებლად, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირმა უკვე მოახდინა საჯარო და კერძო ინვესტიციების სახით 1,9 მილიარდი ევროს მობილიზება ციფრული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კავშირების გასაძლიერებლად როგორც საქართველოში, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს, ადამიანებს ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით და ფიზიკურად აკავშირებს, საბოლოო ჯამში, საქართველოში ცხოვრების გასაუმჯობესებლად. უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ევროპის ქვეყნებში თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობით ასევე მილიონზე მეტმა ქართველმა ისარგებლა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის წყალობით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის ზრდა გაგრძელდება, რადგან საქართველო თავის კანონმდებლობას, კანონებსა და სტანდარტებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან აახლოებს. ევროკავშირთან მეტი დაახლოებით, საქართველო ევროკავშირის მომავალზე ორიენტირებული კანონმდებლობისგან სარგებელს მიიღებს ბევრ სფეროში, როგორიცაა ევროკავშირის მწვანე შეთანხმება, საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა, კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ და მრავალი სხვა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ექსპერტიზის, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის საშუალებით. კითხვა: გააცოცხლებს თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი სოფლის მეურნეობას და დაეხმარება თუ არა საქართველოს სოფლის მოსახლეობას? პასუხი: სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ მას საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ინტეგრირებისთვის მზადების პროცესში მეტი დაფინანსების მიღება შეუძლია. ზოგადად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები სოფლის მეურნეობის სფეროში მხარდაჭერას და შეღავათებს იღებენ, როგორც გაწევრიანების წინა დახმარების ნაწილს. ასე რომ, საქართველომ შესაძლოა დამატებითი მხარდაჭერა მიიღოს, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სურსათის უვნებლობის წესებთან და ევროკავშირის „ფერმიდან – ჩანგლამდე“ სტრატეგიასთან, რომელიც მწვანე შეთანხმების ფარგლებში შექმნილია, რომ სასურსათო სისტემები სამართლიანი, ჯანსაღი და მდგრადი გახდეს. საქართველოს ასევე შეუძლია, ბაზარზე სასარგებლო წვდომა მოიპოვოს. ახალი რეგულაციების შესრულების დაჩქარება, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობის და ხარისხის მენეჯმენტის შესაბამისობას ევროკავშირის სტანდარტებთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის საერთაშორისო და ევროკავშირის ბაზრებზე წვდომას ხელს შეუწყობს. საქართველოს შეუძლია, ისარგებლოს სოფლის განვითარების ინიციატივებით, რადგან ევროკავშირი სოფლის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევს. როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ შეიძლება მიიღოს იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას და სოფლად ცხოვრებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შესაბამისად, ევროკავშირი ასევე ხელს უწყობს მდგრადი მეურნეობის პრაქტიკას. გაწევრიანების პროცესმა უნდა წაახალისოს საქართველო, მიიღოს ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობიანი აგროეკოსისტემების განვითარებას, რაც სოფლის მიმზიდველობას შეინარჩუნებს, ფერმერებისთვის სამართლიან შემოსავალს და ასევე სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უფრო მეტიც, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები ხშირად იღებენ მხარდაჭერას სასწავლო და შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამებისთვის, რომლებიც ფერმერების, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების და ამ სფეროში პოლიტიკის შემქმნელების უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამან შეიძლება სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციას და ეფექტიანობას ხელი შეუწყოს. ეს ყველაფერი საქართველოს სოფლის მეურნეობასა და სურსათის წარმოებას დაეხმარება. და თუ გავითვალისწინებთ საქართველოს პროდუქციის ხარისხს, მოუთმენლად ველი, რომ უფრო მეტი ეს პროდუქცია ევროკავშირის მაღაზიების თაროებზე დავინახო. სხვა კითხვები ეკონომიკური განვითარების შესახებ კითხვა: გეგმავს თუ არა ევროკავშირი ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც საქართველოს სატრანსპორტო ქსელების მოდერნიზებაში და მისი ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდაში დაეხმარება? პასუხი: საქართველომ უკვე მიიღო ევროკავშირის დახმარება სატრანსპორტო სისტემების მოდერნიზებისა და მდგრადობის ხარისხის გასაზრდელად.  დახმარების ფარგლებში თბილისსა და ბათუმში შეიქმნა ისეთი ახალი ელექტრო ავტობუსების პარკი, რომელიც აკმაყოფილებს მაღალ ტექნიკურ სტანდარტებს და აქვს ექსპლუატაციის უსაფრთხოებისა და საიმედოობის მაღალი დონე, რაც მგზავრების კომფორტს უზრუნველყოფს. ახალი ავტობუსებით მგზავრობა გაადვილებულია ყველა მგზავრისთვის, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის, როგორებიც არიან ხანდაზმულები და შშმ პირები. ევროკავშირმა საქართველოს ტექნიკური დახმარება სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებაშიც გაუწია, კერძოდ, ევროკავშირი საქართველოს დაეხმარა რკინიგზის სექტორის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ ევროკავშირის შესაბამის სტანდარტებსა და რეგულაციებთან ეროვნული კანონმდებლობისა და სარკინიგზო სექტორის ეტაპობრივად ჰარმონიზაციაში. ბანკთან, KfW-თან ერთად, აპირებს, იმუშაოს ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემის, აგრეთვე მდგრადი ტრანსპორტის სხვა ინფრასტრუქტურის განვითარების, მათ შორის, ავტობუსის პრიორიტეტული ზოლებისა და ფეხით მოსიარულეთათვის ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით. ახალგაზრდები კითხვა: გაზრდის თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქართველი ახალგაზრდებისთვის ევროკავშირში განათლების მიღებისა და საქართველოში გაცემული დიპლომის აღიარების შესაძლებლობას? რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოს განათლების სისტემაზე? პასუხი: ევროკავშირი საქართველოს დიდი ხნის პარტნიორია განათლების სფეროში. საქართველო სარგებლობს ევროკავშირის ერასმუს+ პროგრამით, რომელიც ქვეყანას სთავაზობს კრედიტების საერთაშორისო მობილობას, Erasmus Mundus-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს, შესაძლებლობების გაძლიერებას უმაღლეს განათლებაში, ჟან მონეს პროგრამას.  სტუდენტებს შეუძლიათ მოითხოვონ გრანტი თავიანთი უნივერსიტეტიდან მოკლევადიანი მობილობისთვის 2-დან 12 თვემდე ან ჩაირიცხონ Erasmus Mundus-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებზე საკუთარი დაფინანსებით. კანდიდატის სტატუსის პირობებში, ევროკომისია მხარს დაუჭერს საქართველოს განათლების სისტემის ჰარმონიზაციას ევროკავშირის პრაქტიკასთან და რეკომენდაციებთან, რითიც ხელს შეუწყობს ქართველ სტუდენტებს, ჩამოყალიბდნენ ევროკავშირის ხვალინდელ მოქალაქეებად. მაგალითად, საქართველო მონაწილეობას მიიღებს ე.წ. „ევრიდიკეს ქსელში“ (Eurydice Network), რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს, გაეცნოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში განათლების სისტემების ორგანიზებასა და ფუნქციონირებას. გარდა ამისა, საქართველოს ცოტა ხნის წინ შესთავაზეს წარმომადგენლების წარდგენა ევროპის განათლების სივრცეში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად. 2007 წლიდან ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის მიერ პროფესიული განათლებისა და სასწავლო სისტემის რეფორმირებას, პროგრამების შინაარსობრივი მხარის მოდერნიზაციას, დამსაქმებლებთან პარტნიორობის შექმნას, მოქალაქეების ინფორმირებას არსებული შესაძლებლობების შესახებ და ასევე ახალი შესაძლებლობების შექმნას. საქართველოს კანდიდატის სტატუსი საშუალებას აძლევს პროფესიულ საგანათლებლო დაწესებულებებს, მათ პედაგოგებსა და სტუდენტებს, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ ინიციატივებში და გაცვალონ არსებული საუკეთესო პრაქტიკა ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან. კულტურა კითხვა: რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს კულტურისათვის? პასუხი: ევროპა არის საერთო ღირებულებების მქონე კულტურულად მრავალფეროვანი საზოგადოება, რომელშიც საქართველომ თავისი მდიდარი კულტურით მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში. საქართველოს მოქალაქეები უკვე სარგებლობენ „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობებით, რაც ორგანიზაციებსა და ხელოვანებს საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობისა და ხელოვნების ნიმუშების ერთობლივად შექმნის საშუალებას აძლევს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ, ბალერინა ნათია ბუნტური, რომელსაც კულტურული მობილობის შესაძლებლობება მიეცა. პროგრამა „ევროკავშირი კულტურისათვის“ (EU4Culture) ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეგიონული პროექტები ხელს უწყობს კულტურათაშორის დიალოგს და ცოდნის გაზიარებას, მათ შორის, კულტურულ გაცვლა-გამოცვლას და ხალხთა შორის კონტაქტების დამყარებას, რაც, თავის მხრივ, სოციალური და ეკონომიკური განვითარების საწინდარია. საქართველოსთვის მინიჭებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობას. გარდა ამისა, ევროკავშირი პატივს სცემს და ხელს უწყობს საქართველოს უნიკალურ კულტურას, რაც შემოქმედებითი დარგების შენარჩუნებასა და განვითარების დაფინანსებას ითვალისწინებს. საქართველოს დიდი და პატარა ისტორიული ქალაქები ხშირად ისეთი გამოწვევების წინაშე დგანან, რომლებიც მოსახლეობას უკეთესი ცხოვრების საძიებლად სხვა ადგილებში წასვლისკენ უბიძგებენ. ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ევროკავშირი ხელს უწყობს იმ შესაძლებლობების გამოვლენას, რომლებიც კულტურულ მემკვიდრეობას განვითარებისა და მეწარმეობის წყაროდ გარდაქმნიან. ეს გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებას მდგრადი ტურიზმისა და ვაჭრობის საშუალებით. ევროკავშირის დახმარებით, ისტორიაში პირველად, საქართველოს რამდენიმე ქალაქმა კულტურული განვითარების სტრატეგიების მომზადება დაიწყო. ეს კულტურული და შემოქმედებითი დარგების პოტენციალის შესწავლისა და ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების უნიკალური შესაძლებლობაა. გარემოს დაცვა კითხვა: გაუმჯობესდება თუ არა საქართველოში ნარჩენების მართვა ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით? პასუხი: ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად გახდომამდე საქართველომ ნარჩენების მართვის საკუთარი სისტემა ევროკავშირის ნორმებს უნდა დაუახლოვოს.  ევროპული მწვანე შეთანხმება ევროკავშირის ახლანდელ და მომავალ წევრ ქვეყნებს 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობისკენ, ხოლო 2030 წლისთვის – სათბურის აირების, სულ მცირე, 55%-ით შემცირებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირის ნარჩენების ჩარჩო დირექტივა ევროპული მწვანე შეთანხმების ფარგლებში ქვეყნებს ავალდებულებს, უზრუნველყონ ნარჩენების მართვა იმგვარად, რომ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, გარემო და ბიომრავალფეროვნება რისკის ქვეშ არ დადგეს, არ გაიზარდოს ხმაური და სოფლად არაპროპორციულად უარყოფითი შედეგები არ მივიღოთ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ნარჩენების წარმოქმნის პრევენციაზე, ხოლო შემდეგ – ნარჩენების ხელახალი გამოყენებისთვის მომზადებაზე, გადამუშვებაზე, აღდგენასა და განთავსებაზე. მუნიციპალური ნარჩენების ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების მაჩვენებელი ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს და 2025 წლისთვის 65%-ს მიაღწიოს. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოება და მოხმარება უფრო მდგრადი გახდება. ამისათვის აუცილებელია საზოგადოების სისტემური და პროაქტიური ცვლილება და წარმოების სტიმულირება. რეგიონული პროგრამების მეშვეობით, როგორებიცაა EU4Environment, აგრეთვე ნარჩენების მართვასა და ცირკულარულ ეკონომიკასთან დაკავშირებული ორმხრივი პროექტები, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ისეთ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ცირკულარული ეკონომიკის ინსტრუმენტების დანერგვასა და ნარჩენების პრევენციის ხელშეწყობას. ევროპული საფინანსო ინსტიტუტების მეშვეობით, ევროკავშირმა ინვესტიციები განახორციელა ისეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ ობიექტებში, როგორებიცაა ნაგავსაყრელები და გამწმენდი ნაგებობები. გარდა ამისა, საქართველოს ცირკულარული ეკონომიკის შესახებ წარმოებულ დისკუსიებსა და ეროვნულ კანონმდებლობაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) ცნების დანერგვა მწვანე შეთანხმებისა და ცირკულარულ ეკონომიკასთან დაკავშირებულ მის სამოქმედო გეგმასთან შესაბამისობის უზრუნველყოფისაკენ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. საბოლოო ჯამში, ნარჩენების მართვის სექტორის გაუმჯობესება არა მხოლოდ ეხმარება ქვეყანას ევროკავშირისაკენ მომავალ გზაზე, არამედ აუმჯობესებს მისი მოსახლეობის საარსებო პირობებს, აძლიერებს ეკონომიკას და იცავს ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას. ციფრული ტრანსფორმაცია კითხვა: რა გავლენას მოახდენს საქართველოზე, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაზე, ევროკავშირის კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ? დაეკისრება თუ არა საქართველოს ახალი ვალდებულებები ხელოვნური ინტელექტის სფეროში? პასუხი: ევროკავშირის ახალი კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ მიზნად ისახავს ევროკავშირის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და დემოკრატიის დაცვას, ხოლო ბიზნესს განვითარებისა და გაფართოების შესაძლებლობას აძლევს.  ევროკავშირის კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ მკაცრ ვალდებულებებს დაუწესებს ხელოვნური ინტელექტის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სისტემების პროვაიდერებს. ის ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით განსაზღვრავს ისეთ მოთხოვნებს, როგორებიცაა მონაცემთა ხარისხი, დოკუმენტირება და მიკვლევადობა, გამჭვირვალობა, ადამიანის მიერ გაწეული ზედამხედველობა, სიზუსტე, კიბერუსაფრთხოება და საიმედოობა. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის პროვაიდერებს, ხელოვნური ინტელექტის სისტემის ბაზარზე განთავსებამდე, მოუწევთ შესაბამისობის შეფასების ჩატარება კანონთან მისი თავსებადობის დასამტკიცებლად. დაინერგება ხარისხისა და რისკების მართვის სისტემები მომხმარებლებისა და დაზარალებული პირებისათვის რისკების შესამცირებლად, აგრეთვე სავალდებულო გახდება რეგისტრაცია ევროკავშირის მონაცემთა ბაზაში. ყოველივე ზემოაღნიშნული სავალდებულო გახდება, რათა აღმოიფხვრას რისკების პრობლემა. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, საქართველოს მოუწევს საკუთარი კანონმდებლობის ევროპულ ნორმებთან დაახლოება და მათი დანერგვა. ეს ხელოვნურ ინტელექტსაც შეეხება. ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება უსაფრთხო და დემოკრატიული, თუ მისი ყველა ახლანდელი და მომავალი წევრი სახელმწიფო აღნიშნულ ნორმებს მიჰყვებიან.  

ევროკავშირის ელჩი: დრო იწურება და საჭიროა პროგრესის მიღწევა - საგზაო რუკა ძალიან მკაფიოა: 9 ნაბიჯი

„ვიმედოვნებ, რომ საქართველო სრულად გამოიყენებს დარჩენილ დროს მომავალ ევროპულ საბჭომდე, რათა მოხდეს საკმარისი პროგრესის მიღწევა იმისთვის, რომ ქვეყანამ შემდგომ ეტაპზე - მოლაპარაკებების გახსნაზე გადაინაცვლოს,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, "საქართველო, რომელიც უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით აბსოლუტურად ყველა პარამეტრით ლიდერია, არის დაჩაგრული, ევროკავშირის მხრიდან ეს უსამართლობა ძალიან სამწუხაროა". „ბრიუსელში გუშინ და დღეს მიმდინარეობს ევროპული საბჭოს სხდომა, ევროკავშირის 27 ლიდერის შეხვედრა. დღის წესრიგი ძალიან დატვირთულია. მათ განიხილეს ბევრი სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, გაფართოება. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი საშინაო დავალება ევროკავშირის შიგნით გრძელდება. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით გაფართოების საკითხს, სერიოზულად ვეკითხებით ახალი წევრების მიწვევას. ლიდერებმა დაავალეს ევროკომისიას, რომ მოამზადოს ნიადაგი დიდი გაფართოებისთვის, ასე რომ, მუშაობა გრძელდება. მეორე მხრივ, ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს, ევროკავშირს შეუერთდეს, რომ დააჩქაროს მზადება. ძალიან კარგი ამბავია უკრაინისა და მოლდოვისთვის, ბრწყინვალე ამბავია ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, რადგან ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გახსნან გაწევრიანების მოლაპარაკებები. ლიდერებმა მოუწოდეს საქართველოს, გააძლიეროს რეფორმები, განახორციელოს 9 ნაბიჯი. ჯერ კიდევ არის დრო და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საკმარისი პროგრესის მიღწევა მოხდება იმისთვის, რომ საქართველომ ასევე გადაინაცვლოს შემდეგ ეტაპზე, რომელიც არის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, მაგრამ ეს მოითხოვს სერიოზულ მუშაობას. დრო იწურება და საჭიროა პროგრესის მიღწევა. საგზაო რუკა ძალიან მკაფიოა - 9 ნაბიჯი. ჩვენ უნდა დავსხდეთ ერთად და უზრუნველვყოთ, რომ არ გაიფლანგოს დრო და რომ მომავალ რამდენიმე თვეში გვქონდეს საკმარისი პროგრესი ისე, რომ შემდგომ ეტაპზე გადანაცვლება შევძლოთ,“ - აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, როგორც ევროკავშირის ელჩი, მოხარულია, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინამ მიაღწია საკმაო პროგრესს, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში ისე, რომ ლიდერებმა ქვეყანას პოზიტიური სიგნალი მისცეს. „ასევე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს შემთხვევაშიც, ჩვენ გვექნება პოზიტიური სიახლე, რომ მომავალ ევროპულ საბჭომდე დარჩენილ დროს, რომელიც გაფართოებაზე იქნება ორიენტირებული, საქართველოში ყველა სრულად გამოიყენებს, რათა მოხდეს საკმარისი პროგრესის მიღწევა იმისთვის, რომ საქართველოს შემთხვევაშიც გვქონდეს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა. თუკი თქვენ მეკითხებით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ გადავიდეს შემდგომ ეტაპზე - გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე - გთხოვთ, შეხედოთ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯს. აქ შავით თეთრზე წერია, რა უნდა გაკეთდეს და რას ველოდებით,“ - აღნიშნა ელჩმა. ამასთან, ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ეუთოს წევრი ქვეყნები მაქსიმალურ რესურს წარმოადგენენ, რათა უზრუნველყოფილი იქნას ძლიერი სადამკვირვებლო პროცესი არჩევნებისთვის. „ჩვენ, ვიცით, რა თქვა ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ვენეციის კომისია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტია. პარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩვენ დავეხმარებით და ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესი იმდენად თავისუფალი და სამართლიანი იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია,“აღნიშნა ელჩმა. კითხვას, უნდა იყოს თუ არა საქართველოში კოალიციური მთავრობა, ელჩის თქმით, ეს მხოლოდ ამომრჩეველთა გადასაწყვეტია. „ქართველ ამომრჩევლებზეა დამოკიდებული ის, თუ როგორი ხელისუფლება სურთ მათ. მე მხოლოდ შემიძლია გიბიძგოთ, რომ საარჩევნო კამპანია იყოს თავისუფალი, სამართლიანი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ წარმოადგინონ თავისი პროგრამა, რომ ჩაატარონ კამპანია. მხოლოდ ამომრჩევლებზე იქნება დამოკიდებული, რომ ფარული ხმის მიცემის პროცესით გადაწყვიტონ, ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში მომავალში. ჩვენ ყველას გვსურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში. ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუკავშირდა ოდირს არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ახლა ეუთოს ყველა წევრი სახელმწიფო წარმოადგენს საკმარის რესურსს, რომ გვქონდეს ძლიერი სადამკვირვებლო პროცესი არჩევნებზე. ჩვენ, ასევე, ვიცით, რა თქვა ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ვენეციის კომისია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტია. პარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩვენ დავეხმარებით და ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესი იმდენად თავისუფალი და სამართლიანი იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით,“ - განაცხადა ჰერჩინსკიმ. ელჩი არჩევნებში ქართული დიასპორის მონაწილეობის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში ამისთვის ოქროს სტანდარტი არ არსებობს, თუმცა მოქალაქეებს მათი განსახლების არეალის მიუხედავად უფლება აქვთ, გამოხატონ თავისი პოზიცია თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით. „ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას აქვს განსხვავებული წესი და რეგულაცია, როდესაც საქმე ეხება არჩევნებში დიასპორის მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, არ არსებობს ოქროს სტანდარტი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს, მათი განსახლების ადგილის მიუხედავად, ჰქონდეს უფლება გამოხატოს თავისი პოზიცია თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით, ფარულობის დაცვით,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

დიალოგის გასაძლიერებლად 27 წევრ სახელმწიფოდან რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი იგეგმება - ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირი გაფართოების შესახებ ანგარიშის მომზადების პროცესშია, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განუცხადა. „საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ჩვენ ყველამ აღვნიშნეთ ეს ისტორიული ნაბიჯი. გადაწყვეტილება ერთხმად იყო მიღებული 27-ვე წევრი ქვეყნის მიერ, თუმცა სრულუფლებიანი წევრობისთვის საქართველოს სჭირდება ცვლილებები და ეს ცვლილებები უნდა იყოს ტრანსფორმაცია. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო მზად იყოს, გახდეს ევროკავშირის წევრ. ეს ხელსაყრელი იქნება როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის. სწორედ ამიტომ გვჭირდება რეფორმები, ზოგიერთი მათგანი არ არის მარტივი, სჭირდება ბევრი ძალისხმევა და ყველას ჩართულობა. გზამკვლევის უზრუნველყოფისთვის, კანდიდატის სტატუსთან ერთად, ჩვენ შევიმუშავეთ ე.წ. ცხრა ნაბიჯი. ეს არის რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს წინსვლისთვის. ჩვენ შევაფასებთ გასული წლის ოქტომბრიდან ამ წლის ოქტომბრამდე პროგრესს. მუშაობა გრძელდება, ძალიან ბევრი პოზიტიური ელემენტია. ჩვენ ვხედავთ ვალდებულებას, თავდადებას, საკანონმდებლო ინიციატივებს. ამავდროულად, რჩება ღია საკითხები, სადაც გვჭირდება დასხდომა, განხილვა და საუბარი,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. პაველ ჰერჩინსკის თქმით, მისი, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს კონტაქტების ინტენსიურობა, რამდენადაც ეს შესაძლებელია. „ვაპირებთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტის განხორციელებას, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და 27 წევრ სახელმწიფოს, დიალოგის გასაძლიერებლად. რატომ? რადგან ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. ეს ძვირფასი დროა. ჩვენ უკვე გაფართოების შესახებ ანგარიშის მომზადების პროცესში ვართ, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება, ევროკომისიისგან რეკომენდაციებით, წავიწიოთ წინ შემდეგი ნაბიჯისკენ თუ მოვიცადოთ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საკმარისი პროგრესი იქნება, რათა შევძლოთ ჩვენი წევრი ქვეყნებისთვის შემდგომ ეტაპზე გადასვლის შეთავაზება,“ – აღნიშნა ჰერჩინსკიმ. კითხვაზე, რა იგულისხმება ღია საკითხებში, ჰერჩინსკიმ განცხადა, რომ ღია საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირი გულწრფელია. მისივე თქმით, ცხრა ნაბიჯი მოიცავს საკმაოდ სერიოზულ რეფორმებს, მათ შორის, სენსიტიურ სფეროებში. „რა თქმა უნდა, არსებობს ღია საკითხები და ჩვენ ძალიან გულწრფელები ვართ მათ შესახებ. ეს ბუნებრივია. თუ გადახედავთ ცხრა ნაბიჯს, ის მოიცავს საკმაოდ სერიოზულ რეფორმებს, მათ შორის ძალიან სენსიტიურ სფეროებში, მათ შორის, მართლსამსაჯულების რეფორმებს. სწორედ ამიტომ გვჭირდება საუბარი, ერთმანეთის არგუმენტების მოსმენა და რაც ყველაზე მთავარია, ევროკავშირს სურს , რომ საქართველო გახდეს მისი წევრი და ასევე პარლამენტშიც ყველა პოლიტიკურ პარტიას ზუსტად იგივე სურვილი აქვს. ასე რომ, თუ არსებობს ნება, დარწმუნებული ვარ, გამოსავალიც იქნება,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია. პაველ ჰერჩინსკიმ ცესკოს დაკომპლექტების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს კიდევ ერთი საკითხია, სადაც ჩვენ დიალოგის გაგრძელება გვჭირდება ევროკომისიასა და საქართველოს შორის. „თავისუფალი და სამართლიანი პროცესი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთია. საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია საერთაშორისო სტანდარტების განმსაზღვრელია, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ საქართველოს პარლამენტს, კონსულტაცია გაიაროს ყველა დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია არჩევნებზე,“ – განაცხადა ელჩმა. ჰერჩინსკის თქმით, ვენეციის კომისია მკაფიო იყო რეკომენდაციებში. „კანონი, რომელსაც ხელი მოეწერა, შეიცავს ვენეციის კომისიის მრავალ რეკომენდაციას, თუმცა სამწუხაროდ, ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული“, – განაცხადა ელჩმა.  

პაველ ჰერჩინსკი: ვხედავთ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას, ეს უნდა მოხდეს უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით

„სრულად დამოუკიდებელი, სრულად პროფესიონალური მართლმსაჯულების სისტემა, ყველა დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტია, სწორედ ამიტომ, გაფართოების სიაში მყოფი ყველა ქვეყნისა და ასევე ყველა წევრ ქვეყანაში, ევროკომისია სასამართლო რეფორმას ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს,“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთია. „ეს არის ასევე ერთ-ერთი ცხრა ნაბიჯიდან. თუ გადახედავთ, გაფართოების შესახებ პირველ ანგარიშს, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით გასულ წელს მომზადდა და გამოქვეყნდა, ვხედავთ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას, ეს უნდა მოხდეს უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით. როგორ უნდა გაკეთდეს ეს, რა პროცესი უნდა იყოს, ამის განხილვა საჭიროა ქართველ კოლეგებთან ერთად. მზად ვართ ყველა საჭირო დახმარებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, რომელიც ევროკომისიას უკვე აქვს სხვა ქვეყნებთან მუშაობის პერიოდიდან, რომლებიც გაფართოების გზაზე არიან. მიზანი სრულად პროფესიონალური, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ქონაა საქართველოში, რათა საქართველო გახდეს ძლიერი დემოკრატია,“ – განაცხადა ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ირაკლი კობახიძე: ველოდებით არგუმენტებს, რომ ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს  

ევროკავშირის ელჩი: მოხარული და ამაყი ვარ, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ნაკრებს და გულშემატკივრებს გუნდის უდიდედი წარმატება მიულოცა. „მოხარული და ამაყი ვარ, რომ საქართველო მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე. გულწრფელად ვულოცავ საქართველოსა და ყველა ქართველს გუშინდელი შესანიშნავი საფეხბურთო მატჩის გამო. ძალიან ემოციური იყო, მოხარული და ამაყი ვარ, რომ საქართველო მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე და თითებგადაჯვარედინებული ველოდები, ვულოცავ გუნდს, ყველას, ვინც გულშემატკივრობდა მათ,“ – განაცხადა ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

ელჩი: რთული იქნება ევროკომისიისთვის, გააკეთოს პოზიტიური შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში

„ეს კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან და განსაკუთრებით არსებულ კონტექსტში ძალიან რთული იქნება ევროკომისიისთვის, რომ გააკეთოს პოზიტიური შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში,“ - ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინკიმ კითხვას, შეიძლება თუ არა, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გახდეს დაბრკოლება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ გამოინახება გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მარგინალიზების, გვერდზე გაწევისა და სტიგმატიზირების გარეშე. „მე მესმის, რომ ეს მხოლოდ შეთავაზებაა, რომ ჯერ კიდევ უნდა იყოს დისკუსია, რომელიც რამდენიმე კვირის და შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ გზა გამოინახება გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რაც არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მარგინალიზების, გვერდზე გაწევისა და სტიგმატიზირების გარეშე, რომლებიც ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან როლს ნებისმიერ დემოკრატიაში, მათ შორის, საქართველოში, რომელიც ადგას ევროპისკენ მიმავალ გზას“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ. მისივე თქმით, ევროკავშირი გამოაქვეყნებს გაფართოების ანგარიშს რეკომენდაციებთან ერთად ოქტომბერში და ეს რეკომენდაციები იქნება პოზიტიური ან ნეგატიური - ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად და გადამწყვეტად შესრულდება 9 ნაბიჯი. „ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო. ყველა ინგრედიენტი არსებობს იმისთვის, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწიოს და გადაინაცვლოს შემდეგ ეტაპზე და გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება მალე, 9-ვე ნაბიჯი უნდა შესრულდეს რაც შეიძლება სწრაფად, რადგან უკვე დავიწყეთ მომავალი გაფართოების ანგარიშის შედგენა. იგივე პროცესს გავივლით, რაც შარშან, გავივლით კონსულტაციას ყველასთან, ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ მთავრობასთან, მაგრამ ასევე, რა საკვირველია ვსაუბრობთ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ევროკავშირი გამოაქვეყნებს გაფართოების ანგარიშს რეკომენდაციებთან ერთად ოქტომბერში და ეს რეკომენდაციები იქნება პოზიტიური ან ნეგატიური და ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და გადამწყვეტად შესრულდება 9 ნაბიჯი საქართველოში. ასე რომ, გულწრფელად ვიმედოვნებთ, პროცესი დაჩქარდება და 9-ვე ნაბიჯზე დიდი პროგრესი მიიღწევა ისე, რომ ევროკომისიამ შეძლოს პოზიტიური რეკომენდაციის გაცემა და წევრმა სახელმწიფოებმა მიმდინარე წლის დეკემბერში შეძლონ, დაეთანხმონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას საქართველოსთან და ჩვენ ყველამ შევძლოთ, ვიზეიმოთ ეს მიმდინარე წლის დეკემბერში ისე, როგორც შარშან დეკემბერში ვიზეიმეთ, მაგრამ ეს მთლიანად ქართული პოლიტიკური ელიტის ხელშია,“ - აღნიშნა ელჩმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

პაველ ჰერჩინსკი: გამჭვირვალობა არ უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვისა და სტიგმატიზირების საბაბი

„ჩვენ ყველა ვემხრობით გამჭვირვალობას, მაგრამ ეს არ უნდა განხორციელდეს იმ ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი სამუშაოს შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ ასრულებენ,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „სამწუხაროდ, არსებობს გარკვეული ღიად დარჩენილი საკითხები, რომელიც საჭიროებს შემდგომ განხილვებს, რომელთან დაკავშირებითაც საჭიროა უკეთ გაგება ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის და სამწუხაროდ, არსებობს საკითხი, ბოლო საკანონმდებლო ინიციატივა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ჩვენი აზრით, შეუთავსებელია ევროკავშირს ნორმებსა და ღირებულებებთან, როგორც უკვე გარკვევით ითქვა უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის მიერ,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. მისი თქმით, სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება აბსოლუტურად აუცილებელია ყველა დემოკრატიისთვის, მათ შორის განსაკუთრებით საქართველოსთვის, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნისთვის. „ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადება ძალიან ნათელი იყო. ეს განცხადება გავრცელდა ამ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენიდან მხოლოდ 24 საათში. სერიოზულად შეშფოთებული ვართ. გამჭვირვალობის შესახებ ლეგიტიმური შეშფოთება არ უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვისა და სტიგმატიზირების საბაბი. სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება აბსოლუტურად აუცილებელია ყველა დემოკრატიისთვის, მათ შორის განსაკუთრებით საქართველოსთვის, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნისთვის. უბრალოდ, ეს კანონი არ არის კარგი. ეს არ არის არც ევროპული კანონი და არც ამერიკული კანონი. მე მესმის შეშფოთება გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე მესმის, რომ არსებობს სხვა გზებიც გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ყველა ვემხრობით გამჭვირვალობას, მაგრამ ეს არ უნდა განხორციელდეს იმ ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი სამუშაოს შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ ასრულებენ,“ - აღნიშნა ელჩმა.  

პაველ ჰერჩინსკი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ არის კარგი, არც ევროპულია და არც ამერიკული

„ჩვენ ყველანი გამჭვირვალობის მომხრეები ვართ, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს იმ ძალიან კარგი და არსებით სამუშაოს შესაძლებლობის შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ ასრულებენ,“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არც ევროპული და არც ამერიკული არ არის. „ევროკავშირის უმაღლესი წარმოამდგენლის, ბორელის პრესსპიკერმა ძალიან მკაფიო განცხადება გაავრცელა. განცხადება გამოქვეყნდა ამ ინიციატივის ხელახლა წარდგენიდან სულ რაღაც 24 საათში. ჩვენ სეიოზულად ვართ შეშფოთებულები. გამჭვირვალობის შესახებ ლეგიტიმური შეშფოთებები არ უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სივრცის შეზღუდვისა და მათი სტიგმატიზაციის გამართლება. სიტყვის თავსუფლება, მედიის თავისუფლება აბსოლუტურად არსებითი მნიშვნელობისაა ყველა დემოკრატიისთვის. ეს მოიცავს საქართველოსაც, განსაკუთრებით, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას. მარტივად, ეს კანონი არ არის კარგი. ეს არ არის ევროპული კანონი და ეს არ არის ამერიკული კანონი, როგორც ეს აშშ-ის ელჩისგან გუშინ ხმამაღლა და ცხადად მოისმინეთ. მესმის, რომ არსებობს შეშფოთებები გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ასევე მესმის, რომ არსებობს გამჭვირვალობის უზრუნველყოფის სხვა გზებიც. ჩვენ ყველანი გამჭვირვალობის მომხრეები ვართ, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს იმ ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი და არსებით სამუშაოს შესაძლებლობის შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ ასრულებენ,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

ევროკავშირის ელჩი: დიდი პარადოქსია, როცა კარი ფართოდ არის გახსნილი და არეული სიგნალები მოდის თბილისიდან

„წარსულში კარი დახურული იყო და ქართველები პირველები იყვნენ, ვინც ამ კარზე აკაკუნებდნენ და ითხოვდნენ მის გახსნას და ზოგჯერ, როგორ ჩემი ქვეყნის დიპლომატს, და შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენელს მრცხვენოდა, რომ კარი დახურული იყო, რომ შიგნით ვერ ვთანხმდებოდით კარის გახსნაზე. ახლა კარი ფართოდ ღიაა და რა გვაქვს - ყოყმანი, მეორე ხარისხოვანი აზრები, განსხვავებული მოსაზრებები. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, მაგრამ ახლა არის დრო და დრო იწურება,“ - ეს კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ღონისძიებაზე - „9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ - განხორციელების მონიტორინგი [სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან]“. მისი შეფასებით, პარადოქსია, როდესაც ევროკავშირის მხრიდან ღია კარის პირობებში თბილისიდან არეული მესიჯები იგზავნება ევროკავშირში. ელჩის თქმით, ევროკავშირი საქართველოს მის რიგებში ელის და დრო ფუჭად არ უნდა იქნას გამოყენებული. „ევროპელმა ლიდერებმა კოლექტიურად მიიღეს მამაცი გადაწყვეტილება. პიროვნულად მე ძალიან გაოცებული ვიყავი, რომ მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რადგან მე თავად ვიყავი უთვალავი დისკუსიის მონაწილე, სადაც, სამწუხაროდ, ძალიან დიდი პერიოდის განმავლობაში არ იყო არავითარი შეთანხმება ჯერ 28, შემდეგ კი 27 წევრ ქვეყანას შორის, რომ გაეხსნათ კარი კიდევ ერთი გაფართოებისთვის. ამ წელს აღვნიშნავთ უკანასკნელი გაფართოებიდან 20 წლისთავს და მინდა გითხრათ, რომ ეს იყო შოკი ევროკავშირისთვის, საკმაო დრო დაგვჭირდა, გადაგვეხარშა 13 ახალი წევრის მიღება, რომლებიც შემოგვიერთდნენ, არ არსებობდა განწყობა ახალი გაფართოებისთვის. და თქვენს კოლეგებს დასავლეთ ბალტიიდან ხმამაღლა და ნათლად შეუძლიათ გითხრან, რამდენად იმედგაცრუებულები იყვნენ, როდესაც წლების განმავლობაში ელოდნენ, რომ ევროკავშირი ბოლოს და ბოლოს მისულიყო წერტილამდე, სადაც ჩვენ ახლა ვართ. საქართველო არის ერთ-ერთი 10 კანდიდატი ქვეყნიდან, ზოგიერთი მათგანი წინ სწრაფად მიიწევს, მოლაპარაკებები უკვე გაიხსნა ზოგიერთ მათგანთან, საქართველოს აქვს ყველა ელემენტი, ყველა ინგრედიენტი, რომ იყოს იმდენად წარმატებული, როგორც ეს ქვეყნები, უფრო მეტად წარმატებულიც კი ვიდრე ეს ქვეყნები არიან. 85-90 პროცენტი საქართველოს მოქალაქეებისა მხარს უჭერს ამ მიმართულებას. საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში ემხრობა ამ მიმართულებას, და ძალიან დიდი პარადოქსია, როცა კარი ფართოდ არის გახსნილი არეული სიგნალები მოდის თბილისიდან. წარსულში კარი დახურული იყო და ქართველები პირველები იყვნენ, ვინც ამ კარზე აკაკუნებდნენ და ითხოვდნენ კარის გახსნას და ზოგჯერ როგორ ჩემი ქვეყნის დიპლომატს და შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენელს მრცხვენოდა რომ კარი დახურული იყო, რომ შიგნით ვერ ვთანხმდებოდით კარის გახსნაზე. ახლა კარი ფართოდ ღიაა და რა გვაქვს - ყოყმანი, მეორე ხარისხოვანი აზრები, განსხვავებული მოსაზრებები. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, მაგრამ ახლა არის დრო და დრო იწურება. რადგან სხვები წინ მიიწევენ და მე გულწრფელად გირჩევდით რომ ეს დრო არ გაგეფლანგათ. და ეს არის ჩემი მესიჯი ყველასთვის, ყოველ ჯერზე როცა შესაძლებლობა მეძლევა ვესაუბრო მედიას ეს არის ჩემი მესიჯი - არ გაფლანგოთ დრო. ჩვენ მხარეს კარი ღიაა და ღია დარჩება, ჩვენ მოთმინებით ვეკიდებით და გვესმის რომ ზოგჯერ ეს რთულია ზოგჯერ არის დაბნეულობა, რომ ზოგჯერ რეფლექსიაა საჭირო და დისკუსია, გქონდეთ ის. საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის, კარი ღიაა, გელოდებით გთხოვთ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა,” - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსის“ თარგმანის მიხედვით.  

პაველ ჰერჩინსკი: ეს კანონი, მისი მიღების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ვერ დაეხმარება

„ეს კანონი, მისი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ვერ დაეხმარება, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტის დიპლომატების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „როგორც თქვენ ყველამ აღნიშნეთ, კანონპროექტის თავიდან შემოტანაზე ევროკავშირმა ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა. 24 საათის განმავლობაში, 4 აპრილს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერმა განცხადება გაავრცელა. გუშინ საღამოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თავისი პოზიცია დააფიქსირა და ვფიქრობ მისი პოზიცია ხმამაღალი და ნათელია. ეს კანონი, მისი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ვერ დაეხმარება, პირიქით, ეს გართულებას გამოიწვევს, რადგან ეს კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს აშკარად არ შეესაბამება. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის ყველა ელჩი, ასევე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები შეხვედრაზე მიგვიწვია, სადაც პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი შეშფოთება გავიზიარა,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.